„იმოქმედეთ წყალივით. არ არის საჭირო ყველა პრობლემას უხეში ძალით დაუპირსირდეთ. მიჰყევით გუგლის დინებას!“
სიმბიოზური SEO
თუ გუგლი ფიქრობს, რომ რომელიმე გვერდი იმსახურებს საძიებო შედეგების გვერდზე უკეთეს პოზიციას, დაე ასე იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გვერდის განვითარებაზე უარი ვთქვათ. მაგრამ ამგვარი დილემები განსხვავებულ გადაწყვეტას მოითხოვენ.
კონკრეტულად:
- გაანალიზეთ საძიებო სისტემის შედეგების გვერდი და შეაფასეთ კონკურენტების კონტენტი.
- იპოვეთ მასში ისეთი ვებგვერდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- აქვს მაღალი „დომენის ავტორიტეტი“ (Domain Authority)
- წარმოადგენს news ტიპის ვებგვერდს და ათავსებს მოწოდებულ კონტენტს. დაახლოებით news ტიპის ვებსაიტი. ქართულ სივრცეში ასეთებია: pia.ge, kvirispalitra.ge, interpressnews.ge და ა.შ
- განათავსეთ ოპტიმიზირებული კონტენტი ამ საიტებზე და გააძლიერეთ ის ბექლინკებით.
შედეგი
შედეგად, თამაშიდან ჩამოწერილი კომპანია SEO მარათონს ისევ უბრუნდება!
როდესაც გვერდი გუგლში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს დადგებით 2 არჩევანის წინაშე:
- ჩასვათ ბმული და გადაამისართოთ თქვენს ვებგვერდზე (პარალელურად თვალყური ადევნეთ გვერდის და არა დომენის ავტორიტეტს)
- განაგრძოთ უკვე გაძლიერებეული პარტნიორი გვერდის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.
ვინაიდან თითოეული შემთხვევა ანალიზს საჭიროებს წინასწარ ვერ იტყვით, რომელი ვარიანტი იქნება უკეთესი.
SEO ბაზარზე სიმბოზური ურთიერთობები ამით არ შემოიფარგლება, ამ მიდგომის უამრავი ვარიაცია არსებობს. მთავარია გვასოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შედეგების მისაღებად განსხვავებული მეთოდებია საჭირო. ამიტომ, SERP-ში ძლიერი კონკურენტის აღმოჩენისთანავე დასკვნებს ნაჩქარევად ნუ გამოიტანთ.