როგორ გავზარდეთ Flowmaster-ის ტრაფიკი 3-ჯერ?

იანვარი 14, 2026

სარჩევი

ფლომასტერის წარმატებული SEO ქეისი

„ალპაკამ დაგვანახა, რომ პროფესიონალების სწორი გუნდის პირობებში ყველაფერი შესაძლებელია. SEO-ს მიმართულებით მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ჩვენი გვერდები Google-ში პირველ პოზიციებს იკავებს. უმაღლეს რეკომენდაციას ვუწევთ!“ – Flowmaster-ის გუნდი

„ერთი სიტყვით – პროფესიონალები! თუ თქვენი ვებსაიტის SEO ხარისხის გაუმჯობესება გსურთ, შეგიძლიათ სრული ნდობით მიმართოთ.“ – ვანო ნადირაძე, Flowmaster-ის თანადამფუძნებელი

პროექტის პროფილი

  • დამკვეთი: Flowmaster (ფლომასტერი)
  • ვებსაიტი: flowmaster.ge
  • ინდუსტრია: პროფესიული განვითარება (B2B & B2C)
  • პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე (2 თვე ვებ-დეველოპმენტი + 4 თვე აქტიური SEO)

*ტექსტში წარმოდგენილია მხოლოდ სამუშაო პერიოდში მიღებული შედეგები (და არა მიმდინარე).

მთავარი მიღწევა 

ვებსაიტის ციფრული ტრანსფორმაცია – ხილვადობის 290%-იანი, ხოლო ყოველთვიური ტრაფიკის 3-ჯერ ზრდა “ფლომასტერისთვის”

როგორ დაიმსხვრა მითი “SEO არ მუშაობს” ?

თანამშრომლობის საწყის ეტაპზე კომპანიაში SEO მიმართულების მიმართ სკეპტიკური განწყობა არსებობდა, რაც განპირობებული იყო წარსულში არსებული წარუმატებელი მცდელობებით.

  • 0 ხილვადობა: ვებსაიტი Google-ში არაბრენდულ (ზოგად) საძიებო სიტყვებზე საერთოდ არ იძებნებოდა.
  • სტრუქტურული ხარვეზები: ძველი ვებსაიტის სტრუქტურა არაორგანიზებული იყო, რაც ურთულებდა მომხმარებლებს კომპანიის შეთავაზების აღქმას. არ არსებობდა მკაფიო ზღვარი ბლოგებსა და ტრენინგებს შორის; არ იყო გამართული სათაურები, მეტა-მონაცემები,  ვიზუალური მასალა და ღილაკები.
  • SEO მზაობის არარსებობა: ვებსაიტი ტექნიკურად არ შეესაბამებოდა საძიებო სისტემების სტანდარტებს.

SEO სტრატეგია

პროექტი დაიწყო რადიკალური ცვლილებით – ახალი ვებსაიტის შექმნით, რომელიც თავიდანვე საუკეთესო SEO პრაქტიკების გათვალისწინებით აიგო.

  1. ვებსაიტის სტრუქტურის გაუმჯობესება  და მიგრაცია: შეიქმნა მომხმარებლისთვის მარტივად სანავიგაციო ვებსაიტი, რომელშიც მკაფიოდ გაიმიჯნა სერვისები და ბლოგი. განხორციელდა საიტის უდანაკარგო მიგრაცია (ყველა ძველი ბმული აღდგა და გადამისამართდა სწორ URL-ზე). ვინაიდან ალპაკას მიზანი ქართული ხარისხიანი მომსახურების მქონე ბიზნესების ხელშეწყობაა, ვებსაიტი საჩუქრად დამზადდა. 🎁
  2. კონტენტ სტრატეგია და შიდა გადალინკვები: ახალი ბლოგების წარმოების პარალელურად, სრულად გადამუშავდა არსებული მასალა. გაიმართა სათაურების იერარქია და შეიკრა შიდა გადალინკვების ძლიერი ქსელი, რომლებიც საძიებო სისტემის ბოტებს გვერდების აღმოჩენაში დაეხმარა.
  3. ავტორიტეტული ბექლინკები: განხორციელდა სტრატეგიული ბექლინკ კამპანია. მოპოვებულ იქნა მაღალი ნდობის მქონე ბმულები ისეთი დომენებიდან, როგორიცაა .edu.ge, npl.gov.ge (პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) და Wikipedia.
  4. Smart SEO: ტრადიციული, მაღალბიუჯეტიანი ბექლინკ კამპანიების ნაცვლად, სტრატეგია ფოკუსირდა ე.წ. Brand Mention-ების (ბრენდის ხსენებების) კონვერტაციაზე. იდენტიფიცირდა ციფრულ სივრცეში არსებული ის წყაროები (საგანმანათლებლო პორტალები, პარტნიორები, ბიბლიოთეკები), რომელშიც „ფლომასტერი“ უკვე იყო ნახსენები ბმულის გარეშე. შედეგად კი, კომუნიკაციის გზით, ეს პასიური ხსენებები გარდაიქმნა აქტიურ, მაღალი ავტორიტეტის მქონე ბექლინკებად.

Flowmaster-ის SEO კამპანიის შედეგები

სულ რაღაც 4 თვიანი აქტიური SEO მუშაობის შედეგად, ვებსაიტმა დრამატული ზრდა აჩვენა.

  • 🚀  +290.55% ხილვადობა (impressions: პროექტის ბოლო თვეებში 3-ჯერ გაიზარდა ათვისებული საძიებო სიტყვების ხილვადობა საძიებო სისტემაში.
  • 👆 +139.27% ქლიქები: ვებსაიტზე შემოსული პოტენციური დამკვეთების რაოდენობა გაორმაგდა. ვიზიტორები რაოდენობის გაორმაგებასთან ერთად გაიზარდა ლიდების მოცულობაც.
  • 🏆 #1 პოზიციები: ვებსაიტი, რომელიც ადრე გუგლში საერთოდ არ იძებნებოდა, ახლა ინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ქივორდებზე პირველ პოზიციას იკავებს.
  • 🔗 0-დან 16-მდე DR: დომენის ავტორიტეტი 4 თვეში 0-დან 16-მდე გაიზარდა.

SEO შედეგები SEMrush-ის მიხედვით

SEO წარმატებული შედეგები

SEO სპეციალისტის დასკვნა – მარიამ გოგოლაშვილი

“Flowmaster-ის მაგალითით ნათლად გამოჩნდა, რომ სწორი სტრატეგია ყოველთვის ამართლებს. მუშაობა ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ, რადგან ძველი საიტის არქიტექტურა განვითარების საშუალებას არ გვაძლევდა. თუმცა, გარდამტეხი მომენტი ხარისხიანი ბექლინკ კამპანია და გამართული შიდა გადალინკვების ქსელი იყო. როცა ტექნიკურ მხარეს ასეთი მაღალი ნდობის მქონე წყაროები ემატება, Google-ის რეაქციაც არ აყოვნებს – დომენის ავტორიტეტის 0-დან 16-მდე ზრდა ამის საუკეთესო მტკიცებულებაა.” 

P.S ტექსტში მოცემული მონაცემებისთვის გამოყენებულია SEMrush.

Picture of მარიამ გოგოლაშვილი
მარიამ გოგოლაშვილი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები