
პროექტის პროფილი
- დამკვეთი: CLC Elevator
- პარტნიორი სააგენტო: Alpaca (SEO)
- დამკვეთის ვებსაიტი: https://clc.ge/
- ინდუსტრია: ლიფტების წარმოება და მონტაჟი (B2B)
- პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის თებერვალი – მიმდინარე (2026 წლის აპრილი)
შენიშვნა: ქეის-სთადიში ასახულია უშუალოდ საოპერაციო პერიოდში (პირველი თვის შედარება 2026 წლის მარტის მონაცემებთან) დაფიქსირებული პერფორმანსის მაჩვენებლები.
“ალპაკასთან ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები ძალიან მოკლე დროში გასცდა მოლოდინებს!
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრენდის სწორად პოზიციონირება ციფრულ სივრცეში. დღეს კი ჩვენი საქმიანობისთვის რელევანტურ თითქმის ყველა საკვანძო სიტყვაზე საძიებო სისტემის პირველ პოზიციებზე CLC ფიქსირდება.
თანამშრომლობის ფარგლებში ეფექტურად მოხდა საკვანძო სიტყვების სრულფასოვანი ათვისება, 2-ჯერ გაუმჯობესდა ვებ-გვერდის პოზიციები საძიებო სისტემაში, ხოლო ხარისხიანი კონტენტის შედეგად მომხმარებლის ჩართულობა თითქმის 300%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ SEO ოპტიმიზაციის საწყისი მიზანი პირდაპირი გაყიდვების ზრდა არ ყოფილა, მიღებულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა როგორც ტრაფიკის, ისე გაყიდვების მატებაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობის პროცესი – პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური გუნდი, რომელთან მუშაობაც ნამდვილად სასიამოვნოა და რომლის იმედიც ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს.” – CLC Elevator-ის გუნდი “ალპაკას” შესახებ
წარმატებული SEO პოზიციონირების მთავარი შედეგი
“CLC Elevator-ის ციფრული ტრანსფორმაცია: 435%-იანი ზრდა B2B სექტორში და დომინანტური პოზიციების დაკავება სტრატეგიულ საძიებო სიტყვებზე.”
პროექტის საწყისი მდგომარეობა და ტექნიკური პრობლემები
სამუშაო პროცესი კომპანიის ოფლაინ ავტორიტეტსა და ონლაინ ხილვადობას შორის არსებული დისონანსის იდენტიფიცირებით დაიწყო: მიუხედავად იმისა, რომ CLC ინდუსტრიაში აღიარებული მოთამაშე იყო, საძიებო სისტემებში რელევანტურ საკვანძო სიტყვებზე ვებგვერდი ფაქტობრივად არ იძებნებოდა.
- ძირითადი გამოწვევა: ვებსაიტზე ფიქსირდებოდა კრიტიკული ტექნიკური შეფერხებები და სტრუქტურული ხარვეზები. ლიფტების კატეგორია შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზოგადი ჩამონათვალით. ინდივიდუალური პროდუქტების (კონკრეტული ტიპის ლიფტების) გვერდების არარსებობა გამორიცხავდა მიზნობრივი საკვანძო სიტყვების ათვისებას.
- საწყისი მეტრიკები:
- ნულოვანი ხილვადობა (Visibility) ინდუსტრიის სტრატეგიულ საკვანძო სიტყვებზე;
- არაოპტიმიზებული URL სტრუქტურა და სხვა On-page SEO გამოწვევები (მეტა მონაცემები, H-თეგები, შიდა გადალინკვები).
- ნულოვანი ხილვადობა (Visibility) ინდუსტრიის სტრატეგიულ საკვანძო სიტყვებზე;
SEO სტრატეგია CLC Elevator-ისთვის
სააგენტო „ალპაკას“ სტრატეგია ფოკუსირებული იყო ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფაზე, სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და მომხმარებლის განზრახვაზე (Search Intent) ორიენტირებული კონტენტის შექმნაზე.
- ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია და სტრუქტურის ფორმირება: სრულად აღმოიფხვრა დუბლირებული კონტენტის პრობლემა, გამოსწორდა კანონიკური (Canonical) თეგების ლოგიკა და დაინერგა გამართული URL-ების ახალი სტრუქტურა. თითოეული ტიპის ლიფტისთვის შეიქმნა დამოუკიდებელი, სრულად SEO ოპტიმიზებული გვერდი საძიებო სისტემებისთვის მკაფიო და ზუსტი სიგნალების მისაწოდებლად.
- E-E-A-T სიგნალების გაძლიერება და კონტენტის წარმოება: ტექსტური შინაარსი აიგო მომხმარებლის საჭიროებებისა და ძიების განზრახვის სიღრმისეულ ანალიზზე (მაგალითად: შეიქმნა დეტალური მასალა ლიფტების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ). ამან ხელი შეუწყო როგორც პირდაპირი B2B მყიდველების, ისე საინფორმაციო საძიებო განზრახვის ტრაფიკის მოზიდვას. საბოლოოდ კი ვებგვერდის ნიშური ავტორიტეტი (Authority) მნიშვნელოვნად გაზარდა.
- Off-page სტრატეგია და ნდობის მოპოვება: ვებგვერდის სანდოობისა და ნიშური ავტორიტეტის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ჩატარდა მიზანმიმართული ბექლინკ (Backlink) კამპანია, რომლითაც საძიებო ალგორითმებს მიეწოდათ მკაფიო სიგნალი CLC-ის, როგორც დარგის სანდო წყაროს შესახებ.
მზარდი “ვერტიკალური” შედეგები

განხორციელებული სტრატეგიის შედეგად, CLC Elevator-მა საძიებო სისტემებში ბაზრის უპირობო ლიდერის პოზიცია დაიკავა და დამკვეთის თავდაპირველი მიზანი 100%-ით შესრულდა.
- 🚀 +435.58% ზრდა ვებგვერდის ვიზიტებში (Clicks): დაფიქსირდა ვებგვერდზე გადმოსვლების რეკორდული მატება (პროექტის პირველი თვის შედარება ბოლო საოპერაციო თვესთან).
- 📈 +465.04% ზრდა ხილვადობაში (Impressions): ძიების შედეგებში საიტის გამოჩენის სიხშირე მკვეთრად გაუმჯობესდა.
- 🏆 მოწინავე პოზიციები სტრატეგიულ სიტყვებზე: კომპანია სტაბილურად იკავებს #1 ან Top 3 პოზიციებს ინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებზე (მაგ: ლიფტები, ლიფტების კომპანია, სამგზავრო ლიფტი, პანორამული ლიფტი, სატვირთო ლიფტი და ა.შ).
- 🤖 ინტეგრაცია LLM სისტემებში: ვებგვერდი წარმატებით იღებს ორგანული ტრაფიკს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (LLM) მოდელებიდანაც.
SEO სპეციალისტის კომენტარი
“მიღწეული მაჩვენებლები ზუსტად პასუხობს კომპანიის მთავარ მოთხოვნას – CLC Elevator-მა დაიკავა ის ადგილი, რომელიც მის ბიზნეს რეპუტაციას შეეფერება.
დღეს, როდესაც მომხმარებელი ინტერნეტში ლიფტების სფეროთი ინტერესდება, პირველი ბრენდი, რომელიც მას ხვდება, სწორედ CLC-ია. ვებგვერდის სახელი საძიებო სისტემებში დარგის ლიდერობისა და ნდობის გარანტიად იქცა.
ამ პროექტის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ რეალურ შედეგს მხოლოდ მომხმარებლის ქცევის ანალიზი და ამ ანალიზზე დაშენებული შინაარსობრივი ოპტიმიზაცია იძლევა. ალგორითმებზე მორგებული შაბლონური ქმედებების ნაცვლად, ფოკუსი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე გაკეთდა.
საბოლოოდ, სწორედ ამ თანმიმდევრულობამ შეუწყო ხელი იმ სტაბილურ ზრდას, რასაც დღეს ვხედავთ.”



















