სარჩევი

SEO ოპტიმიზაცია - პირველი ქართული სახელმძღვანელო

seo tsigni

ქართული საძიებო ბაზარი გუგლის განვითარებასთან ერთად თანდათან იხვეწება. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში კომპანიები აქტიურად იწყებენ ქართულ საძიებო ბაზარზე  თავის დამკვიდრებას, თუმცა ეს სფერო ჯერ კიდევ აუთვისებელია.

SEO ოპტიმიზაცია ნამდვილად საინტერესო ინსტრუმენტია კომპანიებისთვის. ის ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გაზარდონ ბრენდის ცნობადობა, მიიღონ ხარისხიანი ტრაფიკი და ლიდები, გრძელვადიან პერსპექტივაში მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და გაზარდონ შემოსავლები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დაბალი დანახარჯებით.

ვინაიდან ქართულ ციფრულ სამყაროში შედარებით ნაკლებად გვხვდება ინფორმაცია SEO ოპტიმიზაციის შესახებ, ვეცადეთ შეგვექმნა პირველი ქართული SEO სახელმძღვანელო (Guide), რომელიც დაინტერესებულ პირებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებოდა. (თუ ამ სფეროს მიმართ ინტერესს მაინც გაგიღვივებთ, ბედნიერები ვიქნებით)

ამიტომ, წარმოგიდგენთ SEO წიგნს, რომელშიც თავმოყრილია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ფუნდამენტური საკითხები.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტექსტს პერიოდულად ემატება ახალი ქვეთემები, ამიტომ თვალყური გვადევნეთ და მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია ციფრული საძიებო სამყაროს შესახებ.

ვეცადეთ თითოეულ საკითხზე კონკრეტული პასუხები გაგვეცა. თუ კითხვის პროცესში დამატებითი საკითხების განხილვა გსურთ, აუცილებლად მოგვწერეთ.

ნაშრომში გაიგებთ თუ რა არის SEO ოპტიმიზაცია, რომელ ფუნდამენტებზე დგას მარკეტინგის ეს მიმართულება, რა უნდა გავითვალისწინოთ ვებსაიტის შექმნის პროცესში და ა.შ.

რა არის საძიებო სისტემა? - განვითარების ისტორია

sadziebo sistemebis istoria

საძიებო სისტემა არის პროგრამა, ალგორითმი, რომელიც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ალაგებს ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას და თანმიმდევრულად აწვდის მაძიებელს.

საძიებო სისტემების განვითარებას რამდენიმე ათწლეულიანი ისტორია აქვს. მათი ჩანასახი 90-იან წლებში უნდა ვეძებოთ. რეალურად გუგლის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე არსებობდა საძიებო ალგორითმები, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

მაგალითად, პირველი კონტენტის ძიების ხელსაწყო იყო Archie (1993 წელს), მას მოჰყვა გაცილებით უფრო კომპლექსური ფუნქციონალის მქონე ლაიკოსი “Lycos” (1994წ.). ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სისტემა გუგლის შექმნამდე Yahoo! Search გახლდათ, რომელიც ციფრულ სამყაროს 1995 წელს მოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ინტერნეტ პორტალი იყო, საკმაოდ პოპულარული გახდა საძიებო ბაზარზე. 

საინტერესოა თუ Yahoo ასეთი წარმატებული იყო, როგორ შეძლო Google-მა ბაზარზე უპირატესობის მოპოვება?

საქმე იმაშია, რომ Yahoo! იყენებდა ფასიან საძიებო მომსახურებას (paid search service). შეგეძლო მეტი ფული გადაგეხადა და მოწინავე პოზიციებზე გამოჩენილიყავი. ამისთვის კი სპეციალურად შეიმუშავა პროგრამა Overture.

წარმოიდგინეთ, ვინც მეტ ფულს გადაიხდიდა სიის სათავეშიც ის მოხვდებოდა. კონტენტისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ნაცვლად, ვებსაიტები ფინანსური რესურსებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. შედეგად მივიღეთ დაბალი ხარისხის კონტენტი, რომელიც მომხმარებლის საძიებო განზრახვას არ ან ნაკლებად პასუხობდა.

გუგლში კი ეს ყველაფერი სულ სხვანაირად იყო…

1995 წელს სტანდფორდის უნივერსიტეტის 2 მეგობარი ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი იწყებენ საძიებო სისტემების ალგორითმებზე მუშაობას, რომელსაც საფუძვლად Page Rank-ის პროგრამა უდევს.

იაჰუს პორტალში შედეგების გვერდი ადამიანის ჩარევითა და პრეფერენციებით იცვლებოდა, გუგლი კი ამას წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების მქონე ალგორითმის საშუალებით ახერხებდა. შესაბამისად, უფრო სამართლიანი და ნაკლებად მიკერძოებული იყო.

მცირე განმარტება – რა არის Page Rank?

ra aris page rank

მარტივად, რომ ვთქვათ ეს არის ალგორითმი, რომელიც გვერდს აფასებს მიღებული ლინკების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. მაგალითად: თუ გვერდი იღებს 500 სხვადასხვა პოპულარული და ავტორიტეტული წყაროდან ლინკებს, ე.ი ის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გვერდი, რომელიც 5 წყაროდან იღებს ლინკებს.

სწორედ მას იყენებდა გუგლი თავდაპირველად ვებსაიტების შეფასებისთვის. ბუნებრივია, პერიოდულად გუგლის ალგორითმმა უამრავი ცვლილება განიცადა.

Yahoo-სგან განსხვავებით Google-მა ფოკუსირება მომხარებლის გამოცდილებასა და საძიებო განზრახვის დაკმაყოფილებაზე გააკეთა.

მცირე განმარტება – რას ნიშნავს საძიებო განზრახვა?

ra aris search intent

საძიებო განზრახვა ნიშნავს, თუ რატომ ან რისთივს ეძებს ადამიანი კონკრეტულ ფრაზას. მაგ: თუ გუგლში ჩავწერთ ფრაზას: „წითელი ფეხსაცმელი ფასი“ . გუგლი ეცდება ყველაზე რელევანტური და თქვენს საჭიროებაზე მორგებული შედეგი გიჩვენოთ და არა ის, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდის. იმის გამო, რომ გუგლი უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა მომხმარებელს, ეტაპობრივად ბაზრის ჰეგემონად ჩამოყალიბდა.

სწორედ, აქ მივედით ყველაზე საინტერესო ნაწილზე → რადგანაც გუგლი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა გახდა, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ეძებს სასურველ ინფორმაციას, მასში მოწინავე პოზიციების დაკავება ბიზნესებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

გუგლში ძიება ნიშნავს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნას და თუ არსებობს ადგილი, რომელიც ამ მოთხოვნას აერთიანებს, ბიზნესიც სწორედ იქ ჩნდება. შესაბამისად, კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეეძლოთ გუგლის პირველ ადგილზე თავიანთი შეთავაზების გამოჩენა და მეტის გაყიდვა.

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

ra aris seo

როგორც აღვნიშნეთ Google-ს თავისი კრიტერიუმები (ფაქტორები) აქვს, რომელთა მიხედვითაც შედეგების თანმიმდევრობას საზღვრავს (რეალურად 200-ზე მეტი ფაქტორი). თუ გვერდი A ამ კრიტერიუმებს უფრო მეტად აკმაყოფილებს, ვიდრე B, მაშინ მაშინ A გაცილებით უკეთეს პოზიციებზე მოხვდება.

დავუშვათ გუგლში ჩაწერეთ ფრაზა: „მშენებარე ბინები განვადებით“ და აღმოაჩინეთ, რომ პირველ პოზიციაზე წარმოდგენილია Archi.ge, მეორეზე Korter.ge, მესამეზე Metropol.ge და ა.შ. დავსვათ კითხვა – „ რატომ გამოიტანა გუგლმა დეველოპერული კომპანიების ვებსაიტები სწორედ ამ თანმიმდევრობით? „ იმიტომ, რომ გუგლის აზრით ამ კონკრეტულ საძიებო ფრაზას: „მშენებარე ბინები განვადებით“ ყველაზე მეტად Archi.ge პასუხობს.

და როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე? მან გაანალიზა ლინკები, რომლებიც Archi.ge-ს ამ კონკრეტულ გვერდზე მიუთითებენ, ტექსტში გამოყენებული საძიებო სიტყვების მიხედვით შეაფასა თუ რომელ ფრაზაზე უნდა გამოეჩინა, დაითვალა რამდენი შიდა ლინკი მისამართდებოდა ამ გვერდზე და ა.შ. მოკლედ უამრავი ფაქტორი გაითვალისწინა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველაზე კარგად Archi.ge-ს გვერდი აკმაყოფილებდა მის კრიტერიუმებს.

ზუსტად აქ შევჩერდეთ და ყურადღება მივაქციოთ, რომ გუგლმა კონკრეტული ფაქტორების, მოთხოვნების მიხედვით დაალაგა ვებსაიტები. ოპტიმიზაციაც სწორედ ამას მოიცავს.

👉 SEO (Search Engine Optimization) – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემის (ამ შემთხვევაში გუგლის) ფაქტორების გათვალისწინება და მათზე ვებსაიტის მორგებაა.

SEO სპეციალისტის მიზანია გაანალიზოს გუგლის ფაქტორები მუდმივი ტესტირებით, შეისწავლოს ვებსაიტი და ისეთი ცვლილებები შეიტანოს მასში, რომელიც გუგლს „მოეწონება“.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა – როგორ ვნახო, რას აქვს გავლენა SEO შედეგებზე ყველაზე მეტად? – რეალურად 200-ზე მეტი ფაქტორია, რომლებსაც გავლენა აქვთ ოპტიმიზაციის შედეგებზე. SEO სპეციალისტებმა საკუთარი გამოცდილებითა და ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებით იციან რას აქვს შედარებით დიდი ეფექტი შედეგებზე, თუმცა ყველა კრიტერიუმი არავინ იცის. ამიტომ უჭირთ თქმა კონკრეტულად როდის გამოჩნდება ვებსაიტი გუგლის პირველ გვერდზე.

ამ სახელმძღვანელოში განვიხილავთ მნიშვნელოვან თემებს, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ მიიღოთ სტაბილური SEO შედეგი და მიაღწიოთ ბიზნესის მიზნებს.

გაიაზრებთ რეალურად რა არის SEO, რა ფუნქციები აქვს მას მთლიან მარკეტინგულ სტრატეგიაში და თავადაც შეძლებთ დაიწყოთ ვებსაიტის SEO ოპტიმიზაცია.

ვისწავლოთ SEO ოპტიმიზაცია - SEO მიმართულებები

seo mimartulebebi

იმისათვის, რომ SEO ოპტიმიზაცია სწორად გაკეთდეს საჭიროა გვესმოდეს თუ რას მოიცავს ის და კონკრეტულად რისი ცვლილებით შეგვიძლია შედეგების მიღება.

SEO ძირითადად იყოფა 3 ნაწილად:

  1. ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია – მისი მიზანია დაეხამროს საძიებო სისტემის ბოტებს დაუბრკოლებლად შემოვიდნენ გვერდზე, “გაიაზრონ” ვებგვერდის შინაარსი, განათავსონ მათ ბაზაში და გამოაჩინონ რელევანტურ საძიებო სიტყვებზე.
  2. On-page SEO ოპტიმიზაცია – ვებგვერდის ვიზუალური ნაწილის, კონტენტის და მასთან დაკავშირებული ელემენტების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
  3. Off-page SEO ოპტიმიზაცია – ვებგვერდის ციფრული რეპუტაციის შეფასება, რელევანტური ბექლინკების (სხვა ვებსაიტებზე ბმულების ჩასმა) მოპოვება და ციფრული ავტორიტეტის გაუმჯობესება. ამ სამუშაოების მიზანია გუგლს ვანახოთ, რომ ჩვენი ვებსაიტი სანდოა და სხვა წყაროებიც გვიწევენ რეკომენდაციას.

სანამ თითოეულს სიღრმისეულად განვიხილავდეთ, მანამ თვალი გადავავლოთ SEO-ს სხვა ტიპის დაყოფებსაც.

ამ 3 მიმართულების გარდა ხშირად გამოყოფენ შემდეგი სახის ოპტიმიზაციას:

საერთაშორისო SEO ოპტიმიზაცია – მიზანია სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე გამოაჩინოს ვებსაიტი საძიებო სისტემაში. კონკრეტულად კი მოარგოს კონტენტი საერთაშორისო ბაზრებს, მოიპოვოს ავტორიტეტული ბექლინკები და ა.შ.

ლოკალური SEO ოპტიმიზაცია – კონკრეტულ ლოკაციაზე (მაგ: თბილისში) ძიებისას გამოჩნდეს ვებსაიტი მოწინავე პოზიციებზე. ამ ტიპის ოპტიმიზაცია ძირითადად შემდეგი ტიპის საძიებო სიტყვებზე გამოჩენას გულისხმობს, მაგალითად სამშენებლო მაღაზიისთვის ეს იქნება: საუკეთესო სამშენებლო მასალების მაღაზია თბილისში, სამშენებლო მასალები თბილისში, სამშენებლო მაღაზია თბილისში, სამშენებლო მასალების ყიდვა თბილისში და ა.შ.

*გავითვალისწინოთ, რომ ლოკალური SEO-ზე მუშაობისას მნიშვნელოვანია Google Business Profile-ს (წარსულში Google My Business)-ის ოპტიმიზაცია. ამ ნაწილს მოგვიანებით განვიხილავთ.

ასევე გამოყოფენ შემდეგ SEO პრაქტიკებს:

White-Hat SEO – გულისხმობს გუგლის რეკომენდაციებისა და ე.წ „გაიდლაინების“ (Guidelines) მიხედვით SEO სამუშაოების ჩატარებას. White-hat SEO სპეციალისტი უარს ამბობს სპამის პრაქტიკაზე და ცდილობს ხარისხიანი კონტენტის შექმნითა და ტექნიკური ხარვეზების გამსოწორებით გრძელვადიან პერსპექტივაში მოიპოვოს მოწინავე პოზიციები საძიებო სისტემაში.

Black-Hat SEO – ეს არის ზემოთ ხსენებული პრაქტიკის საპირისპირო მიდგომა და გულისხმობს გუგლის მიერ აკრძალული მეთოდების გამოყენებას მოწინავე პოზიციების დასაკავებლად. ასეთებია: თეთრ ფონზე თეთრი ასოებით ტექსტის დაწერა (მომხმარებელი ვერ ხედავს, მაგრამ გუგლის ბოტი კოდიდან მაინც აღიქვამს), ბექლინკების ასობით წყაროდან ერთროულად მოპოვება, საძიებო სიტყვების ჭარბად გამოყენება ტექსტში და ა.შ. „შავი SEO“ ოპტიმიზაციის შედეგად გუგლი აჯარიმებს („აპენალებს“) ვებსაიტს და აქრობს საძიებო სისტემიდან.

*ბუნებრივია, ამ მეთოდების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

Grey-Hat SEO ოპტიმიზაცია – ეს არის შავ და თეთრ პრაქტიკებს შორის გარდამავალი მეთოდების პრაქტიკა. ასეთი მიდგომების გამოყენება გუგლის ღიად რეკომენდებული არაა, თუმცა საძიებო სისტემებისთვის სპამად არ აღიქმება ან ამის გამო ვებსაიტი არ ჯარიმდება. მაგ: ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც კონკრეტულად საძიებო სიტყვის ასათვისებლადაა შექმნილი და დამატებით ღირებულებას არ სთავაზობს მომხმარებელს. ასევე ძველი დომენების გამოყენება მხოლოდ იმიტომ, რომ გუგლისთვის კარგად ნაცნობია, ბექლინკების ყიდვა და ა.შ.

*გარკვეულწილად Grey-hat SEO მეთოდებს SEO სპეციალისტები პრაქტიკაში იყენებენ.

ქართული საძიებო ბაზარი გუგლის განვითარებასთან ერთად თანდათან იხვეწება. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში კომპანიები აქტიურად იწყებენ ქართულ საძიებო ბაზარზე  თავის დამკვიდრებას, თუმცა ეს სფერო ჯერ კიდევ აუთვისებელია.

SEO ოპტიმიზაცია ნამდვილად საინტერესო ინსტრუმენტია კომპანიებისთვის. ის ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გაზარდონ ბრენდის ცნობადობა, მიიღონ ხარისხიანი ტრაფიკი და ლიდები, გრძელვადიან პერსპექტივაში მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და გაზარდონ შემოსავლები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დაბალი დანახარჯებით.

ვინაიდან ქართულ ციფრულ სამყაროში შედარებით ნაკლებად გვხვდება ინფორმაცია SEO ოპტიმიზაციის შესახებ, ვეცადეთ შეგვექმნა პირველი ქართული SEO სახელმძღვანელო (Guide), რომელიც დაინტერესებულ პირებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებოდა. (თუ ამ სფეროს მიმართ ინტერესს მაინც გაგიღვივებთ, ბედნიერები ვიქნებით)

ამიტომ, წარმოგიდგენთ SEO წიგნს, რომელშიც თავმოყრილია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ფუნდამენტური საკითხები.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტექსტს პერიოდულად ემატება ახალი ქვეთემები, ამიტომ თვალყური გვადევნეთ და მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია ციფრული საძიებო სამყაროს შესახებ.

ვეცადეთ თითოეულ საკითხზე კონკრეტული პასუხები გაგვეცა. თუ კითხვის პროცესში დამატებითი საკითხების განხილვა გსურთ, აუცილებლად მოგვწერეთ.

ნაშრომში გაიგებთ თუ რა არის SEO ოპტიმიზაცია, რომელ ფუნდამენტებზე დგას მარკეტინგის ეს მიმართულება, რა უნდა გავითვალისწინოთ ვებსაიტის შექმნის პროცესში და ა.შ.

გაიგეთ როგორ ქროლავს ბოტი ვებსაიტს

რა არის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ ტექნიკური ოპტიმიზაციის მიზანია ვებგვერდი მარტივად აღქმადი იყოს გუგლის ბოტისთვის.

მანამ სანამ უშუალოდ კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებს განვიხილავდეთ გავიაზროთ როგორ მუშაობს გუგლის ბოტი.

წარმოიდგინეთ, შექმენით და გამოაქვეყნეთ სტატია, რომელიც ბლოგის განყოფილებაში ჩანს. რამდენიმე ხანში გუგლის ბოტი ესტუმრება თქვენს ვებსაიტს (Crawl) და აღმოაჩენს, რომ ახალი სტატია გაქვთ გამოქვეყნებული. გაანალიზებს ტექსტს, ფოტოებს და ნებისმიერი ტიპის მასალას და „გაიაზრებს“ თუ რის შესახებაა თქვენი სტატია. შემდეგ კი შეიტანს თავის ბაზაში (Index). როდესაც მომხმარებელი საძიებო ველში შესაბამის ფრაზას ჩაწერს, გუგლი თავისი ბაზიდან თქვენს სტატიას გამოუჩენს (Ranking). სწორედ ამ გზას გადის თითოეული გვერდი გამოქვეყნებიდან გუგლში გამოჩენამდე.

შესაბამისად, ვებსაიტი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს, რომ გუგლის ბოტი მარტივად შემოვიდეს მასში და შემდეგ თავის ენაზე გადათარგმნოს გვერდის კონტენტი.

შენიშვნა: ტექნიკური ხარვეზები ხშირად გამხდარა ტრაფიკის დიდი რაოდენობით დაკარგვის მიზეზი.

ამიტომ, ქვემოთ წარმოდგენილია ის მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული უნდა იყოს SEO შედეგების მისაღებად.

ვებსაიტის უსაფრთხოება

SSL სერტიფიკატი (Secure Socket Layer) – ის არის მცირე ფაილი, რომელიც ვებსაიტზე ინსტალირდება და უზრუნველყოფს ბრაუზერსა და სერვერს შორის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას. მისი მიზანია მესამე პირს არ ჩაუვარდეს ხელში კერძო ინფორმაცია და მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული ციფრული გამოცდილება. გუგლი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ თვალს გადავავლებთ უცხოურ ვებსაიტებზე, უმრავლესობა იცავს მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტებს.

ვინაიდან ხშირი კიბერ შეტევები და ჰაკერული თავდასხმები ვებგვერდზე, უსაფრთხოების სერტიფიკატის გამოყენება მკაცრად რეკომენდებულია.

Screenshot 2025 11 09 123609

🤔 როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ვებსაიტს SSL სერტიფიკატი?

ამისათვის, ბრაუზერის ზედა მარცხენა ნაწილში დააკვირდით აქვს თუ არა ე.წ „ბოქლომის ნიშანი“

ეს ნიშნავს, რომ ვებსაიტი დაცულია. თუ არ აქვს აუცილებლად სთხოვეთ დეველოპერს დააინსტალიროს SSL სერტიფიკატი. თუ „ბოქლომის ნიშანს“ დააჭერთ გიჩვენებთ თქვენი ვებსაიტის უსაფრთხოების სტატუსს.

ამის შემოწმების მეორე გზაა დააკვირდეთ როგორ იწყება გვერდის ბმული (URL):

თუ იწყება https-ით ე.ი უსაფრთხოების პროტოკოლი დაცულია, მაგრამ თუ http ვერსიაა, მაშინ აუცილებლად გამოსასწორებელია ხარვეზი.

მაგ: ამ შემთხვევაში https://alpaca.ge/blog/ ბმული იწყება https-ით, რაც ნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია.

ბუნებრივია, შემოწმების ზემოთ ნახსენები 2 მეთოდის გარდა შეგიძლიათ ონლაინ ხელსოაწყოების დახმარებით შეამოწმოთ გვერდის უსაფრთხოება, როგორებიცაა Jitbit SSL Checker, Screaming Frog და სხვ.

*გაითვალისწინეთ, რომ SSL სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს ვებსაიტზე არსებულ ყველა ბმულს: გვერდებს, ფოტოებს, ვიდეოებს, pdf ფაილებს და ა.შ.

დუბლირებული გვერდები & კანონიკური URL

გვერდის ბმული (URL) თითოეული გვერდის უნიკალური მისამართია. მისი საშუალებით გუგლის ბოტი მარტივად პოულობს კონკრეტულ კონტენტს. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ერთ გვერდს რამდენიმე მისამართი აქვს და შედეგად ვიღებთ დუბლირებულ გვერდებს.

ეს კი გუგლს ძალიან არ მოსწონს.

რატომ არ მოსწონს გუგლს დუბლირებული გვერდები?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისთვის დამაბნეველია, როდესაც 2 მისამართი აქვს ერთი და იგივე გვერდს. წარმოიდგინეთ, როდესაც სახლში მისვლა გინდათ და ტაქსის მძღოლს 2 მისამართს ეუბნებით.

ასევე, გუგლის თვალში დუბლირებული გვერდი ცუდად მოქმედებს მომხმარებელზე. ვინაიდან ხელოვნურად ცდილობთ თითქოს განსხვავებული გვერდით იგივე კონტენტი მიაწოდოთ.

ხშირად, ვებსაიტზე დეველოპერი უნებურად ქმნის დუბლირებულ გვერდებს, მაგალითად: https://example.com/ & https://example.com/home .

დავუშვათ, ორივე ბმულს მთავარ გვერდზე გადაჰყავს ვიზიტორი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

გვაქვს 2 ვარიანტი.

პირველი – გადავამისამართოთ დუბლირებული ვერსია ორიგინალურ ვერსიაზე, ამ შემთხვევაში https://example.com/home გადავამისამართოთ https://example.com/-ზე. 

მეორე – გვერდზე ჩავსვათ კანონიკური ბმული (Canonical URL).

უმჯობესია ორივე პრაქტიკა ერთდროულად გამოვიყენოთ.

რა არის კანონიკური URL?

canonical url

ის, სწორედ დუბლირებებთან გასამკლავებლად შეიქმნა და გუგლს ეუბნება თუ რომელია ორიგინალი ბმული და რომელი დუბლირებული.

მაგ: ავიღოთ ალპაკას  მთავარი გვერდი: Alpaca.ge

ამ გვერდის ორიგინალი ბმულია https://alpaca.ge, და ზუსტად იგივე კანონიკური თეგი აქვს მინიჭებული (კარგი პრაქტიკაა). შესაბამისად, გუგლმა იცის, რომ ეს ბმულია ორიგინალი და თუ ამ გვერდის დუბლირებული ვარიანტი შეხვდა მას არ გამოიტანს საძიებო სისტემაში.

დუბლირებული კონტენტის უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა ხშირად გვხვდება შემდეგი ტიპის ხარვეზები: 

http – https ტიპის დუბლირება – როდესაც ორივე ვერსია იტვირთება გვერდზე.

მაგ: http://example.com & https://example.com დამოუკიდებლად არსებობს. ამის გამოსასწორებლად, http ვერსია უნდა გადამისამართდეს https-ზე.

www – non-www დუბლირება – იდენტური შემთხვევაა, როგორც http-https დუბლირება. ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად არსებობს https://example.com და https://www.example.com ვერსიები.

ე.წ „სლეშიანი“ (/) დუბლირებები – ამ შემთხვავაში საქმე გვაქვს ორ დამოუკიდებელ გვერდთან ერთი და იგივე კონტენტით: https://example.com და https://example.com/ . ამ 2 ბმულს შორის განსხვავება მხოლოდ “/”(slash) ნიშანია.

დუბლირებებისგან თავის დასაცავად გვაქვს 2 გზა:

  1. მივანიჭოთ თითოეულ გვერდს კანონიკური ბმული
  2. გადავამისამართოთ დუბლირებული გვერდი ორიგინალ ვერსიაზე.

(გადავამისამართოთ 301 გადამისამართებით – ამას ქვემოთ

განვიხილავთ response code-ებში).

განვმეორდებით: ვებგვერდის ოპტიმიზაციისას გამოვიყენოთ ორივე გზა.

Sitemap – ვებსაიტის რუკა

ra aris sitemap

ეს არის ვებგვერდის რუკა (ფაილი), რომელშიც თავმოყრილი ვებსაიტზე არსებული ყველა გვერდი. Sitemap გუგლის ბოტს ეხმარება მარტივად იპოვოს გვერდები და შეიტანოს საკუთარ ბაზაში. ვებგვერდის რუკა გუგლს აძლევს საშუალებას მარტივად აღმოაჩინოს ახალი გვერდები.

ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მოცულობის ვებსაიტებისთვის, მაგ: e-commerce პლატფრომები. ვინაიდან e-commerce ვებსაიტებზე დიდი რაოდენობით პროდუქტებისა და კატეგორიების გვერდებია წარმოდგენილი, sitemap-ის გარეშე შეიძლება ზოგიერთი გვერდი გუგლმა საერთოდ ვერ აღმოაჩინოს.

ერთია sitemap-ის ჩასმა და მეორე მისი სწორად გამოყენება. ამ შემთხვევაში განვიხილავთ მთავარ საკითხებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს ვებსაიტის რუკის შედგენისას.

მასში წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ორიგინალი გვერდები და არა ე.წ „პარამეტრული URL“-ები. მაგალითად: თუ კატეგორიის გვერდის URL-ია https://example.com/category-one/ , მაშინ პროდუქტების ფილტრის შემდეგ მინიჭებული URL https://example.com/category-one/?product-1 არ უნდა მოხვდეს ვებსაიტის რუკაზე.

*დავიმახსოვროთ, რომ მხოლოდ ორიგინალი გვერდები შევიტანოთ sitemap-ში.

ამას გარდა, გავითვალისწინოთ, რომ:

  • როდესაც დიდი მოცულობის ვებგვერდთან გვაქვს საქმე, ზოგჯერ უმჯობესია რამდენიმე ნაწილად გავყოთ და ქვე-რუკები შევქმნათ sitemap-ში. პირობითად ერთში შევიყვანთ 1000 URL, მეორეში კი დანარჩენი.
  • ასევე უმჯობესია sitemap-ში ბმულები კატეგორიებად იყოს დაყოფილი. სტატიების ბმულები ცალკე, ფოტოების გვერდები დამოუკიდებელ ფაილში, ვიდეოების ბმულები ცალკე და ა.შ.
  • რაც მთავარია, sitemap უნდა იყოს მუდმივად განახლებადი. ყოველი ახალი გვერდის შექმნისას ავტომატურად უნდა დაემატოს ბმული ფაილში.

შეგიძლიათ იხილოთ ალპაკას Sitemap: https://alpaca.ge/sitemap_index.xml

Sitemap-ის ტიპები

არსებობს 2 ტიპის ვებსაიტის რუკა: HTML და XML. HTML ვერსია მიმართულია ვებსაიტის ვიზიტორებს გააცნოს საიტის სტრუქტურა, ხოლო XML ვერსიის მიზანია საძიებო სისტემის ბოტებს უჩვენოს გვერდები. ვინაიდან პრაქტიკაში გაცილებით პოპულარულია XML ვერსია, ყურადღება სწორედ მასზე გავამახვილოთ.

რას უნდა შეიცავდეს sitemap.xml ფაილი?

  • ბოლო ცვლილების თარიღი – <lastmod>2025-11-12</lastmod> 
  • ცვლილების სიხშირე – <changefreq>monthly</changefreq></code></pre> 
  • გვერდის მნიშვნელობა ვებსაიტისთვის – <priority>0.6</priority></code> </pre> – მაქსიმალური წონა არის 1, მინიმალური 0. იმ გვერდს, რომელიც მთავარ გვერდთან უფრო ახლოსაა და მნიშვნელოვანია ვებსაიტისთვის, მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუ ხელით ყველა გვერდს 1-ს ჩავუწერთ, გუგლის ბოტი მიხვდება, რომ „ვატყუებთ“ და საერთოდ არ მიაქცევს პრიორიტეტების მაჩვენებელს ყურადღებას.

როგორ ვაპოვნინოთ გუგლს Sitemap.xml?

ამისათვის, Google Search Console-ის პანელში მარცხენა მხარეს მოვძებნოთ sitemap და მასში ჩავწეროთ ჩვენი ვებსაიტის რუკის მისამართი (URL)

როგორ ვიპოვოთ ვებსაიტის Sitemap.xml?

ამისათვის მთავარი გვერდის ბმულს გვერდით მივუწეროთ /sitemap.xml. მაგ: https://example.com/sitemap.xml

Sitemap-ის შექმნა

Sitemap-ის შესაქმნელად გამოიყენეთ Sitemap Generator ხელსაწყოები, მაგ: https://www.xml-sitemaps.com/.

თუ ვორდპრესი გაქვთ Rank Math-ის ან Yoast-ის ფლაგინი ავტომატურად შეგიქმნით ვებსაიტის რუკას.

Robots.txt – SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად არის მასზე დამოკიდებული

robots

როგორც უკვე ვახსენეთ საძიებო სისტემები ბოტებს გზავნიან ვებსაიტზე, რომ გაანალიზონ გვერდების კონტენტი და შესაბამის საძიებო სიტყვებზე გამოაჩინონ.

Robots.txt არის ფაილი, რომლის საშუალებითაც გუგლს ვაძლევთ რეკომენდაციას თუ რომელი გვერდი გამოქვეყნოს საძიებო სისტემაში და რომელი არა. ხაზი უნდა გავუსვათ სიტყვას „რეკომენდაცია“, ვინაიდან გუგლი იტოვებს უფლებას თქვენი თხოვნის მიუხედავად მაინც გამოაჩინოს გვერდი საძიებო სისტემაში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებს robots.txt-ში ჩაწერილ ბრძანებას.

Robots.txt ფაილში უნდა მივუთითოთ თუ რომელი ბმული დააინდექსოს გუგლმა და რომელი არა.

რატომ გვჭირდება ამის მითითება?

ვინაიდან გუგლის ბოტს აქვს შეზღუდული რესურსები და არ შეუძლია ყველა გვერდს ესტუმროს, ამიტომ უნდა მივაწოდოთ მნიშვნელოვანი გვერდების სია, რომელთა გამოჩენაც გვინდა გუგლში. Robots.txt-სა და Sitemap-ის საშუალებით გუგლი მარტივად ხვდება რომელი გვერდებია მნიშვნელოვანი ვებსაიტზე.

ჩავიხედოთ Robots.txt ფაილში 👇

განვიხილოთ alpaca.ge-ის robots.txt ფაილი. როგორც sitemap-ის შემთხვევაში, აქაც ფაილის სანახავად მთავარი გვერდის ბმულს გვერდით მივუწერთ

/robots.txt. მაგ: https://alpaca.ge/robots.txt 

User-agent: *

Disallow: /wp-admin/

Allow: /wp-admin/admin-ajax.php

Sitemap: https://alpaca.ge/sitemap_index.xml

User-agent – ამ ბრძანებით ვებსაიტი მიმართავს crawler-ებს, ამ შემთხვევაში ყველა ტიპის ბოტს.

Disallow – ზღუდავს ამ ტიპის ფაილებზე წვდომას

Allow – აძლევს წვდომას კონკრეტული სახის SEO-სთვის კარგი პრაქტიკაა, როდესაც Robots.txt-ში მითითებულია Sitemap.xml. როგორც წესი გუგლის ბოტი ჯერ Robots.txt სტუმრობს, შემდეგ კი Sitemap.xml-ს.

E-commerce-ების შემთხვევაში disallow-ში შეგიძლიათ მიუთითოთ პროდუქტების კალათა, მომხმარებლის პროფილი, გადახდის გვერდები, მადლობის გვერდები და ა.შ.

მივცეთ თუ არა წვდომა ჯავასკრიპტის და css-ის ფაილებზე?

ამ ტიპის ფაილები შეიცავს კოდს ვებგვერდის ვიზუალური და ფუნქციური ნაწილის შესახებ. თუ მათზე წვდომას ავუკრძალავთ ბოტს, შედეგად კონტენტის დიდ ნაწილს ვეღარ შეხედავს გუგლი.

Mini Case Study: ერთ-ერთ ქართულ სამედიცინო ვებსაიტზე მსგავსი შემთხვევა იყო. გვერდების სტრუქტურა სწორად გახლდათ გამართული, საძიებო სიტყვები და on-page საკითხები ოპტიმიზებული იყო, მაგრამ გუგლში საერთოდ არ ჩანდა. როგორც აღმოჩნდა, robots.txt ფაილში დაბლოკილი იყო ჯავასკრიპტისა და css-ის ფაილები. პრობლემის მოგვარების შემდეგ ვებსაიტმა სამიზნე საძიებო სიტყვებზე ლიდერი პოზიციები დაიკავა.

LLM.txt

ra aris llm

LLM.txt არის მარტივი სტანდარტი, რომელიც საშუალებას აძლევს ვებსაიტებს შექმნან სპეციალური ტექსტური ფაილი (/llm.txt) თავიანთი საიტის მთავარ დირექტორიაში. ეს ფაილი შეიცავს საიტის ძირითად ინფორმაციას, რომელშიც სტრუქტურირებული ტექსტის ფორმატით – კომპანიის აღწერას, პროდუქტებს, სერვისებს, საკონტაქტო ინფორმაციას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. ფაქტობრივად, ეს არის საიტის “რეზიუმე” ან “მოკლე შინაარსი” AI სისტემებისთვის.

ამ სტანდარტის მთავარი მიზანია დაეხმაროს ხელოვნურ ინტელექტებს (ChatGPT, Claude, და სხვა) უფრო სწრაფად და ზუსტად გაიგონ ვებსაიტის შინაარსი. HTML კოდების, სკრიპტების და ვიზუალური ელემენტების გარჩევის ნაცვლად, AI პირდაპირ კითხულობს ამ მარტივ ტექსტურ ფაილს და იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას. ეს ასევე სასარგებლოა საიტის მფლობელებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გააკონტროლონ, თუ როგორ წარმოადგენს AI მათ ბიზნესს ან ორგანიზაციას მომხმარებლებთან საუბრისას.

Structured Data – სქემები

schema markup

გუგლს ძალიან უყვარს სტანდარტიზებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის მარტივად აღსაქმელი იქნება. სტრუქტურული მონაცემი (ვებსაიტის სქემები) ამისთვის იდეალური საშუალებაა. ეს არის წინასწარგანსაზღვრულ ფორმატში ჩაწერილი ინფორმაცია კოდის სახით, რომელსაც გუგლის ბოტი ადვილად კითხულობს. სქემების საშუალებით საძიებო სისტემას კონტენტის მოკლე შინაარს ვაწვდით. სტრუქტურული მონაცემების საშუალებით გუგლი თქვენი კონტენტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის ვიზიტორებს, მაგ: პროდუქტის დასახელება, ფასი, გაქვთ თუ არა მიწოდება, კომპანიის ნომერი და ა.შ. 

საკითხი, რომ უფრო ნათელი იყოს წარმოვიდგინოთ, დავწერეთ ტექსტი ვაშლის ღვეზელის რეცეპტის შესახებ.

ამ რეცეპტის გვერდისთვის სტანდარტიზებული, სტრუქტურული ინფორმაცია ფოტოზეა გამოსახული.

მასში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  • ღვეზელის დასახელება (Apple Pie by Grandma)
  • @type-ში ვუთითებთ, თუ რის შესახებ ვწერთ. ამ შემთხვევაში რეცეპტის შესახებ გვაქვს კონტენტი
  • aggregateRating-ში გამოჩნდება ვიზიტორების შეფასებები
  • დამზადების დრო -preptime
  • კალორიები
  • ინგრედიენტები – recipeIngredient

შედეგად კი როდესაც გუგლში ვინმე ჩაწერს „ვაშლის ღვეზელის რეცეპტი“ ამ გვერდს შემდეგნაირად აჩვენებს:

გუგლში რეცეპტის სნიპეტის გამოჩენა

სხვადასხვა ტიპის გვერდისთვის განსხვავებული სქემები არსებობს, მაგ:

  • ორგანიზაციის – Organizational Schema Markup – აქ იწერება კომპანიის შესახებ ინფორმაცია.
  • ვებსაიტის – Website Schema Markup
  • სტატიის – Article Schema Markup – ამ სქემის საშუალებით ბოტი იღებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულ გვერდზე სტატიია განთავსებული.
  • HowTo schema – ბოტს აძლევს ინფორმაციას, რომ გვერდზე განთავსებულია კონკრეტული საკითხის შესახებ ინსტრუქცია.
  • პროდუქტის – Product Schema – ეს სქემა განასკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ მაღაზიის (E-commerce) ვებსაიტებისთვის. მისი საშუალებით გუგლში პროდუქტი განსაკუთრებული ვიზუალით გამოჩნდება. (იხ.მაგალითი): 
  • ზემოთ ჩამოთვლილის გარდა კიდევ უამრავი ტიპის სქემა არსებობს.

ასევე, კონკრეტული გვერდისთვის სქემის კოდის შესადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო: Google Structure Data Markup Helper

სად ჩავსვათ სქემის კოდი?

სქემის ჩასმა გვერდის ნებისმიერ ნაწილში შეგიძლიათ, header-შიც, footer-შიც და body-შიც, ყველა შემთხვევაში იმუშავებს. თუმცა რეკომენდებული პრაქტიკაა ჩავსვათ გვერდის header-ის სექციაში.

დამატებით რა უნდა გაითვალისწინოთ?

სქემების შევსებისას აუცილებლად გამოიყენეთ საძიებო სიტყვები ტექსტში.

ბუნებრივია, ყველა ველში სამიზნე საძიებო სიტყვა არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ სათაურსა და აღწერებში აუცილებელია.

URL სტრუქტურა

url struqtura

როგორც საცხოვრებლებს, ბინებს და ოთახებს, ისე ინტერნეტ გვერდსაც აქვთ თავისი მისამართი. URL (Uniform Resource Locator) არის კონკრეტული გვერდის ან ინტერნეტ რესურსის მისამართი.

ის საშუალებას იძლევა გვერდი სხვა მოწყობილობამ მარტივად მიაგნოს და იქვე გაიხსნას.

მაგ: “ალპაკას” ერთ-ერთ გვერდის URL-ია: https://alpaca.ge/portfolio/ . ეს არის გვერდის უნიკალური მისამართი და თუ ამ ბმულს დააჭერთ მხოლოდ SEO სააგენტო “ალპაკას” პროექტების პორტფოლიოს შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

URL-ის ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი SEO-სთვის. იმისათვის, რომ გუგლს „მოეწონოს“, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკამყოფილებდეს:

  • არ უნდა იყოს ზემდეტად გრძელი – რეკომენდებულია უშუალოდ დომენის შემდეგ მაქს. 3 სლაგი მოჰყვებოდეს, მაგ: https://example/com/slug-1/slug-3/
  • მარტივად სანავიგაციო – ბმული მოკლედ უნდა გამოხატავდეს, რის შესახებაა გვერდი. მაგ: თუ კონტენტის SEO ოპტიმიზაციის შესახებ ვწერთ, მაშინ URL იქნება შემდეგი: https://alpaca.ge/contet-seo-optimizacia/ 
  • ბმულებში გამყოფად არ უნდა გვხვდებოდეს ქვედატირე “_”; კითხვის ნიშანი (თუ არ არის პარამეტრული URL) „?“ და space.
  • ყველა ბმული უნდა შედგებოდეს Lower Case სიმბოლოებისგან;
  • URL-ებში არ უნდა ფიგურირებდეს საიდენტიფიკაციო კოდები, ისეთები როგორებიცაა მაგალითად: Page-ID, ან Category-ID.
  • არ უნდა იყოს გამოყენებული სპეციალური სიმბოლოები, როგორიც არის კავშირის სიმბოლო – &, კითხვის ნიშანი – ?, პროცენტის ნიშანი – %, დოლარის სიმბოლო – $ და ა.შ.
  • სხვადასხვა ენებისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ, შემდეგი ლოგიკა:

კარგი პრაქტიკა: https://example.com/en/

ცუდი პრაქტიკა: https://en.example.com/

  • ქართული თუ ინგლისური – როგორც გუგლის გურუები ამბობენ, უმჯობესია URL-ში სიმბოლოები იმ ენაზე ჩავწეროთ, რომელ ენაზეც გვაქვს კონტენტი. ეს ნიშნავს, რომ ინგლისური სტატიისთვის ინგლისურად, ქართული სტატიისთვის ქართულად. URL-ში შეგვიძლია სამიზნე სიტყვა ჩავსვათ, რაც გუგლისთვის დამატებითი ინფორმაცია იქნება გვერდის შესახებ.

*გაითვალისწინეთ, რომ ქართული ბმულების გაზიარების ან სადმე დაკოპირებისას სლაგები სიმბოლოების სახით ჩნდება, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული:

ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს:

  • ჯერ დავაკოპიროთ ბმული h-ის გარეშე, ttps://example.com/ და შემდეგ ხელით მივუწეროთ h.
  • სპეციალურად ამისთვის შევქმენით ხელსაწყო ქართURL. რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ქართული ბმულები ლამაზად გამოაჩინოთ ინტერნერში.

რატომ არ გვიყვარს URL-ის ცვლილება?

ხშირად გვერდს, რომელიც გუგლში დაინდექსებულია, გარკვეული პოზიციები უჭირავს და ტრაფიკი შემოჰყავს ვებსაიტზე, URL-ს უცვლიან. კონტენტი იგივეა, თუმცა მისამართია განსხვავებული. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მთელი SEO ძალა მინიჭებული აქვს კონკრეტულ URL-ს. თუ მას შევცვლით გუგლის ბოტისთვის ის სხვა გვერდი გახდება. ძველი URL კი 404 ტიპის გვერდად გადაიქცევა. შედეგად, URL დაკარგავს SEO ძალას და ამ პროცესს საძიებო სისტემაში პოზიციებზე უარყოფითი გავლენა ექნება.

თუ მაინც გსურთ URL-ის ცვლილება, უმჯობესია ძველი ბმული ახალზე 301 გადამისამართებით გადაამისამართოთ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ Response Code-ში.) მაგრამ ამ შემთხვევაში გუგლს დრო დასჭირდება აღიქვას თქვენი ცვლილებები. ამიტომ დროებით ამ გვერდის პოზიცია მაინც გაუარესდება, მაგრამ მოკლე დროში დაგიბრუნებთ ძველ მდგომარეობას.

გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე SEO ოპტიმიზაციასა და UX-ზე დიდ გავლენას ახდენს

chatvirtvis sichqare da seo

1 წამი, 2 წამი…5 წამი… 10 წამი – არა და არ იტვირთება გვერდი – ალბათ ნაცნობი სიტუაციაა არა?

როგორ ფიქრობთ რამდენ ხანს დაელოდებით? – როგორც წესი ვიზიტორები დიდი მოთმინებით არ გამოირჩევიან. ისინი გაბრაზებულები მალევე ტოვებენ გვერდს და სხვა ვებსაიტზე იწყებენ ინფორმაციის ძიებას. გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის და შესაბამისად დიდი ყურადღებას აქცევს გუგლიც.  იმისათვის რომ გვერდი სწრაფად ჩაეტვირთოს ვებსაიტის ვიზიტორს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო:

  • პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სიჩქარის ოპტიმიზაციისთვის მხოლოდ SEO სპეციალისტის აქტიურობა არ არის ხოლმე საკმარისი. რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება დეველოპერის ჩართულობა.

იმისათვის, რომ ვებსაიტი სწრაფად ჩაიტვირთოს შეძლებისდაგვარად უნდა შევამციროთ გვერდის მოცულობა.

  • ხშირად გვერდზე ატვირთულია დიდი მოცულობის ფოტოები, რომელთა გამოც რთულდება კონტენტის სწრაფად ჩატვირთვა და ვიზიტორი განაწყებული რჩება. კარგი იქნება, თუ ფოტოებს ატვირთვამდე დავაკომპრესებთ (მოცულობაში შევამცირებთ).


როგორ შევამციროთ ფოტოები მოცულობაში?

  • ფოტოები გადავიყვანოთ იმ რეზოლუციაში, როგორიც ეკრანზე ჩანს. თუ ეკრანზე ჩანს 500X400 რეზოლუციის ფოტო და რეალურად ატვირთული გვაქვს 1200X800-ზე, მაშინ სურათი უნდა გადავიყვანოთ 500X400 რეზოლუციაში.
  • ფოტოების დაკომპრესებისთვის გამოვიყენოთ ციფრული ხელსაწყოები: tinypng, compresspng და ა.შ.
  • როგორც წესი, ფოტოების ფორმატის ცვლილება webp-ში გადაყვანით მათ მოცულობას ამცირებს.
  • დეტალური ინფორმაცია სურათების ოპტიმიზაციის შესახებ გაეცანით ქვემოთ.

დეველოპერის მხარე:

  • ხშირად სერვერული ხარვეზების გამო გვერდი ნელა იტვირთება. ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ჰოსტინგ კომპანიას, ან კონსულტაციისთვის მიმართეთ დეველოპერს.
  • სიჩქარის ოპტიმიზაციისთვის შესაძებელია საჭირო გახდეს კოდის მოცულობის შემცირება. სწორედ ამ ნაწილში დაგჭირდებათ ვებ დეველოპერის ჩართულობა.

მობილურ და დესკტოპ ვერსიებზე სიჩქარის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო – https://pagespeed.web.dev/.

Hreflang ატრიბუტი – საერთაშორისო SEO ოპტიმიზაცია

რამდენიმენოვანი ვებსაიტებისთვის არსებობს ძალიან კარგი პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც გუგლის ბოტებს ვატყობინებთ თუ რომელი ენა როგორი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. მისი საშუალებით ბოტი ხვდება თუ რომელი ქვეყნისა და ენისთვისაა განკუთვნილი ვებსაიტის კონკრეტული ვერსია.

ამ საშუალება Hreflang ატრიბუტი ეწოდება. დავუშვათ, გვაქვს 2 ენოვანი ვებსაიტი: ქართული და ინგლისური. ხაზი გავუსვათ, რომ ვებსაიტის დეფოლტ ვერსია არის ქართული.

მაშინ დეველოპერმა ვებსაიტის Header სექციაში უნდა ჩასვას შემდეგი კოდი:

  • <link rel=”alternate” href=”https://https://example.ge” hreflang =”ka-ge”/>
  • <link rel=”alternate” href=”https://https://example.ge/en” hreflang =”en-us”/>
  • <link rel=”alternate” href=”https://https://example.ge” hreflang =”x-default”/>

ბუნებრივია, ყველა გვერდისთვის ბმულები ინდივიდუალური იქნება. ამ შემთხვევაში გუგლს ვეუბნებით, რომ ვებსაიტის დეფოლტ ვერსია არის ქართული. ასევე, ეს ვერსია განკუთვნილია საქართველოში (ge) ქართულენოვანი (ka) აუდიტორიისთვის. ხოლო ინგლისური ვერისა მიმართულია ა.შ.შ-ს (us) ინგლისურენოვანი (en) ვიზიტორებისთვის.

Response Code-ები (404, 301, …)

status codes

ალბათ, გუგლში ძიებისას ხშირად შეგვხედრიათ ბმულები, რომლებიც ცარიელ გვერდზე მისამართდებიან. ასეთ გვერდებს 404 ტიპის გვერდები ეწოდებათ, იგივე „გაფუჭებული ლინკები“ (Broken Links).

როდესაც რომელიმე გვერდზე შედიხართ სერვერი იღებს ბრძანებს, რომ კონკრეტული კონტენტი ჩაგიტვირთოთ. ე.ი ის აბრუნებს პასუხს თქვენს თხოვნაზე. არსებობს რამდენიმე ტიპის პასუხი, რომელიც 3 ციფრით გამოიხატება ხოლმე (განხილულია ძირითადი ტიპები):

  • 100 (Continue) – სერვერი ჯერ კიდევ პასუხის დაბრუნების პროცესშია
  • 200 (Ok) – ნიშნავს, რომ კონტენტი წარმატებით ჩაიტვირთა თქვენს ბრაუზერში.
  • 301 (Redirect) – გვერდი გადამისამართებულია სხვა გვერდზე მუდმივად. მაგ: როდესაც ონლაინ მაღაზიებს კატეგორიაში პროდუქტი გამოელევათ და არ აპირებენ მათ დაბრუნებას, ამისათვის 301 ტიპის გადამისამართებას აკეთებენ სხვა გვერდზე. შედეგად მომხმარებელი ცარიელ კატეგორიას ვერ ხედავს.
  • 403 (Forbidden) – ამ დროს სერვერი იღებს მოთხოვნას, მაგრამ უარს ამბობს პასუხის დაბრუნებაზე
  • 404 (Not Found) – სერვერმა ვერ იპოვა გვერდი URL-ის ამ მისამართით.
  • 500 (Internal Server Error) – სერვერული შეფერხება

რეკომენდაცია: საჭიროა სათანადო მიდგომა 404 ლინკებზე. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს ასეთი ბმულების მონიტორინგი და 301 redirect-ით გადამისამართდეს რელევანტურ გვერდზე.

ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Screaming Frog-ის ხელსაწყო.

რესპონსიულობა – Responsiveness

ყოველდღიურად ვებსაიტები ათასობით ვიზიტორს იღებენ სხვადასხვა მოწყობილობებიდან, იქნება ეს მობილური, კომპიუტერი, ლეპტოპი თუ სხვა. მნიშნველოვანია, რომ ყველა მოწყობილობაზე კარგად ჩანდეს ვებსაიტის კონტენტი, მარიტივი იყოს სანავიგაციოდ და ვიზიტორს სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობდეს.

რესპონსიულობა სწორედ სხვადასხვა მოწყობილობებზე ვებსაიტის მორგებას გულისხმობს.

სტატისტიკის თანახმად, ტრაფიკის 55% მობილურებიდან გენერირდება. სწორედ, ამიტომ 2015 წლის აპრილიდან გუგლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა, რომ ვებსაიტები გამართულად ფუნქციონირებდნენ მობილურ მოწყობილობებზეც. შესაბამისად, ამას გავლენა აქვს SEO შედეგებზეც.

2016 წლიდან გუგლი იყენებს mobile-first indexing, რაც ნიშნავს, რომ ის პირველ რიგში მობილურ ვერსიას აინდექსებს.

გვერდის რესპონსიულობის შემოწმებას Inspect-ის ან ონლაინ ხელსაწყოების დახმარებით შეძლებთ.

ინსპექტით ვებსაიტის შემოწემბა

Client-Side VS Server-Sider Rendering

clien side vs server side

Client-side-ის დროს კოდი იტვირთება მომხმარებლის მოწყობილობაში, ბრაუზერში, ხოლო Server-side-ის შემთხვევაში კი სერვერზე იტვირთდება გვერდის კოდი. გუგლის ბოტი კი ინფორმაციას სერვერზე ეძებს, შესაბამაბისად იქ უნდა დახვდეს გვერდის კონტენტი, რომ საკუთარ ბაზაში შეიტანოს.

შესაბამისად გუგლს სერვერზე უნდა დახვდეს ინფორმაცია, რომ სწორად გამოქვეყნოს ვებსაიტის კონტენტი საძიებო სისტემაში.

მაშინ, რატომ იყენებენ client-side rendering-ს? – ამ დროს მთელი ვებსაიტი ერთხელ იტვირთება ბრაუზერში და ყოველი ახალი გვერდი სწრაფად იხსნება, ვინაიდან არ უწევს სერვერიდან ინფორმაციის გამოთხოვა. შედეგად, გვერდი სწრაფად იტვირთება, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას.

Server-side rendering-ისას კი თითოეული ახალი გვერდის ჩატვირთვისას სერვერზე იგზავნება თხოვნა, შემდეგ სერვერი აბრუნებს პასუხს და ვიზიტორის მოწყობილობაზე იტვირთება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს.

თუმცა, მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: აქვს თუ არა გავლენა რენდერინგის ტიპს SEO შედეგებზე? – დიახ, თუ გუგლის ბოტმა კონტენტი სრულად ვერ წაიკითხა, ასეთ შემთხვევაში საძიებო შედეგების გვერდზე კონკურენციაში ნახევარი ძალით შევალთ.

ჯავასკრიპტის ფაილები

ბოლო პერიოდში გავრცელდა react-ით აწყობილი ვებსაიტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ჯავასკრიპტის კოდს შეიცავენ და იყენებენ client-side rendering-ის პრაქტიკას. შესაბამისად, საძიებო სისტემების ბოტებს უჭირთ ვებგვერდზე არსებული კონტენტის წაკითხვა, რაც თავისთავად აისახება საძიებო პოზიციებსა და SEO შედეგებზე. იმისათვის რომ ბოტების კონტენტი სრულად აღიქვან საჭიროა ვებგვერდზე Server Side Sendering (SSR) ტექნოლოგიის ინსტალაცია, რომლის შედეგადაც ბოტები ჩვეულებრივ წაიკითხავენ საიტზე არსებულ კონტენტს (ტექსტები, ფოტოები და ა.შ), რაც პირდაპირ კავშირში იქნება ვებგვერდის საძიებო სისტემებში გამოჩენასთან.

ვინაიდან ჯავასკრიპტის ფაილების წაკითხვა გუგლის ბოტს ძალიან უჭირს. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურება ვებსაიტი ჯავასკრიპტის გარეშე.

ამისათვის ბრაუზერის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ სამ წერტილს და აირჩიეთ settings. შემდეგ დააჭირეთ „privacy and security, აირჩიეთ site settings და ბოლოში, სადაც იხილავთ Javascript-ს. შედით მასში და აირჩიეთ “Don’t allow sites to use javascript”:

ვებსაიტის On-page SEO ოპტიმიზაცია

ვებსაიტზე არსებულ ყველა ვიზუალურ ელემენტს, ტექსტებს, ფოტოებს, ვიდეოებს, ღილაკებს და ა.შ On-page აერთიანებს. On-page SEO ოპტიმიზაცია კი ყველა ამ ელემენტის საძიებო სისტემის მოთხოვნებზე მორგებას გულისხმობს.

ვებსაიტის სტრუქტურა

ვებსაიტის სეო სტრუქტურა

ვებსაიტის შექმნისას აუცილებელია კარგად განისაზღვროს მისი სტრუქტურა. პირველ რიგში, მართებული და ლოგიკურად გამართული სტრუქტურა ვიზიტორების გამოცდილებას აუმჯობესებს.

რაც შეეხება, SEO-ს – იერარქიის დაცვით, კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების გამოყოფით, შინაარსობრივი დამუშავებით გაცილებით მარტივად აღსაქმელი ხდება ბოტისთვის ვებსაიტის კონტენტი.

კონკრეტულად კი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა საძიებო სიტყვებზე გსურთ გამოაჩინოთ თითოეული გვერდი გუგლში და სწორედ მას მოერგოს კონტენტი.

სანამ გვერდებისა და პოსტების შექმნას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

  • რომელია მთავარი და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი გვერდები?
  • რომელი გვერდები უნდა გამოჩნდეს ვებსაიტის მენიუში?
  • რამდენი კატეგორია უნდა ჰქონდეს საიტს? (ჩამოწერეთ თითოეული მათგანი) გამოყავით სტრატეგიული გვერდები, რომლებიც ორიენტრიებულია პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვაზე.
  • მარტივად მიგნებადია მნიშვნელოვანი გვერდები მთავარი გვერდიდან?
  • დაყავით პოსტები და ქვეკატეგორიები თემების მიხედვით და გააერთიანეთ რელევანტურ ჯგუფში.

ვებსაიტის სტრუქტურა თითქმის უნდა იმეორებდეს ზემოთ ფოტოზე მოცემულ იერარქიას. შესაბამისად, გვერდების შორის დაცული უნდა იყოს ლოგიკური ბმა.

გვერდების და სტატიების ოპტიმიზაცია

blogebis da peijebis optimizacia

საძიებო სიტყვების ანალიზი

გვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სიტყვების ანალიზით იწყება. თუ არ იცით რომელ ფრაზაზე გინდათ გამოჩნდეთ გუგლში, მაშინ რთულია სწორ აუდიტორიამდე სათქმელის მიტანა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია SEO ოპტიმიზაციის პროცესში.

ერთია საძიებო სიტყვების მნიშვნელობა და მეორე მათი მოპოვება. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა სწორი მიზნების დასახვა. რატომ გვინდა ამ საძიებო სიტყვაზე გამოვჩნდეთ?  არის თუ არა მოცემული ფრაზა რელევნტური ჩემს სერვისთან და პასუხობს თუ არა გვერდის კონტენტი საძიებო განზრახვას (Keyword Intent)?

როგორ მოვიძიოთ საძიებო სიტყვები?

სამიზნე საძიებო სიტყვების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • რელევანტურობა ბიზნესის პროდუქტთან/მომსახურებასთან
  • ძიების რაოდენობა
  • კონკურენცია – რამდენად რთულია ამ საძიებო სიტყვაზე გუგლში მოწინავე პოზიციებზე გამოჩენა
  • საძიებო განზრახვა – რატომ წერენ გუგლში ამ საძიებო ფრაზას?

 

იმისათვის, რომ საძიებო სიტყვების იდეები დავაგენერიროთ და გავიგოთ, რომელ ფრაზას შეუძლია ვებსაიტისთვის ტრაფიკის დაგენერირება, საჭიროა სხვადსხვა ციფრული ხელსაწყოს გამოყენება.

გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ შეგიძლიათ მოიძიოთ საძიებო სიტყვები:

  • ჩვენი ლოგიკით დაგენრირებული ქივორდები – სერვისებისა და პროდუქტების დასახელებები და მასთან დაკავშირებული ფრაზები.
  • SERP-დან მიღებული ქივორდები – SERP (Search Engine Results Page) ეს არის საძიებო სისტემის შედეგების გვერდი.

 

ამისათვის ჩაწერეთ გუგლში თქვენი სერვისის/პროდუქტის დასახელება და SERP-ის ქვემოთ დააკვირდით „მსგავს ძიებებს“ (Google Suggestions). ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ამ სიტყვებს აქტიურად ეძებდნენ. სწორედ, ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტენტის შემქნისას.

  • კონკურენტების ანალიზით მიღებული საძიებო სიტყვები – დააკვირდით თქვენს კონკურენტებს. ეს არ ნიშნავს, რომ იდენტური ფრაზები გამოიყენოთ, მაგრამ ამით მიიღებთ მეტ იდეას საძიებო ბაზრის შესახებ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ რის შესახებ წერენ კონკურენტები ბლოგში და თავად გაუმჯობესებული და შედარებით ვრცელი სტატია გამოქვეყნეთ.
  • Google Trends – ერთ-ერთი მარტივი და უფასო საშუალება საძიებო სიტყვების შედარებისთვის და ახალი ტრენდების აღმოჩენისთვის. მაგ: შეგიძლიათ ჩაწერეთ „კაფელი“ ერთ ველში, მეორეში „აგური“ და გაიგოთ რომელს უფრო აქტიურად ეძებენ გუგლში. ასევე, ხელსაწყო გაძლევთ საშუალებას შერჩეული პერიოდის ტრენდებიც აღმოაჩინოთ და სწორედ მათზე გააკეთოთ ფოკუსირება.

არსებობს საძიებო სიტყვების ფასიანი ხელსაწყოებიც: Semrush, Ahrefs, Moz და სხვ.

*ქართული ბაზრისთვის გირჩევთ Semrush გამოიყენოთ.

გუგლში ინფორმაციის ძიებისას გამოტანილი შედეგები მეტა ინფორმაციების სახითაა წარმოდგენილი. მეტა ინფორმაცია გუგლის ბოტს დამატებით ინფორმაციას აწვდის გვერდის კონტენტის შესახებ.

მეტა ინფორმაცია

მაგ: ჩავწეროთ ფრაზა: „SEO აუდიტი“. წითლად ხაზგასმული ინფორმაცია არის მეტა სათაური, ხოლო მწვანედ ხაზგასმული კი მეტა აღწერა.

ეს ინფორმაცია ან თავად გუგლს გამოაქვს თავისი არჩევანით ან თავად შეგიძლიათ გაუწეროთ თითოეულ გვერდს.

მეტა ინფორმაციის ოპტიმიზაცია

ფოტოების ოპტიმიზაცია

ვებსაიტზე განთავსებული სურათების კორექტირება ძალიან მნიშვნელოვანია სიჩქარის ოპტიმიზაციისთვის. ამას გარდა ის გვეხმარება გუგლის ბოტს დამატებითი სიგნალი მივაწოდოთ ფოტოების აღწერის სახით.

როდესაც გვერდის ფოტოებზე დაიწყებთ მუშაობას გაითვალისწინეთ:

Alt-text (ალტერნატიული ტექსტი) – ეს არის ფოტოების აღწერა, რომელიც გამოხატავს თუ რა ხდება ფოტოზე. ძირითადად მას 2 დანიშნულება აქვს:

1) ცუდი ინტერნეტის პირობებში ფოტოს ჩატვირთვის ნაცვლად, ჩაიტვირთება alt text-ის ინფორმაცია.

2) შშმ პირებისთვის საშუალებას იძლევა ინფორმაცია ხმოვანი გზით გაიგოს. კონკრეტულად კი მოწყობილობა შშმ პირს წაუკითხავს alt-text-ს და გააგებინებს თუ რა ხდება ფოტოზე.

SEO კუთხით კი ფოტოების აღწერაში შეგიძლიათ სამიზნე საძიებო სიტყვებიც გამოიყენოთ.

ფოტოს სათაური – გუგლი ყურადღებას აქცევს, თუ როგორ სათაურს ანიჭებთ ფოტოს. საუბარი როდესაც დესკტოპზე სურათს სახელს არქმევთ. მასში საძიებო სიტყვის გამოყენებით დამატებით სიგნალს ვუგზავნით ბოტს თუ რის შესახებაა გვერდი.

მოცულობა – ვინაიდან გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საჭიროა ატვირთული კონტენტის მოცულობა ლოგიკურ ფარგლებში შევამციროთ. ფოტოების შემთხვევაში მოცულობის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო ხელსაწყოები: tinypng, compresspng და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ კომპრესირებას გავლენა აქვს ფოტოს ხარისხზე, ამიტომ საჭიროა მოცულობისა და ხარისხის ბალანსის დაცვა.

რეზოლუცია – ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ფოტოები იმაზე გაცილებით დიდ რეზოლუციაში ატვირთული, ვიდრე ეს ვებსაიტზე ჩანს. სურათების ზომის შემცირებით მოცულობის შემცირებაცაა შესაძლებელი. მაგ: თუ ატვირთულია 1000X500 ზომის ფოტო და გვერდზე ჩანს 500X250-ად, მაშინ უმჯობესი იქნება თუ ფოტოს ატვირთავთ ზუსტად 500X250 ფორმატში.

H-tag სტრუქტურა

სათაურების SEO ოპტიმიზაცია

ამ ნაწილში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს SEO ოპტიმიზაციაში.

H-tag, იგივე Heading Tag, ეს არის გვერდის სათაურებისა და ქვესათაურების ატრიბუტი. როგორც წიგნს აქვს 1 სათაური და შემდეგ მოჰყვება იერარქიულად ქვესათაურები, ზუსტად ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული თითოეულ გვერდზე.

რეკომენდაცია: მასში საძიებო სიტყვების გამოყენებას ძალიან დიდი გავლენა აქვს SEO შედეგებზე.

Internal links – შიდა ლინკები & anchor text

internal linking da anchor

შიდა ლინკი არის ბმული, რომელიც ვებსაიტის ერთი გვერდიდან მეორეზე მისამართდება. ეს სასიამოვნოს ხდის მომხმარებლის გამოცდილებას და გუგლის ბოტს უმარტივებს ახალი გვერდების აღმოჩენას.

შიდა ლინკებშიც შეგვიძლია სამიზნე საძიებო სიტყვების გამოყენება.

Anchor Text – სწორედ ეს არის. თუ გვერდს ჩასმულია შიდა ლინკი და გალინკულია სიტყვა „SEO კურსები“, მაშინ უშუალოდ ეს სიტყვა იქნება anchor ტექსტი.

სარჩევი

სტატიებში სარჩევის ინტეგრირება ძალიან კარგი SEO პრაქტიკაა. პირველ რიგში, ვიზიტორს უმარტივებს ნავიგაციას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ხოლო გუგლის შედეგების გვერდზე სტატიასთან ერთად სარჩევის შიდა ლინკებიც გამოაქვს. (იხ.მაგალითი ფოტოზე)

კომენტარები

კომენატარების სტატიებში ჩასმა ნამდვილად რეკომენდებული ნაბიჯია. გუგლის ბოტი კომენტარებში არსებულ ტექსტებს აანალიზებს და დამატებით სინგალს იღებს თუ რის შესახებაა გვერდი. თავის მხრივ კი ეს ხელს უწყობს გუგლში სამიზნე ფრაზაზე მოწინავე პოზიციების დაკავების პროცესს. ამასთანავე, პერმანენტული კომენტარები ნიშანია, რომ გვერდი აქტიური და საინტერესოა.

Off-page ოპტიმიზაცია

off page seo

როგორც ადამიანს, ვებსაიტსაც აქვს რეპუტაცია, რომლითაც იზომება თუ რამდენად სანდო და ავტორიტეტულია ის ციფრულ სამყაროში.

Off-page ოპტიმიზაციაც სწორედ ციფრულ რეპუტაციაზე მუშაობას მოიცავს. პროცესი გულისხმობს ვებსაიტის გარეთ, სხვა წყაროებზე აქტიურობას, კონკრეტულად კი რელევანტური და ხარისხიანი ბექლინკების მოპოვებას.

რა არის ბექლინკი?

წარმოიდგინეთ გვაქვს 2 ვებსაიტი: A და B. B-მ დაწერა სტატია A-ს შესახებ და ჩასვა ბმული, რომელიც A-ს ვებგვერდზე მისამართდება. ეს ბმული A-სთვის წარმოადგენს ბექლინკს.

ბექლინკების მოპოვებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სიხშირე და რელევანტურობა.

უნდა ვერიდოთ არარელევანტური და სპამ ვებსაიტებიდან ლინკების მიღებას.

გუგლისთვის ბექლინკების ხარისხი (რელევანტურობა) და რაოდენობა არის სიგნალი, რომლის მეშვეობითაც ადგენს თუ რამდენად სანდოა ვებსაიტი.

Off-page ოპტიმიზაცია დიდ გავლენას ახდენს მოწინავე პოზიციების დაკავებასა და SEO შედეგების გენერირებაზე.

რა არის PageRank?

არ იქნება მართებული ვისაუბროთ ბექლინკებზე და ისევ არ ვახსენოთ გუგლის PageRank. PageRank არის ალგორითმი, რომელსაც იყენებენ საძიებო სისტემები, რათა დადგინონ ვებსაიტების მნიშვნელობა და შესაბამისობა ციფრულ სამყაროში. ის შეიმუშავეს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, Google-ის თანადამფუძნებლებმა, სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს.

PageRank არის Google-ის საძიებო ტექნოლოგიის ძირითადი კომპონენტი და მისი რეიტინგის სისტემის ფუნდამენტური ნაწილი. ის გახლდათ Google-ის ალგორითმის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა მისი წარმატება.

Google Business Profile (Google My Business)

google my business

Google My Business (GMB) არის Google-ის მიერ მოწოდებული უფასო ონლაინ ინსტრუმენტი და პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებსა და ორგანიზაციებს მართონ თავიანთი პროფილი Google-ში. შეიძლება ითქვას ის არის ერთგვარი ჰაბი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ გააკონტროლონ და განაახლონ თავიანთი ბიზნეს ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებსაიტი, სამუშაო საათები და სხვა.

SEO შედეგებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს Google My Business-ის ოპტიმიზაციას.

GMB სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტია ლოკალური SEO-სთვის, რადგან ის ეხმარება ორგანიზაციებს გაიუმჯობესონ ხილვადობა Google Search-სა და Google Maps-ში, რაც აისახება ხარისხიან ლიდებსა და გაყიდვებზე.

რეკომენდებულია სრულად დაიტანოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, განაახლოთ Google My Business-ის პოსტები, ატვირთოთ პროდუქტები, შექმნათ კატეგორიები და ა.შ.

Generative Engine Optimization - AI SEO

generative engine optimisation

Generative Engine Optimization (GEO) წარმოადგენს კონტენტის ოპტიმიზაციის ახალ პარადიგმას, რომელიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, როგორიცაა ChatGPT, Claude, Perplexity და Google-ის AI Overview.

განსხვავებით ტრადიციული SEO-სგან, რომელიც ფოკუსირებულია საძიებო სისტემების რანჟირებაზე, GEO მიზნად ისახავს კონტენტის ოპტიმიზაციას AI მოდელებისთვის. როდესაც მომხმარებლები სვამენ კითხვებს AI ასისტენტებს, ეს სისტემები ირჩევენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან.

ტრადიციული SEO-ს (Search Engine Optimization) მთავარი მიზანია ვებგვერდი საძიებო შედეგების (SERP) სათავეში მოხვდეს და მომხმარებლისგან “ქლიქი” მიიღოს.

GEO-ს მიზანი განსხვავებულია: ის მიმართულია იმაზე, რომ თქვენი ბრენდის ან ვებგვერდის ინფორმაცია მოხვდეს AI-ის მიერ გენერირებულ პასუხში და, იდეალურ შემთხვევაში, დამოწმებულ (cited) წყაროდ დასახელდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში უამრავი სპეკულაციური განცხადება გავრცელდა, თითქოს LLM-ებში ვებსაიტის გამოჩენას რადიკალურად განსხვავებული მეთოდი სჭირდება. სინამდვილებში სწორად წარმართული SEO და მარკეტინგული პროცესები ბიზნესის AI Chat-ებში გამოჩენასაც უწყობს ხელს. 

SEO ხელსაწყოები & Extension-ები:

  • SEO META in 1 Click – რეკომენდებული All In-One SEO ხელსაწყო (Extension)
  • ImageEye – დაგეხმარებათ ფოტოების ოპტიმიზაციაში.
  • Sitechecker -მეტა ინფორმაცია, სათაურები და ქვესათაურები, ბმულები და ა.შ
  • NoFollow Extension – ძირითადად გამოიყენება off-page ოპტიმიზაციისას. თუ გააწითლა ბმული ე.ი nofollow ლინკია.
  • SEO Minion
  • Power Thesaurus – სიტყვების სინონიმების პოვნა (არ არის ხელმისაწვდომი ქართული ვერსია)
  • SERP Counter – გუგლის საძიებო შედეგების რიგითობა.
  • Word Counter – მონიშნეთ ტექსტი ვებგვერდზე და გაიგეთ სიტყვების რაოდენობა
  • Link Redirect Trace – დაგეხმარებათ გაიგოთ კეთდება თუ არა გადამისამართება მოცემულ URL-ზე