ყველაზე დიდი SEO პორტფელი საქართველოში
საძიებო სისტემაში მილიარდობით ვებგვერდია, თუმცა მომხმარებლები პირველ რიგში იმ ბრენდებს ხედავენ, რომლებიც ძიების შედეგებში სწორად არიან პოზიციონირებული. ამ გვერდზე წარმოდგენილი თითოეული ლოგო იმ ბრენდს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი ვებსაიტის ორგანული ზრდა ალპაკას გუნდს ანდო.
ლიდერი ბრენდები ირჩევენ ალპაკას
იხილეთ იმ კომპანიების მუდმივად განახლებადი სია, რომლებიც ენდობიან SEO სააგენტო ალპაკას.






















































































ამ პარამეტრებით კომპანია ვერ მოიძებნა.
ონბორდინგი, SEO სტრატეგია, ინტენსიური SEO სამუშაოები, შედეგები
წარმოგიდგენთ რამდენიმე SEO ქეისს, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით ალპაკას სამუშაოებზე.
Todua Clinic
სტატუსი: 14x ტრაფიკიჯანდაცვის ინდუსტრია, 2023-2024. მაღალი ოფლაინ რეპუტაციის მიუხედავად, ვებსაიტზე ფიქსირდებოდა საბაზისო ტექნიკური და On-page SEO შეფერხებები და დაბალი ხილვადობა სამედიცინო საკვანძო სიტყვებზე.
ავტორიტეტული სამედიცინო ეკოსისტემის შექმნა საძიებო სისტემებში - ონკოლოგიის, ქირურგიისა და მაღალი ძიების მოცულობის სამედიცინო ტერმინების მიმართულებით წამყვანი პოზიციების დაკავება.
დღიური ორგანული ტრაფიკის 14-ჯერ ზრდა საოპერაციო პერიოდში და სანდო სამედიცინო კონტენტის ლიდერობა ქართულ ძიებაში.
დღიური ორგანული ტრაფიკი
E-Motors Georgia
სტატუსი: Top 3 + AIმაღალკონკურენტული ავტო-ბაზარი: საძიებო ველს დიდი ხნის ძლიერი მოთამაშეები აკონტროლებდნენ. ხანგრძლივობა - 1.5 წლიანი თანამშრომლობა (2024-2025).
სრული ტექნიკური ოპტიმიზაცია, მოდელების გვერდების სემანტიკური სტრუქტურა, ინტერაქციული UX გადაწყვეტილებები და მიზანმიმართული მუშაობა AI ძიების (Gemini, ChatGPT) ხილვადობაზე.
Double SEO ეფექტი - დომინაცია კლასიკურ ძიებაშიც და AI ასისტენტების პასუხებშიც; გაზრდილი გაყიდვები და ბრენდის ცნობადობა.
საძიებო სიტყვები, 18 თვე
ALTA
სტატუსი: 1200+ Top 3ტექნიკის უმსხვილესი მაღაზია (E-commerce & B2B): ათასობით პროდუქტის გვერდი და პროექტში ჩართვისას მიმდინარე ვებსაიტის სრული განახლება ახალ სისტემაზე.
თანამშრომლობა დეველოპმენტის ფაზაშივე დაიწყო - კატეგორიების სემანტიკური რესტრუქტურიზაცია, პროდუქტის გვერდების შაბლონური ოპტიმიზაცია და მასშტაბური შიდა ბმულების სისტემა.
ტოპ 3 პოზიცია 1200-ზე მეტ სტრატეგიულ საკვანძო სიტყვაზე - აბსოლუტური ლიდერობა რელევანტურ E-commerce სივრცეში.
Top 3 საძიებო სიტყვები
CLC Elevator
სტატუსი: +465%ლიფტების წარმოება და მონტაჟი (B2B), 2025 წლის თებერვლიდან. ვიწრო, სპეციალიზებული ბაზარი - ორგანული ტრაფიკი მინიმალური იყო და ვებსაიტი სტრატეგიულ სიტყვებზე არ ჩანდა.
სემანტიკური ბირთვის სრული აწყობა, ინდუსტრიული კონტენტ-ჰაბი და შიდა ბმულების არქიტექტურა თითოეული სერვისის გვერდისთვის.
TOP პოზიცია თითქმის ყველა სტრატეგიულ საკვანძო სიტყვაზე, +465% ორგანული ტრაფიკი და მომხმარებლის ჩართულობის თითქმის 300%-იანი ზრდა.
ორგანული ტრაფიკის ინდექსი
Europroduct
სტატუსი: 27,000+/თვეE-commerce / საკვები ინდუსტრია, 2020-2024. სტარტი ნულიდან - უფრო სწორად, მინუსიდან: ვებსაიტზე გააქტიურებული no-index თეგი Google-ს ინდექსაციის საშუალებას არ აძლევდა. 0 ორგანული ტრაფიკი, 0 ინდექსირებული გვერდი.
კრიტიკული ტექნიკური ხარვეზების გასწორება, დინამიკური ბმულების სტრუქტურის მოწესრიგება და კონვერტირებადი ტრაფიკის მოზიდვა პრიორიტეტულ Money Pages კატეგორიებზე.
ნულიდან თვეში 27,000-ზე მეტ ორგანულ ვიზიტორამდე საოპერაციო პერიოდში.
თვიური ორგანული ვიზიტორები
Nova
სტატუსი: +4100%აუდიტმა გამოავლინა ძირითადი ხარვეზები: პროდუქტის არასწორი კატეგორიზაცია, დუბლირებული გვერდები, არაოპტიმიზირებული ტექსტები, მოუწესრიგებელი შიდა გადალინკვა და დომენის დაბალი ავტორიტეტი.
სიღრმისეული SEO სტრატეგია - გვერდების ოპტიმიზაცია, საძიებო სიტყვების კვლევა, ბექლინკების მოპოვება და კონტენტის შექმნა.
დღიური ორგანული ვიზიტორების 4100%-იანი ზრდა და მოწინავე პოზიციები მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებზე.
დღიური ორგანული ვიზიტორები
Flowmaster
სტატუსი: 3x ტრაფიკიპროფესიული განვითარების პლატფორმა (B2B & B2C), 6-თვიანი პროექტი. 0 ხილვადობა არაბრენდულ საძიებო სიტყვებზე და გუნდში SEO-ს მიმართ სკეპტიკური განწყობა წარსული წარუმატებელი მცდელობების გამო.
ვებ-დეველოპმენტი (2 თვე) + აქტიური SEO (4 თვე): ვებსაიტის სტრუქტურის რეორგანიზაცია და სრული ციფრული ტრანსფორმაცია.
ხილვადობის 290%-იანი და ყოველთვიური ტრაფიკის 3-ჯერადი ზრდა - გვერდები Google-ში პირველ პოზიციებს იკავებს.
თვიური ტრაფიკი, 6 თვე
SEO სამუშაოების პროცესი
რას მოიცავს ალპაკას SEO მომსახურება.
SEO სტრატეგია
საძიებო სიტყვების ბირთვი, კონკურენტების ანალიზი და პრიორიტეტების რუკა.
ტექნიკური SEO
ვებსაიტის სისწრაფე, ინდექსაცია, სტრუქტურა და Schema.
On-Page SEO
გვერდების ოპტიმიზაცია, Meta ტეგები და კონტენტი.
Off-Page SEO
ბმულების მოპოვება და ონლაინ პიარი.
ლოკალური SEO
Google Business Profile და ლოკალური ხილვადობა.
რეპორტი
ყოველთვიური ანალიზი და შედეგების გაზომვა.
ინდუსტრიები, რომლებშიც ვმუშაობთ
მზად ხართ წარმატებისთვის?
დაგვიკავშირდით და გაიგეთ, ამჟამად რა მდგომარეობაშია თქვენი ვებსაიტი და როგორ შეგიძლიათ დაიკავოთ მოწინავე პოზიციები.
კონტაქტი