რა არის ბექლინკი როგორც Off-Page SEO-ს შემადგენელი

სექტემბერი 21, 2022

თავდაპირველად გეტყვით, რომ Off-Page SEO ოპტიმიზაცია ისეთი პროცესია, რომლის დროსაც ნებისმიერი აქტივობა ვებ-გვერდის გარეთ მიმდინარეობს. საბოლოო მიზანია, რომ ამ ქმედებებმა ვებსაიტის საძიებო სისტემებში არსებულ რეიტინგზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს.

შესაბამისად, აღნიშნული ტაქტიკა არ მოიცავს ვებგვერდის ტექნიკურ SEO ოპტიმიზაციას, ან კონტენტის რედაქტირებასა და გამართვას. მისი მთავარი ამოცანაა თქვენი ვებგვერდის გარეთ შესრულებული ქმედებებით გააუმჯობესოთ ვებსაიტის ტრაფიკი, რეპუტაცია, სანდოობა და ავტორიტეტი.

სარჩევი

ბექლინკი, ასევე ცნობილი როგორც „Inbound Link”, ან „შემომავალი ლინკი“, Off-Page SEO ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. 

მისი განმარტება ასეთია –  ეს არის ერთი ვებგვერდიდან მეორე ვებგვერდზე გასული ბმული. მაგალითად, თუ X-გვერდზე განთავსებულია ბმული, საიდანაც Y-გვერდზე გადასვლაა შესაძლებელი, SEO სპეციალისტების განმარტებით ეს ნიშნავს, რომ Y-გვერდი X-გვერდიდან შეიცავს ბექლინკს. 

საძიებო სისტემებში წარმატებული SEO პოზიციონირებისთვის ბექლინკები, საკმაოდ მძლავრი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია. ფაქტობრივად ამით Google-ი  ხვდება, რომ კონკრეტული კონტენტი, რომლის ბმულიც (URL) მრავლად არის გამოყენებული ხარისხიან და ავტორიტეტულ ვებგვერდებზე, შედარებით ღირებულია.

შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების გვერდზე, საძიებო სისტემების ბოტების მხრიდან ასეთი ტიპის ვებგვერდი კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირი კავშირია ბექლინკის რაოდენობას, ხარისხსა და  საიტის გამყარებულ პოზიციებს შორის.

რა არის ბექლინკი backlink

 

რატომ არის ბექლინკი მნიშვნელოვანი

საძიებო სისტემების ალგორითმებისთვის ბექლინკები ძალიან გავლენიანი ფაქტორია, შესაბამისად ვებსაიტების SEO ოპტიმიზაცია, ბმულების მოპოვების გარეშე წარმოუდგენელია. ის აღიქმება როგორც სხვა ვებგვერდიდან მიღებული ერთი სანდომიანი „ხმა“, რომელთა ერთობლიობით, საბოლოო ჯამში, საძიებო სისტემებს თქვენი ვებგვერდის მიმართ ნდობა უყალიბდებათ.

სხვადასხვა საიტებიდან წამოსული ბევრი ასეთი ბმული ნიშნავს, რომ თქვენი კონტენტი ღირებული, სანდო და სასარგებლოა, შესაბამისად ასეთი ბმულები საბოლოო ჯამში ხელს უწყობს:

ვებგვერდის „რანკირებას“ როგორც აქამდე აღვნიშნეთ, საძიებო სისტემები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა მომხმარებლებს, შესაბამისი მოთხოვნიდან გამომდინარე, SERP-ის მოწინავე პოზიციებზე რელევანტური და ღირებული კონტენტი შესთავაზონ.

რადგანაც ხარისხიანი ბექლინკები თქვენი კონტენტის სანდოობას განსაზღვრავს, უფრო დიდია შანსი, რომ ბექლინკების დახმარებით კონკურენტები დაჩრდილოთ და ვებგვერდი მაღალ პოზიციებზე წარმოაჩინოთ.

ბოტების მხრიდან კონტენტის სწრაფად აღმოჩენას ახალი კონტენტის აღმოსაჩენად და საძიებო სისტემებში დასაინდექსებლად (განთავსება), ბოტები შემოდიან ვებგვერდზე, ეძებენ ახალ ბმულებს და ამის შემდეგ ანთავსებენ საძიებო სისტემებში. 

ცნობილი ფაქტია, რომ ამ პროცესის დროში შესამცირებლად, ბოტები პოპულარულ საიტებს უფრო ხშირად მოინახულებენ, ვიდრე არაპოპულარულს. შესაბამისად, ხარისხიანი და სანდო ვებგვერდებიდან მიღებული ბექლინკების ხარჯზე თქვენი საიტი დიდი პოპულარობით ისარგებლებს და გვერდიც უკეთ განთავსდება საძიებო სისტემების შედეგების ველში.

სხვა საიტებიდან შემოსულ რეფერალურ ტრაფიკს ბექლინკების მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელი უფრო სასარგებლო და ინფორმაციული რესურსების მისაღებად, კონკრეტული გვერდიდან გადმოამისამართოს ჩვენს ვებგვერდზე. როდესაც ვიზიტორი ბმულს დააჭერს, თქვენ მიიღებთ რეფერალურ ტრაფიკს.

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

ბექლინკის ტიპები

ბმულები შეგვიძლია დავყოთ სხვადასხვა კატეგორიად, თუმცა ძირითადად გამოარჩევენ შემდეგს:

Internal Link და External Link

ამ ორს შორის განსხვავება საკმაოდ მარტივია.

Internal Link – ეს არის ბმული, რომელიც საიტის კონკრეტულ გვერდს, გადაამისამართებს იმავე საიტის სხვა გვერდზე.

ხოლო External Link-ის, შემთხვევაში მომხმარებელი სხვა ვებგვერდიდან გადმომისამართდება, ჩვენს საიტზე.

Anchor Text – იგივე ტექსტი რომელიც ბმულს შეიცავს

Anchor Text – ეს არის ხილული ტექსტი, რომელიც შეიცავს ჰიპერბმულს და შესაძლებელია მასზე ინტერაქცია (დაწკაპუნება). თანამედროვე ბრაუზერებში ასეთი ტიპის ტექსტები წარმოდგენილია ლურჯ ფერში (ფერის ცვლილება შესაძლებელია). მაგალითად: “SEO სააგენტო ალპაკა“, აღნიშნულ ტექსტზე დაჭერის შემდეგ თქვენ ალპაკას მთავარ გვერდზე აღმოჩნდებით.

ამ ტექსტის HTML კოდი კი შემდეგნაერად გამოიყურება (იხ. სურათი)

anchor text - იგივე ტექსტი რომელიც ბმულს შეიცავს

Anchor text-ში არსებული საკვანძო სიტყვა საძიებო სისტემებისთვის საკმაოდ ძლიერი სიგნალია, რომლის დახმარებით Google-ი განსაზღვრავს, თუ რის შესახებ არის კონკრეტული ვებგვერდი. სწორედ ამიტომ, ცუდი გადალინკვის მაგალითია: „დააჭირეთ აქ

SEO ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, Anchor Text-ი მაქსიმალურად რელევანტური უნდა იყოს გვერდისა, სადაც გადამისამართდება ვიზიტორი, ამ საკითხზე უფრო ვრცლად ბლოგის განმავლობაში ვისაუბრებთ.

Nofollow Links და Dofollow Links

Nofollow Link – ეს არის ბმული, რომელიც HTML კოდში შეიცავს rel=”nofollow” ატრიბუტს

nofollow თეგი

მისი დახმარებით, საძიებო სისტემებს გადავცემთ ინფორმაციას რომ მოახდინოს ბმულის იგნორირება, რათა სხვა ვებგვერდისთვის ის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდეს, გარდა იმისა, რომ რეფერალური ტრაფიკის წყაროა.

მაგალითად Site A-დან, Site B-ზე გასული ბმული, არ გააუმჯობესებს Site B-ს სანდოობას, ავტორიტეტულობას, ხარისხს და პოზიციას. მოკლედ რომ ვთქვათ, მასზე გავლენა არ ექნება. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, Nofollow link-ებს  SEO ღირებულება მაინც გააჩნიათ.

Dofollow Link – Nofollow-ს საწინააღმდეგო სტანდარტული ბმული არის Dofollow. ვინაიდან, ბმულების შეგროვების, ე.წ “Link Building” პროცესი საკმაო დროს და ენერგიას მოითხოვს, თქვენ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ და მოიპოვოთ Dofollow ბექლინკები.

ასეთი ტიპის ბმულებს, ზემოთ ნახსენებისგან განსხვავებით, არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ავტორიტეტული ვებსაიტებიდან წამოსული მსგავსი ბმულები თქვენს ვებგვერდს უფრო მეტ ღირებულებას მიანიჭებს და საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავებაში დაეხმარება. 

იმ შემთხვევაში, თუ Dofollow ბმულების მოპოვება ძალიან გართულდა, Nofollow ლინკებზეც არ ღირს ხელის ჩაქნევა, რადგან როგორც აქამდე აღვნიშნეთ, მათაც გააჩნიათ SEO ღირებულება.

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს Dofollow ბმულები, რომლებიც არიან „ტოქსიკურები“. ასეთი ტიპის ბმულები ძირითადად საეჭვო საიტებიდან მოდის და თქვენი ვებგვერდისთვის საკმაო ზიანის მიყენება შეუძლია.

მაგალითად, Google-მა ამის გამო შესაძლოა დაგაჯარიმოთ, ან მეტიც, შეიძლება საერთოდ ამოიღოს გვერდი საძიებო სისტემიდან.

ამიტომ საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი და გარკვევა, ჩვენს საიტზე საიდან და რა ტიპის ბექლინკები შემოდის. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არსებობს შესაბამისი პროცესები და ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც მსგავსი ტიპის ვებგვერდებიდან წამოსულ ბმულებს თქვენს საიტზე გავლენა ვერ ექნება.

რა თქმა უნდა, თუ მომსახურებას კონკრეტული SEO სააგენტო გიწევთ, მათი მხრიდან აუცილებელია ზემოთაღნიშნული აუდიტი ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ვებგვერდი მაქსიმალურად დაზღვეული იყოს ე.წ „Spam” საიტებისგან.

 

nofollow და dofollow

როგორი ტიპის ბექლინკებია უფრო ღირებული

ყველა ტიპის ბექლინკს არ გააჩნია თანაბარი ფასეულობა და ვერ შეძლებს იდენტური სარგებელი მოუტანოს თქვენს ვებგვერდს. ამიტომ, ფოკუსირება უნდა მოახდინოთ ხარისხიანი ბექლინკების მოპოვებაზე.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ – ერთ ხარისხიან ბმულს შესაძლოა 10-ჯერ მეტი ძალა გააჩნდეს, ვიდრე დაბალი ხარისხის ბექლინკს, ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

ბექლინკი ავტორიტეტული და სანდო ვებგვერდიდან

რაც უფრო ავტორიტეტული და სანდო დომენიდან მოდის შესაბამისი ბმული, მით უფრო დიდი ფასეულობა გააჩნია მას. დაფიქრდით, რომელზე შეაჩერებდით არჩევანს? ბექლინკზე, რომელიც წამოსულია amazon.com-დან, თუ რომელიმე ადგილობრივი e-commerce საიტიდან. 

მართალია ორივედან მიღებული ბექლინკი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა არჩევანის წინაშე თუ დადგებით, რა თქმა უნდა, Amazon-ს აირჩევთ. სწორედ ასე ფიქრობს საძიებო სისტემებიც – ძლიერი დომენებიდან წამოსული ბექლინკები, სხვებთან შედარებით, უფრო მეტ „ავტორიტეტულობას და ძალას გადმოგვცემენ“.

ვებსაიტის შესაბამისი და რელევანტური

საძიებო სისტემები მეტ ფასეულობას ანიჭებს ბექლინკის რელევანტურობას, რადგან ასეთ დროს დიდია შანსი მომხმარებელი ინტერაქციაში შევიდეს და დააჭიროს ბმულს.

მაგალითად, ალპაკას ვებგვერდზე განთავსებული გვაქვს ბლოგი „რა არის SEO“. წარმოიდგინეთ, რომ ამ კონკრეტულ ბლოგზე სხვადასხვა ვებ-გვერდებიდან რამდენიმე ბექლინკი შემოდის.

ამ შემთხვევაში Google-ი უფრო მეტ წონას SEO ოპტიმიზაციისკენ, ან ციფრული მარკეტინგისკენ მიმართულ ვებგვერდებს მიანიჭებს, ვიდრე საიტებს, რომლებიც PR-ის მიმართულებით პოზიციონირებენ.

ავტორიტეტული და ძლიერი ბექლინკი

ბექლინკის უნიკალურობა

უნიკალურობა შესაძლებელია სხვადასხვა დონეზე განვიხილოთ:

  • ვებგვერდი – ბექლინკი, რომელიც მოდის საიტიდან, რომელსაც აქამდე თქვენთან არასდროს არ ჰქონია ლინკი გადმომისამართებული და ეს პირველი შემთხვევაა, უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ვებგვერდები, რომლებსაც ხშირად გადმოჰყავს ტრაფიკი თქვენს საიტზე. შესაბამისად, უმჯობესია გვქონდეს 5 ბექლინკი 5 სხვადასხვა ვებგვერდიდან, ვიდრე 20 ბექლინკი ერთი ვებსაიტიდან.
  • ვებსაიტის კონკრეტული გვერდი – ჩვეულებრივ, როგორც ცნობილია, ერთი კონკრეტული გვერდიდან წამოსული მრავალი ბექლინკიდან ყველაზე მეტად ფასობს ის გალინკული ტექსტი, იგივე “Anchor Text”-ი, რომელიც საიტზე პირველი გვხვდება.

ბექლინკების მოპოვების სტრატეგიები „Link Building”

ვებ სივრცეში ბექლინკების მოპოვების მრავალი ხერხი, ტექნიკა და რჩევა არსებობს, ამ ბლოგის განმავლობაში კი რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ:

Linkable Assets

„Link Building“-ის პროცესის ყველაზე ბუნებრივი და ოპტიმალური გზა არის უნიკალური და ფასეული კონტენტის შექმნა – ე.წ „Linkable Assets”. ასეთი ტიპის კონტენტით, ხშირ შემთხვევაში ავტომატურად ინტერესდება მომხმარებლების უმეტესობა.  ზიარდება სხვადასხვა სოციალურ არხებზე, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ბექლინკს იზიდავს. 

გამოარჩევენ გარკვეული ტიპის კონტენტს, რომელიც ამ მხრივ ეფექტურად მუშაობს და მათ გამოჩენას ყოველთვის უფრო დიდი გამოხმაურება მოყვება.

მაგალითად, კონკრეტულ ნიშაში არსებული უფასო ხელსაწყოების შესახებ დაწერილი ბლოგი და სხვა. თუმცა, უნიკალური კონტენტი შესაძლოა იყოს არამარტო ბლოგი, არამედ ვიდეო, ინფოგრაფიკა, სტატისტიკური მასალა, გამოკითხვა, ქვიზი. მოკლედ ყველაფერი, რითიც შეიძლება მომხმარებელი დაინტერესდეს და ბმულზე ინტერაქცია მოინდომოს.

Guest Posting – Guest Blogging

დასაწყისისთვის „Guest Blogging”  ბექლინკების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მეთოდია. Guest Posting პროცესი მოიცავს შემდეგს: 

  1. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ქმნით საინტერესო და ამომწურავ ბლოგს, ან ნებისმიერი სახის კონტენტს, რომლის ტექსტი შეიცავს ბექლინკს, საიდანაც მომხმარებლები კვლავ თქვენივე ვებგვერდზე გადმომისამართდება.
  2. აღნიშნულ ბლოგს განსათავსებლად სთავაზობთ იმ ვებსაიტს, რომლის აუდიტორიაც თქვენთვის მისაღებია

აღნიშნული პროცესი, ერთგვარი ოქროს შუალედია ორივე მხარისთვის. ერთის მხრივ, თქვენ მიიღებთ ბექლინკს რელევანტური ვებგვერდიდან, ხოლო, მეორე მხრივ, ვებსაიტი, რომელსაც ბლოგი შესთავაზეთ, მიიღებს უფასო კონტენტს, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე მრავალ ვიზიტორს მიიზიდავს. 

თანამედროვე ეპოქაში არსებობს ბევრი  კომპანია, რომლებიც მსგავსი სერვისებით ინტერესდებიან. Google-ის საძიებო სისტემის დახმარებით მათი პოვნა კიდევ უფრო მარტივია.

ამისათვის უნდა გამოიყენოთ სპეციფიკური საძიებო ოპერატორი: „ნიშა“ + „write for us”, ჩვენს შემთხვევაში Backlink “write for us” (იხ. სურათი)

Guest Posting - Guest Blogging Command

 

როგორც სურათიდან ჩანს, საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე მრავლად არის ვებგვერდი, რომლებიც მზად არიან, თქვენს მიერ ბექლინკებთან დაკავშირებით შექმნილი ბლოგი, შესაბამისი გადალინკვით, განათავსოს ვებსაიტზე.

ცათამბრჯენის ტექნიკა – The Skyscraper

ეს არის “Link Building” სტრატეგია, რა დროსაც აუცილებელია გამოვიკვლიოთ და ვიპოვოთ მაღალი რეიტინგის მქონე კონტენტი, რომელზე დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია და სხვადასხვა ვებგვერდებიდან მრავალი ბექლინკი მოდის. შევისწავლოთ მისი სუსტი მხარეები, რათა შევქმნათ 10-ჯერ უფრო კარგი კონტენტი.

უნდა დავეკონტაქტოთ ყველა იმ ვებგვერდის წარმომადგენელს, რომელსაც კონტენტი გადამისამართებული აქვს კონკურენტთან და შევთავაზოთ ჩვენს მიერ შექმნილ გაუმჯობესებულ მასალაზე გადმოლინკვა.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვებგვერდის SEO ოპტიმიზაციისთვის, მისი ავტორიტეტისა და სანდოობის გაზრდისთვის, ბექლინკები საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელთა გავლენა საძიებო სისტემების ალგორითმებზე ძალიან მაღალია.

გაითვალისწინეთ, რომ ბექლინკების მოპოვების, იგივე „Link Building“ პროცესი, საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, რადგან ვებგვერდები, რომლებსაც გააჩნიათ საინტერესო და რა თქმა უნდა SEO ოპტიმიზირებული კონტენტი, რომელზეც ავტორიტეტული ვებსაიტებიდან მრავლად მოდის რელევანტური ბექლინკები, საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP), უთუოდ მოიპოვებენ მოწინავე პოზიციებს, რაც საბოლოოდ ორგანული ტრაფიკის ზრდას განაპირობებს.

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

ბონდო ქავთარაძე
ბონდო ქავთარაძე

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები