გიორგი ძაგანიშვილი
CEO & თანადამფუძნებელი
„ალპაკას" ისტორია 2019 წელს დაიწყო - იმ დროს, როდესაც საქართველოში ტერმინი SEO მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გადაწყვიტა, ეს სერვისი დამოუკიდებელ, სპეციალიზებულ მიმართულებად ექცია და ქართული ბიზნესისთვის ძიების ოპტიმიზაციის ძალა ეჩვენებინა.
ბევრი გვეკითხება, რატომ ავირჩიეთ ეს სახელი. პასუხი მარტივია: 2019 წელს SEO საქართველოში ისეთივე ეგზოტიკური და უცხო იყო, როგორც ალპაკა. ამავდროულად, ეს ძალიან საყვარელი და უწყინარი არსებაა - ზუსტად ასეთივეა ჩვენი დამოკიდებულება საქმისადმი: ვქმნით პროცესს, რომელიც უცხო ტექნოლოგიებს მეგობრულ და გასაგებ ინსტრუმენტად აქცევს. შედეგად კი მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ბარიერს ამცირებს.
ბევრისთვის SEO რთული და ბუნდოვანი ტერმინია. ჩვენთვის კი ეს არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც საკუთარ თავში მონაცემებს, ტექნოლოგიასა და კრეატიულ კონტენტს აერთიანებს.
არ გპირდებით პირველ ადგილს „ერთ ღამეში" — ჩვენ ვაშენებთ მდგრად ციფრულ წარმატებას, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს თქვენთვის.
ალპაკას მთავარი პრინციპი მუდმივ ინტენსიურ განვითარებაში მდგომარეობს, რაც აისახება დამკვეთების მომსახურების ხარისხზე. კომპანია ჯერ კიდევ იმ დროს შევიდა ბაზარზე, როდესაც SEO ძალიან ცოტამ თუ იცოდა. სწორედ მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ზრუნვის წყალობით თავი დავიმკვიდრეთ როგორც საუკეთესო SEO სააგენტო საქართველოში.
ბუნებრივია, კომპანიას აქვს საერთაშორისო გამოცდილებაც. ამ მხრივ კი უამრავ საინტერესო და ამბიციურ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ.
როგორც ვახსენეთ, მთავარი ღირებულება მომხმარებლის კმაყოფილება და ქართული ბაზრის განვითარებაა. ამიტომ ჩვენი ცოდნა დაუფარავად, ღიად გავუზიარეთ ქართული ბიზნესის მფლობელებს და გამოვაქვეყნეთ პირველი ქართული SEO წიგნი. ამ ნაბიჯით ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პრაქტიკას და დავეხმაროთ ბიზნესებს განვითარებაში.
ჩვენთან ტრადიციული SEO ოპტიმიზაციისა და შესაბამისი SEO სტრატეგიის ნაწილია Answer Engine Optimization (AEO), GEO (Generative Engine Optimization) და AI SEO ოპტიმიზაცია.
ამას გარდა, ქართულ ბაზარზე ექსპონენციალური სიჩქარით ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო პრაქტიკებს და ვქმნით სასარგებლო AI SEO ხელსაწყოებს (AI Website Checker, ქართURL და ა.შ), რაც კიდევ უფრო ამყარებს კომპანიას როგორც ლიდერ მოთამაშეს SEO და არა მხოლოდ SEO ბაზარზე.
სააგენტოს შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ერთი სურვილი იყო: მეტი სარგებელი მომხმარებელს. „ალპაკაში" არ ვმუშაობთ მხოლოდ პოზიციებისთვის; ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ სასარგებლო პროექტებს დავეხმაროთ ზრდაში და ხელი შევუწყოთ ქართული ბაზრის გაუმჯობესების პროცესს.
„ალპაკას” მუშაობის ფორმულა მარტივია:
გავაკეთოთ მეტი, ვიდრე დამკვეთი ჩვენგან ელოდება.
გვჯერა, რომ მუშაობის ხარისხს არა ლამაზი სიტყვები, არამედ კონკრეტული გაზომვადი შედეგები განსაზღვრავს. ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან საზომს, რომლითაც “ალპაკას” მუშაობის მეთოდებზე წარმოდგენას შეიქმნით.
მარტივად რომ ვთქვათ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის მეტ ხილვადობას ციფრულ სამყაროში. ამას ვაკეთებთ მნიშვნელოვან და მომგებიან ციფრული არხებში - საძიებო სისტემებისა (გუგლი, ბინგი…) და LLM ჩატებში - ბრენდის ოპტიმიზაციის გზით. ჩვენი მიდგომა კი რამდენიმე ფუნდამენტს ეფუძნება, ესენია:
ჩვენ არ ვმოქმედებთ ინტუიციით. ყოველი ნაბიჯი ეფუძნება ღრმა ანალიტიკას, კონკურენტების შესწავლასა და ტექნიკურ აუდიტს.
ყოველთვის იცით, რაში იხარჯება თქვენი ბიუჯეტი. ყოველთვიურად იღებთ დეტალურ რეპორტს, სადაც ნაჩვენებია პროგრესი რეალურ ციფრებში.
ჩვენ ვიცავთ საძიებო სისტემების ყველა წესს, რაც გამორიცხავს თქვენი ვებსაიტის დაჯარიმებას და უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურობას.
“ალპაკაში” არ ვიყენებთ შაბლონურ მიდგომებს. გვჯერა, რომ გეგმა რეალობას უნდა ერგებოდეს და არა პირიქით, ამიტომ თითოეულ პროექტს მთელი გუნდი 0-დან განიხილავს. შედეგად ვიღებთ ბიზნესზე მორგებულ SEO სტრატეგიას.
ვსწავლობთ თქვენს საიტს, კონკურენტებს და ვპოულობთ ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე შესაძლებლობებს.
ვადგენთ საკვანძო სიტყვების რუკას და ტექნიკური გამართვის გეგმას.
ვასწორებთ ხარვეზებს და ვქმნით კონტენტს, რომელიც უყვარს საძიებო სისტემებს და მომხმარებელსაც.
მუდმივად ვაკვირდებით შედეგებს და ვაუმჯობესებთ სტრატეგიას მაქსიმალური ROI-ს მისაღწევად.
ჩვენი გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე SEO სპეციალისტებისგან, კონტენტ-სტრატეგებისა და სხვა მრავალი მარკეტინგული სფეროს წარმომადგენლისგან შედგება. გვჯერა, რომ გაუმჯობესების პროცესს დასასრული არ აქვს. სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი პროექტი ჩვენთვის შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ SEO პრაქტიკა და ციფრულ ბაზარზე ახალი სტანდარტები დავამკვიდროთ.
CEO & თანადამფუძნებელი
SEO Team Lead
კონტენტ მენეჯერი
ლინკბილდინგის სპეციალისტი
ანალიტიკოსი
ტექნიკური SEO სპეციალისტი
PPC მენეჯერი
AI Team Lead
UI/UX დიზაინერი
დეველოპერი
ლოკალური SEO სპეციალისტი
სოციალური მედიის მენეჯერი
პროექტის მენეჯერი
ეკომერს SEO სპეციალისტი
AI Team
ნუ დაელოდებით, სანამ კონკურენტები დაიკავებენ თქვენს ადგილს ძიების შედეგებში. დავიწყოთ თქვენი ვებსაიტის ტრანსფორმაცია დღესვე. გაიგეთ, რა პოტენციალი აქვს თქვენს ვებ-გვერდს სინამდვილეში.
უფასო SEO აუდიტი