AI SEO · GEO · AEO

AI SEO / GEO მომსახურება

ხილვადობა AI სივრცეში, სადაც დღეს მომხმარებელი ეძებს

ChatGPT, Gemini, Perplexity და Google AI Overviews ყოველდღიულად უამრავ კითხვას პასუხობენ. Generative Engine Optimization (GEO) კი უზრუნველყოფს, რომ ბრენდი ამ პასუხებში სანდო წყაროდ და რეკომენდაციად გამოჩნდეს.

0
ChatGPT-ის აქტიური მომხმარებელი
0
ძიება AI პასუხით სრულდება
0
Gen Z აქტიურად იყენებს AI-ს ინფორმაციისთვის
0
მარკეტერები იწყებენ ბრენდის AI სივრცეში ოპტიმიზაციას
მომსახურება

რას მოიცავს AI SEO / GEO

01

E-E-A-T ავტორიტეტის მშენებლობა

ექსპერტული ავტორობა, ბიოგრაფიები და სანდოობის სიგნალები, რომელიც ბრენდს AI-სთვის ავტორიტეტად აქცევს.

02

ფრომფთების სიღრმისეული კვლევა

საძიებო ფრომფთების კვლევა და კონტენტის სტრატეგიაში იმპლემენტაცია.

03

კონტენტის AI ოპტიმიზაცია (Q&A)

კონტენტი კითხვა-პასუხის ფორმატში, რომელიც AI-ს მზა, ციტირებად ფრაგმენტებს აწვდის.

04

ინტენსიური Off-page სტრატეგია

ხსენებები სანდო პლატფორმებსა და მედიაში, რომელიც ციტირების რაოდენობას ზრდის.

05

ტექნიკური AI SEO

llms.txt-ის დანერგვა, AI-სისტემების წვდომის კონფიგურაცია და ტექნიკური ხელმისაწვდომობა.

06

AI ხილვადობის მონიტორინგი

ყოველთვიური რეპორტი — სად, რა სიხშირითა და რა კონტექსტში ჩნდება ბრენდი AI-პასუხებში.

განმარტება

რა არის AI SEO და GEO

AI SEO და GEO (Generative Engine Optimization) არის შინაარსის, ავტორიტეტისა და ტექნიკური სტრუქტურის ისეთი ოპტიმიზაცია, რომელიც ბრენდის ხილვადობას გაზრდის AI პლატფორმებზე. თუ კლასიკური SEO ოპტიმიზაციის მიზანია ვებსაიტი გუგლის საძიებო სისტემაში გამოაჩინოს, AI SEO-ს მიზანი AI პლატფორმებისთვის ოპტიმიზაციაა.

AEO (Answer Engine Optimization) ამავე ლოგიკის ნაწილია: კონტენტი ისე იწყობა, რომ პირდაპირ პასუხობს კონკრეტულ შეკითხვებს, შედეგად AI მარტივად იღებს მზა და ციტირებად მასალას.

რატომ ახლა

AI პლატფომრების ციფრულ ბაზარზე აქტიურად გამოჩენისთანავე დღის წესრიგში დადგა ბიზნესების ამ სივრცეში ინტეგრირება. რეალურად მომხმარებლის ქცევა აშკარად შეიცვალა. დღეს გადაწყვეტილება AI-ის პასუხშივე მიიღება. ის ბრენდი, რომელიც ამ პასუხებში არ ჩანს, მომხმარებლისთვის უბრალოდ აღარ არსებობს.

AI SEO

AI-პლატფორმები, სადაც ბრენდი უნდა ჩანდეს

ChatGPT

ხელოვნური ინტელექტის ბუმის პიონერი და ყველაზე პოპულარული მრავალფუნქციური ასისტენტი. ის საუკეთესოა ტექსტების შემოქმედებითი წერისთვის, ბრეინშტორმინგისთვის, პროგრამირებისთვის და რთული თემების მარტივად ასახსნელად. ინფორმაციის მოძიებისას ის ძირითადად ავტორიტეტულ მედიასა და საინფორმაციო პორტალებს ეყრდნობა.

Gemini

Google-ის მულტიმოდელური ჩატბოტი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მის გიგანტურ ეკოსისტემასთან (Gmail, Google Docs, Maps და YouTube). Gemini-ს მთავარი უპირატესობა რეალურ დროში ინფორმაციის მომენტალური დამუშავება, ფოტო/ვიდეო კონტენტის საუკეთესო ანალიზი და Google-ის საძიებო ბაზებზე წვდომაა.

Perplexity

ის AI-ზე მომუშავე სუპერ-საძიებო სისტემაა. Perplexity-ს მთავარი მიზანი ინტერნეტში ინფორმაციის ფაქტობრივი სიზუსტის გადამოწმებაა. ნებისმიერ პასუხს ის მომენტალურად ურთავს ზუსტ წყაროებსა და ვებსაიტების ბმულებს, რის გამოც მას „მკვლევარების საყვარელ ინსტრუმენტს“ უწოდებენ.

Claude

Anthropic-ის მოდელი; მომხმარებლების მიერ აღიარებული, როგორც ყველაზე ინტელექტუალური ჩატბოტი. Claude გამოირჩევა უზარმაზარი მოცულობის ტექსტების (მთლიანი წიგნების ან ფინანსური რეპორტების) წაკითხვისა და გაანალიზების უნარით. მისი ტონი ძალიან ბუნებრივი, ეთიკური და აკადემიურად გამართულია.

Copilot

Microsoft-ის პროდუქტიულობაზე ორიენტირებული AI ასისტენტი, რომელიც მუშაობს OpenAI-ის ტექნოლოგიაზე. ის „ჩასმულია“ Windows-ში, Edge ბრაუზერში და Microsoft 365-ის პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint). მისი მთავარი დანიშნულება საოფისე საქმის ავტომატიზაცია, კოდის წერა და ბიზნეს-ამოცანების გამარტივებაა.

AI Overviews

Google-ის გენერაციული პასუხი ძიების შედეგების დასაწყისში. ის უშუალოდ Google-ის საძიებო სისტემაში ჩაშენებული ფუნქციაა. როდესაც რაიმეს "გუგლავთ", AI Overviews ტრადიციული ბმულების თავზე თავადვე აგენერირებს შეჯამებულ პასუხს (აქ მოხვედრა ვებსაიტებისთვის უდიდესი ტრაფიკის მომტანია).

როგორ გამოიყურება შედეგი

როდესაც ბრენდი AI-პასუხში ჩნდება

ასე გამოიყურება, როდესაც AI SEO/GEO მუშაობს: მომხმარებლის შეკითხვაზე AI პასუხში ბრენდს რეკომენდაციად და ციტირებად წყაროდ ასახელებს.

AI ასისტენტი
საუკეთესო კომპანია უნიფორმების შესაკერად საქართველოში?
საქართველოში კორპორაციული უნიფორმების შეკერვაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა თქვენი ბრენდი — გამოირჩევა მასალის ხარისხით, ვადების დაცვითა და B2B გამოცდილებით. წყარო: yourbrand.ge ★ 4.9 მიმოხილვა
განსხვავება

ტრადიციული SEO vs AI SEO / GEO

ტრადიციული SEO
AI SEO / GEO
ფოკუსი
საკვანძო სიტყვებზე გამოჩენა
პასუხში ციტირება და რეკომენდაცია
მთავარი მეტრიკა
პოზიცია და CTR
ხსენების სიხშირე და share of voice
შედეგი
ქლიქი საიტზე
ნდობა და გადაწყვეტილება პასუხშივე
ხილვადობა
ძიების შედეგების გვერდი
AI ძრავების გენერირებული პასუხი
კრიტერიუმები

როგორ ირჩევს AI სანდო წყაროებს

E-E-A-T

გამოცდილება, ექსპერტიზა, ავტორიტეტი და სანდოობა — ფუნდამენტი, რომელსაც AI ანიჭებს უპირატესობას.

ციტირების სიხშირე

რამდენად ხშირად მოიხსენიება ბრენდი სხვა სანდო წყაროებსა და AI-პასუხებში.

კონტენტის სიღრმე

თემის სიღრმისეული, სტრუქტურირებული დაფარვა, რომელიც ამომწურავად პასუხობს კითხვებს.

სანდოობა

მიმოხილვები, ხსენებები, ციფრული კვალი და რეპუტაცია ციფრულ სივრცეში.

ტექნიკური გამართულობა

AI-სისტემებისთვის წვდომადი, სწრაფი და სტრუქტურირებული (schema) საიტი.

ფაქტორები

რა განაპირობებს ბრენდის AI-ხილვადობას

AI-პასუხებში მოხვედრა მხოლოდ ტექნიკურ ოპტიმიზაციას არ ეფუძნება — საჭიროა ბრენდის ავტორიტეტისა და ციფრული რეპუტაციის სისტემური მშენებლობა ყველა არხზე.

მედია-ეკოსისტემა

AI-მოდელები მაღალი სანდოობის წყაროებს ანიჭებენ უპირატესობას. ბრენდის ხსენება ავტორიტეტულ გამოცემებში — Forbes Georgia, Entrepreneur, On.ge — ზრდის ციტირების ალბათობას.

გარე ვალიდაცია

ავტორიტეტული მედიაპლატფორმებიდან ბმულები და ბრენდის ხსენებები გარე დადასტურებაა, რომელიც AI ხილვადობას აძლიერებს და გაცილებით უფრო სანდოს ხდის.

მომხმარებლის სენტიმენტი

დადებითი შეფასებები მესამე პლატფორმებზე — Trustpilot, Google Maps — AI-სისტემებისთვის სანდოობის პირდაპირი სიგნალია.

Schema markup

სტრუქტურირებული მონაცემები რჩება „ოქროს სტანდარტად" - ის AI-ს კონტენტის ზუსტად გაგებასა და ფაქტებზე დაფუძნებულ პასუხებში ეხმარება.

ტექნიკური წვდომა

AI-სისტემების დაბლოკვა robots.txt-ით ბრენდს დამუშავებიდან გამორიცხავს; llms.txt კი ეხმარება მოდელებს საიტის შინაარსის გაგებაში.

მულტიმედია კონტენტი

თანამედროვე AI-მოდელები ამუშავებენ ვიდეო-ტრანსკრიპტებსა და მეტამონაცემებს, რაც ვიზუალური კონტენტის ოპტიმიზაციას მნიშვნელოვანს ხდის.

პროცესი

როგორ მიმდინარეობს მუშაობა

01

აუდიტი

არსებული AI ხილვადობის, ციტირებებისა და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება.

02

სტრატეგია

სამიზნე შეკითხვების, საძიებო ფრაზების (ფრომფთების) და კონტენტ გეგმის შედგენა.

03

იმპლემენტაცია

ოპტიმიზებული კონტენტის, schema, llms.txt-სა და საძიებო ფრომფთების იმპლემენტაცია.

04

მონიტორინგი

AI პასუხებში ხსენებების მუდმივი თვალყურის დევნება მრავალ პლატფორმაზე.

05

რეპორტინგი

გამჭვირვალე ანგარიში დინამიკაზე და შემდეგი ნაბიჯების რეკომენდაცია.

შედეგები

რას იძლევა AI ხილვადობა

×3
ბრენდის ხსენების ზრდა AI პასუხებში სტრუქტურირებული კონტენტით
24/7
ხილვადობა AI სივრცეში დროისა და გეოგრაფიის მიუხედავად
6+
AI პლატფორმა ერთიანი GEO სტრატეგიით
შემოწმება

ჩანს თუ არა ბრენდი AI-პასუხებში?

  • AI კონკურენტს ასახელებს, თქვენს ბრენდს კი — არა?
  • ChatGPT-ს თქვენი ბრენდის შესახებ კითხვაზე არასწორი ან ძველი ინფორმაცია აქვს?
  • ვებსაიტს არ აქვს schema-მონაცემები ან llms.txt ფაილი?
  • organic ტრაფიკი ეცემა, თუმცა პოზიციები არ შეცვლილა?

თუ ერთ კითხვაზე მაინც უპასუხეთ „დიახ" - ბრენდი AI ხილვადობას კარგავს.

უფასო შემოწმება

მიიღე ბრენდის AI ხილვადობის სწრაფი აუდიტი და კონკრეტული რეკომენდაციები.

უფასო აუდიტი
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

GEO ცვლის ტრადიციულ SEO-ს?
არა, პირიქით ეს ორი მიმართულება ერთმანეთს აძლიერებს. ძლიერი ტექნიკური SEO და ხარისხიანი კონტენტი GEO-ს საფუძველია. სხვაობა აქცენტშია: ხილვადობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ძიების შედეგების გვერდით.
რა არის llms.txt და რატომ სჭირდება ვებსაიტს?
llms.txt არის ფაილი, რომელიც AI სისტემებს ეუბნება თუ ვებსაიტის რომელი ნაწილია მნიშვნელოვანი და როგორ უნდა იქნას გამოყენებული. ის ეხმარება მოდელებს ბრენდის ზუსტ და განახლებად ინტერპრეტაციაში.
როგორ იზომება AI ხილვადობის შედეგი?
ხსენებების სიხშირით, share of voice-ით კონკურენტებთან შედარებით და იმით, თუ რა კონტექსტში ასახელებს AI ბრენდს. ეს ყველაფერი ყოველთვიურ რეპორტში აისახება.
რამდენ ხანში ჩანს შედეგი?
ვინაიდან AI ალგორითმები საკმაოდ კომპლექსურია, კონკრეტული თარიღს დასახელება რთულია. თუმცა პირველადი შედეგების დანახვა ("ალპაკას" გამოცდილების გათვალისწინებით) 1 თვიდან 6 თვემდე პერიოდშია შესაძლებელი.
მუშაობს თუ არა GEO ქართულ ბაზარზე?
დიახ. AI პლატფორმები ქართულ შეკითხვებსაც პასუხობენ და ადგილობრივ წყაროებსაც ციტირებენ. სწორი სემანტიკური თარგეთირებითა და კონტენტის სტრატეგიით ქართულ ბაზარზეც შეიძლება ეფექტიანი შედეგების მიღება.
როგორ დავიწყოთ თანამშრომლობა?
პროცესი იწყება უფასო აუდიტით, რომელიც აჩვენებს ბრენდის მიმდინარე ხილვადობას და ზრდის შესაძლებლობებს. შემდეგ მუშაობა იწყება ინდივიდუალურ სტრატეგიაზე.
დაიწყე ახლა

გახადე ბრენდი AI ხილვადი

სანამ კონკურენტი AI პასუხებში აქტიურად იკავებენ მოწინავე პოზიციებს, ყოველი დაკარგული დღე უპირატესობას გართმევთ. ამიტომ დაიწყეთ უფასო აუდიტით.