SEO ოპტიმიზაცია
SEO ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტი მზარდი გრძელვადიანი უკუგების (ROI) მისაღებად. შესაბამისად, თანამედროვე ბიზნესის წარმატება მის გარეშე წარმოუდგენელია.
რატომ SEO ოპტიმიზაცია?
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მთავარი მიზანია, რომ ვებგვერდი სასურველ სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველივე გვერდზე, რაც ავტომატურად ნიშნავს გაცილებით დიდ ტრაფიკს და გაზრდილ კონვერტაციებს.
საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე პირველ პოზიციაზე მყოფი ვებგვერდი ვიზიტორების 30%-ს იღებს, მეორეზე – 16%-ს და ა.შ. თუ კონკურენტის ვებგვერდი პირველ პოზიციაზეა და თქვენ მე-9-ზე, საშუალოდ მას 10-ჯერ მეტი ვიზიტორი ეყოლება. სწორედ ამიტომ, მოწინავე პოზიციებზე გამოჩენა ციფრული წარმატების აუცილებელი კომპონენტია. SEO ოპტიმიზაცია გამოირჩევა შემდეგი უპირატესობით:
- ხარჯეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში
- ბრენდის ცნობადობის ზრდა
- მომხმარებლის ნდობის ამაღლება
- კონკურენტული უპირატესობის მოპოვება
მიიღე SEO აუდიტი უფასოდ
მიიღეთ პირველადი SEO აუდიტი უფასოდ და დაიწყე ციფრულ სამყაროში წარმატებული პოზიციონირება.
რას მოიცავს SEO მომსახურება

SEO სტრატეგია
- კონკურენტებისა და ბაზრის სიღრმისეული ანალიზი
- საძიებო სიტყვების დეტალური ანალიზი
- გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენა

ტექნიკური SEO
- ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება
- ხარვეზების აღმოფხვრა საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით
- აქტიური კომუნიკაცია დეველოპერებთან

On-Page SEO
- არსებული კონტენტის საძიებო სისტემებზე მორგება
- SEO ოპტიმიზირებული სტატიების შექმნა ყოველთვიურად
- ახალი საძიებო სიტყვების ათვისება

Off-Page SEO
- ბექლინკ კამპანიის წარმოება და ციფრული ავტორიტეტის გაზრდა
- სტატიების განთავსება მაღალ რეიტინგულ ვებსაიტზე
- სოც. ქსელების მონიტორინგი და რეკომენდაციების გაცემა

ლოკალური SEO
- Google My Bussiness-ის შექმნა და ოპტიმიზაცია
- ბიზნეს "ლისტინგ" საიტებზე ინფორმაციის განთავსება
- ვებსაიტის ოპტიმიზაცია კონკრეტული გეოგრაფიული ლოკაციისთვის

რეპორტი
- რეგულარული რეპორტები ჩატარებულ სამუშაოებზე
- დეტალური ანალიტიკა და შედეგების ანალიზი თვიდან თვემდე
- მარტივი და გასაგები ინფოგრაფიკები რეკომენდაციებით
SEO ოპტიმიზაცია - პროცესი & მეთოდები

რას მოიცავს ტექნიკური SEO
ტექნიკური SEO-ს მიზანია ხელი შეუწყოს Google-ს, რომ უპრობლემოდ შემოვიდეს თქვენს ვებსაიტზე, გაერკვეს გვერდის სტრუქტურაში და მოცემულ ინფორმაციაში, საბოლოოდ კი განათავსოს ის საძიებო სისტემებში.
ტექნიკური SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მთელი პროცესის ფუნდამენტური ნაწილია. გაუმართავმა ტექნიკურმა SEO-მ შეიძლება სრულიად დაუკარგოს აზრი on-page და off-page SEO ოპტიმიზაციას.
SEO სააგენტო ,,ალპაკაში” ტექნიკური SEO მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- ვებსაიტზე ტექნიკური პრობლემების გამოკვლევა
- პრობლემების გადაჭრა საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით
- დეველოპერებთან აქტიური კომუნიკაცია
- ტექნიკური ნაწილის უწყვეტი მონიტორინგი
რას მოიცავს On-Page SEO
On-page SEO მოიცავს სხვადასხვა ტიპის კონტენტის ოპტიმიზაციას, მაგალითად მეტა სათაურებისა და მეტა აღწერების გამართვას, ოპტიმიზირებული კონტენტის გამოქვეყნებას და მათი გამოყენებით შიდა გადალინკვების სტრუქტურის გამართვას.
On-Page SEO კიდევ მრავალ საქმიანობას მოიცავს, რომელთა ერთიანობაც საძიებო სისტემებისთვის სიგნალს წარმოადგენს, რომ კონკრეტული გვერდი შესაბამის საძიებო სიტყვაზე გამოჩენას იმსახურებს. თუ გაინტერესებთ დამატებით რა საქმიანობას მოიცავს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ეს ნაწილი, გირჩევთ წაიკითხოთ ბლოგი: “On-Page ოპტიმიზაციის 6 ტექნიკა”
On-page SEO აქტივობების სხვა ასპექტებთან კომბინირება სასურველი შედეგების მიღწევისთვის აუცილებელია.


რას მოიცავს Off-Page SEO და ონლაინ პიარი
Off-page SEO მოიცავს ბექლინკების მოძიებას ავტორიტეტის გაზრდისთვის, ასევე სხვა ტიპის აქტივობებს ვებგვერდის გარეთ, მაგალითად Google Business Profile-ის გამართვას. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა თუ რეალურად რისგან შედგება Off-page SEO.
საბოლოო ჯამში, Off-page აქტივობების ჩართვა SEO სტრატეგიაში საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო ეფექტური შედეგები.
,,ალპაკაში” Off-Page SEO და ონლაინ პიარი მოიცავს შემდეგს:
- მედია პლატფორმების ბაზა
- ავტორიტეტული საიტების მოძიება და Backlink Outreach
- სპამ ლინკების კონტროლი და ამოშლა.
რას მოიცავს ლოკალური SEO
ლოკალური (ადგილობრივი) SEO არის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მეთოდი,რომელიც საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ იმ ადამიანებს,რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაზე ეძებენ სასურველ პროდუქტს.
კვლევების მიხედვით, ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შედეგად შემოსულ ვიზიტორს პოტენციურ მომხმარებლად გადაქცევის მეტი შანსი აქვს.
ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მოიცავს Google Business Profile-ის (Google My business) მოწესრიგებას, ლოკალური საძიებო სიტყვების პოვნას, რელევანტური კონტენტის შექმნასა და სხვა საქმიანობების ერთობლიობას, რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის მსყიდველუნარიანი ვიზიტორების რაოდენობას ჩვენს ვებსაიტზე.

მიიღე SEO აუდიტი უფასოდ
მიიღეთ პირველადი SEO აუდიტი უფასოდ და დაიწყე ციფრულ სამყაროში წარმატებული პოზიციონირება.
SEO ოპტიმიზაციის გავლენა ბიზნესზე
SEO-ს გავლენა ბიზნესზე მრავალმხრივია და მნიშვნელოვანი. გაზრდილი ორგანული ტრაფიკი უზრუნველყოფს მეტ პოტენციურ მომხმარებელს, რაც პირდაპირ უკავშირდება მაღალი ხარისხის ლიდების მოზიდვას. ეს, თავის მხრივ, იწვევს გაუმჯობესებულ კონვერსიის მაჩვენებლებს.
SEO ოპტიმიზაცია ასევე ხელს უწყობს ბრენდის რეპუტაციის გაძლიერებას, რადგან მაღალი პოზიციები საძიებო შედეგებში ზრდის ნდობას და ავტორიტეტს. საბოლოოდ, ეფექტური SEO სტრატეგია გაძლევთ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე, რაც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავიგოთ რამდენად ოპტიმიზირებულია ჩვენი ვებსაიტი?
ინტერნეტში SEO ოპტიმიზაციის დონის შესამოწმებლად არაერთი ხელსაწყო ატარებს ზედაპირულ აუდიტს, თუმცა ვებსაიტის რეალური განვითარებისთვის უმჯობესი იქნება თუ ასეთ აუდიტს ისეთი SEO სპეციალისტი გაგიკეთებთ, რომელსაც ტექნიკური უნარების გარდა აქვს ხედვა და გამოცდილება.
საწყისი ეტაპისთვის ვფიქრობთ,რომ ჩვენი უფასო SEO აუდიტი თქვენი ვებსაიტის SEO ოპტიმიზაციის დონის გაგებისა და ინდივიდუალური რეკომენდაციების მიღების საუკეთესო საშუალებაა.
რა ღირს SEO ოპტიმიზაციის მომსახურება?
მომსახურების ღირებულება განსხვავდება მომხმარებლის საჭიროების მიხედვით. სასურველი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით და ალაპაკას გუნდი თქვენზე მორგებულ მომსახურებას შემოგთავაზებთ.
როდისთვის შევძლებ შედეგების დანახვას?
კომპანიებისთვის რეალურად ღირებულ შედეგებს უმეტესწილად გრძელვადიანი პროექტები აგენერირებენ.
სწორი SEO ოპტიმიზაციის პროცესიც განგრძობით პერიოდს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მუდმივად საჭიროა ვებგვერდის საძიებო სისტემის განახლებებზე მორგება. საშუალოდ 6 თვიდან – 12 თვის პერიოდში მომხმარებელი შეძლებს ხელშესახები შედეგების დანახვას.
გარანტირებულად დავიკავებ თუ არა 1-ელ ადგილს Google-ში?
არც ერთ ეთიკურად მოქმედ SEO სააგენტოს არ შეუძლია იმის გარანტიის მოცემა,რომ აუცილებლად დაიკავებთ N1 ადგილს. ამის მიზეზი ისაა,რომ Google-ის მსგავსი საძიებო სისტემები მუდმივად ანახლებენ თავიანთ ალგორითმს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გაძლევთ იმის გარანტიას,რომ გამოვიყენებთ საუკეთესო სტრატეგიებს და პრაქტიკებს იმისთვის,რომ თქვენი ვებსაიტი მეტად მოსაწონი და თვალშისაცემი გახდეს საძიებო სისტემებისთვის.
რამდენად ითვალისწინებთ ალგორითმის განახლებებს თქვენს SEO საქმიანობაში?
ალპაკასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა შეესაბამებოდეს საძიებო სისტემების სტანდარტებს. სწორედ ამიტომ ყოველკვირეულად განვიხილავთ ალგორითმის განახლებებს, ერთმანეთს ვუზიარებთ სხვადასხვა კვლევებს და საბოლოოდ ჩვენს ქმედებებში ვითვალისწინებთ ყველა დადასტურებულ ცვლილებას.
რომელ ინდუსტრიებში გიმუშავიათ?
ჩვენი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებს, კერძოდ, ელექტრონულ კომერციებს, საგანმანათლებლო ვებსაიტებს, მედია გავრცელების კომპანიებს, ტურისტულ პორტალებს და სხვა მრავალ ქართულ და ინგლისურენოვან SEO პროექტებს.
რა გავლენა აქვს სოციალურ ქსელში აქტიურობას SEO საქმიანობაში?
სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვებგვერდის ბმულების გაზიარება ძალიან კარგი სიგნალია საძიებო სისტემებისთვის.
გუგლს აინტერესებს თუ რამდენად აქტიურობთ სოციალურ ქსელებში, რამდენი ვიზიტორი გყავთ სხვა წყაროებიდან და რამდენი ადამიანი ეძებს თქვენს ბრენდს მხოლოდ სახელით. თქვენი ციფრულ სამყაროში აქტიურობა საძიებო სისტემებს დამატებით ინფორმაციას აწვდის ბაზარზე თქვენი ავტორიტეტის შესახებ.