SEO ლექსიკონი

გაეცანით ციფრული სამყაროს საინტერესო თემებს და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია მათ შესახებ.

საძიებო სისტემის ალგორითმი

ეს არის საძიებო სისტემის მიერ შემუშავებული პროგრამა – საძიებო შედეგების დახარისხების ლოგიკა. მისი საშუალებით სერვერიდან გამოთხოვილი ინფორმაცია საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (SERP) ხვდება გარკვეული თანმიმდევრობით. საძიებო სისტემები იყენებენ სხვადასხვა ალგორითმების კომბინაციებს, რათა რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიაწოდონ მომხმარებლებს ყველაზე რელევანტური შედეგები.

ენქორ ტექსტი – Anchor Text

ენქორ ტექსტი არის გალინკული სიტყვა, რომელიც მომხმარებელს ერთი გვერდიდან სხვა გვერდზე გადაამისამართებს. მაგ: მოცემულ წინადადებაში: “ალპაკა არის ქართული სპეციალიზირებული SEO ოპტიმიზაციის სააგენტო” – ხაზგასმული ფრაზა არის ანქორ ტექსტი. მას იყენებენ როგორც მკითხველებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად, ასევე SEO მიზნებისთვის. მისი საშუალებით საძიებო სისტემის ბოტი მარტივად აღიქვამს ვებგვერდის სტრუქტურასა და გვერდებს შორის კავშირს.

ფოტოს კომპრესირება

სურათის მოცულობის შემცირება, რომლის შედეგად ვებგვერდი გაცილებით სწრაფად იტვირთება. თავის მხრივ კი, ვებგვერდის სიჩქარის გაუმჯობესება დადებითად მოქმედებს საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციების დაკავებაზე. დამატებით ფოტოს მოცულობის შემცირებისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ფოტოს ხარისხს. მანამ უნდა შემცირდეს სურათი, სანამ ხარისხზე თვალისთვის შესამჩნევად არ იმოქმედებს. ფოტოს კომპრესირების უამრავი უფასო ხელსაწყო არსებობს: tinypng.com, imagecompressor.com, compressjpeg.com, iloveimg.com, compressnow.com და ა.შ  

შავი SEO – Black Hat SEO

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს გუგლის წესების დარღვევით მოწინავე პოზიციების მოპოვებას. ასეთი მიდგომა იწვევს ვებგვერდის დაპენალებას (დაჯარიმებას) და გუგლის ინდექსაციიდან მოხსნას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შავი SEO მოკლევადიანი ტაქტიკაა. მაგ: საძიებო სიტყვების ჭარბი გამოყენება, ბექლინკების არაადეკვატური შეძენა, კონტენტში დამალული ტექსტები და ა.შ. რელევანტური ტერმინები: White-Hat-SEO და Grey-Hat-SEO.

დომენის ავტორიტეტი (Domain Authority – DA)

საძიებო სისტემის მიერ ვებგვერდის შეფასების მაჩვენებელი. შემუშავებულია MOZ-ის მიერ დამერყეობს 1-100 ფარგლებში. მონაცემი განსაზღვრას თუ რამდენად სანდოა ვებსაიტი საძიებო სისტემისთვის. მაღალი DA-ს მქონე ვებგვერდი გაცილებით მარტივად იკავებს საძიებო შედეგების მოწინავე პოზიციებს. დომენის ავტორიტეტს განსაზღვრავს ციფრულ სამყაროში მიღებული სიგნალები: რომელი ვებგვერდებისგან იღებს დომენი ლინკებს, რამდენად აქტიურია სოციალურ ქსელში და ა.შ.

ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემა გარკვეული კრიტერიუმებით საზღვრავს რომელი გვერდი განათავსოს საძიებო შედეგების მოწინავე პოზიციებზე. კრიტერიუმები გულისხმობს ტექნიკურ მიმართულებასაც. საძიებო სისტემის, სწორედ ამ მოთხოვნებზე ვებგვერდის მორგებაა ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია. გაიგეთ მეტი თუ რა არის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია.

SEO (სსო) სააგენტო

კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში. მისი მთავარი საზრუნავია ვებგვერდზე შეიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელიც მოწინავე პოზიციებს დააკავებინებს. ვრცელი ინფორმაცია სსო (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) სააგენტოს შესახებ.

კონტენტის SEO ოპტიმიზაცია

გვერდზე არსებული კონტენტის საძიებო სისტემის კრიტეტიუმებზე მორგება. მაგ: ტექსტურ კონტენტში სამიზნე სიტყვების გამოყენება, ფოტოების დაკომპრესება, ალტ-ტექსტების გაწერა და ა.შ. გაიგე მეტი კონტენტის SEO ოპტიმიზაციის შესახებ.

„დარანკვა“ – SEO ჟარგონი

SEO სპეციალისტების მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვა, რომელიც გულისხმობს საძიებო სისტემაში (მაგ: გუგლი, იაჰუ, ბინგი) მოწინავე პოზიციების დაკავებს.

კონტენტის მართვის სისტემა – CMS – Content Management System

CMS – Content Management System – ვირტუალური სისტემა, რომელიც ციფრული კონტენტის მართვის საშუალებას იძლევა. მისი საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი მრავალფუნქციური გვერდების აწყობა. ყველაზე პოპულარული CMS-ია WordPress.

მეტა სათაური

გვერდის სათაური, რომელიც ჩნდება SERP-ში (საძიებო სისტემის შედეგების გვერდი) და ბრაუზერის ტაბში. მისი საშუალებით გუგლის ბოტი იღებს ინფორმაციას თუ რას ეხება გვერდი.

SEO სპეციალისტი

ადამიანი, რომელიც შეისწავლის საძიებო სისტემების ალგორითმის მუშაობის პრინციპებს და ცდილობს ვებგვერდი მოარგოს მის მოთხოვნებას. ამის შედეგია, მოწინავე პოზიციების დაკავება სისტემაში, ტრაფიკის, გაყიდვების ზრდა და ა.შ.

მეტა აღწერა

გვერდის მოკლე აღწერა. ეს არის HTML კოდში ჩაწერილი ჩანართი, რომელიც საძებო სისტემა დამატებით ინფორმაციას აწვდის გვერდის კონტენტის შესახებ. SEO სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასში სვამენ საძიებო სიტყვებს. ჩნდება SERP-ის (საძიებო სისტემის შედეგების გვერდი) სათაურის ქვემოთ მოკლე აღწერის სახით.

Buyer ქივორდი

საძიებო სიტყვები, რომელთა ძიების განზრახვა პროდუქტის ან მომსახურების შეძენაა. მაგ: წებოცემენტი იაფად, ლეპტოპი 2500 ლარად და ა.შ.

LSI keyword (Latent Semantic Index)

საკვანძო სიტყვა, რომელიც რელევანტურია სამიზნე საძიებო სიტყვის. მაგ: თუ მიზანია სიტყვა „ მაისური“ -ზე მოწინავე პოზიციების მოპოვება,მაშინ „ჯემპრი“, „სვიტრი“, „ტანისამოსი“ იქნება LSI სიტყვები. ეს ცნება აერთიანებს იდეურად (კონტექსტურად) ერთმანეთთან დაკავშირებულ სიტყვებს. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: სიტყვა ქურთუკისთვის LSI ქივორდები იქნება: „ზამთარი“, „ტანისამოსი“, „თბილის ტანსაცმელი“ „ქურთუკი იაფად“ , „ხარისხიანი ქურთუკი“ და ა.შ. (LSI ქივორდებს ძირითადად საძიებო ველის ე.წ suggestion-ებში შეხვდებით) *LSI ქივორდები არ უნდა აგვერიოს სინონიმებში.

“გრძელკუდიანი“ საძიებო სიტყვა – Long-tail

გრძელი, 2-მეტ სიტყვიანი საკვანძო ფრაზები.

„მოკლეკუდიანი“ საძიებო სიტყვა – short-tail

შედარებით მოკლე 1 ან 2 სიტყვიანი საძიებო ფრაზები.

საძიებო სიტყვა (Keyword)

სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ადამიანი წერს საძიებო ველში. კონტენტის ოპტიმიზაცია სწორედ, ამ საკვანძო სიტყვების იდენტიფიცირებით ხდება: განისაზღვრება ძიების მოცულობა (Volume), რელევანტურობა და ძიების განზრახვა (Intent). მომხმარებლის განზრახვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი განსაზღვრით SEO სპეციალისტი ცდილობს დაადგინოს მაძიებლის საჭიროება.

ბექლინკი (backlink)

ერთი ვებგვერდისგან მეორე ვებსაიტის მისამართით გამავალი ბმული. მაგ: განვიხილოთ ბექლინკის ერთ-ერთი შემთხვევა – გვაქვს A დომენი. B დომენი საკუთარ სტატიაში სვამს ბმულს: https://a.com , რომელიც მისამართდება A დომენზე. ამ შემთხვევაში A დომენმა მიიღო ბექლინკი. პირდაპირ დომენის ბმულის გარდა შესაძლოა გაილინკოს სიტყვაც (Anchor Text), მაგ: დომენი ა

SEO (სსო – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია)

ვებგვერდის საძიებო სისტემის კრიტერიუმებთან მორგების პროცესი. განვიხილოთ გუგლის მაგალითზე. გუგლი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საძიებო სისტემაა. როდესაც მომხმარებელი სიტყვას საძებო ველში ჩაწერას გუგლი კონკრეტულ შედეგებს აგენერირებს. ის გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით აგენერირებს შედეგებს. სწორედ, ამ კრიტერიუმების მიხედვით ვებგვერდის აწყობა, კონტენტის წარმოება და ლინკების მიღება-გაშვება არის ოპტიმიზაციის პროცესი. გაიგეთ მეტი თუ რა არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია