Google Search Console-ის განახლება: გრაფიკზე საკუთარი „შენიშვნების“ დამატება შესაძლებელია

იანვარი 20, 2026

კომენტარებისა და ანოტაციების დამატება სერჩ კონსოლში

რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც Search Console-ის რეპორტს უყურებთ, ხედავთ ტრაფიკის უცნაურ ვარდნას ან პიკს 3 თვის წინ და ვერ იხსენებთ, რა მოხდა იმ დღეს?

„ეს ალგორითმის აფდეითი იყო თუ სერვერი გაითიშა?“ „Black Friday-ის კამპანია როდის დავიწყეთ?“

2025 წლის ნოემბერში Google-მა დააანონსა და გაუშვა ფუნქცია, რომელიც ამ პრობლემას საბოლოოდ აგვარებს – Custom Chart Annotations (გრაფიკის პერსონალური ანოტაციები).

რას ნიშნავს ეს სიახლე?

აქამდე GSC-ში გრაფიკზე მხოლოდ Google-ის ავტომატური „შენიშვნები“ ჩანდა (მაგალითად, როდესაც Core Update გამოდიოდა ან ინდექსაციის პრობლემა ფიქსირდებოდა).

ახლა კი, ნებისმიერ SEO სპეციალისტს ან ვებსაიტის მფლობელს შეუძლია თავად დაამატოს სასურველი კომენტარი გრაფიკის კონკრეტულ თარიღზე.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი Performance Report აღარ არის მხოლოდ მშრალი ციფრები; შეიძლება ითქვას Google Search Console ვებსაიტის დღიურად გადაიქცა.

როგორ მუშაობს?

ანოტაციები გუგლ სერჩ კონსოლში

ფუნქციონალი ძალიან მარტივია და ინტუიციური:

  1. შედიხართ Search Console-ის Performance რეპორტში.
  2. მიიტანთ მაუსს გრაფიკის სასურველ თარიღთან და აჭერთ მარჯვენა ღილაკს.
  3. ირჩევთ “Add annotation”.
  4. წერთ მოკლე კომენტარს (მაქსიმუმ 120 სიმბოლო).

შედეგად, გრაფიკზე გაჩნდება მონიშვნა (პატარა სიმბოლო), რომელზე მაუსის მიტანისას დაინახავთ თქვენს ჩანაწერს.

კონკრეტულად რისთვის გამოვიყენოთ? – 4 საუკეთესო სცენარი

ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც დამკვეთებთან მუშაობს. აი, რისი მონიშვნა ღირს:

  • ტექნიკური ცვლილებები: ვებსაიტის რედიზაინი, URL-ების სტრუქტურის შეცვლა, სერვერის მიგრაცია.
  • კონტენტ მარკეტინგი: დღე, როდესაც ბლოგზე დიდი რაოდენობით ახალი სტატიები ატვირთეთ.
  • მარკეტინგული აქტივობები: როდის დაიწყო ფასდაკლების აქცია ან სატელევიზიო რეკლამა (რამაც შეიძლება ბრენდული ძიებები გაზარდოს).
  • გარე ფაქტორები: ვებსაიტის გათიშვა (Downtime) ან სეზონური დღესასწაულები.

შეზღუდვები, რომლებიც უნდა იცოდეთ

Google-მა რამდენიმე ლიმიტიც დააწესა:

  • საჯაროობა: ანოტაციას ხედავს ყველა, ვისაც ამ დომენის Google Search Console-ზე აქვს წვდომა (დამკვეთიც და სხვა თანამშრომლებიც). ამიტომ, ნუ დაწერთ პირად ან სენსიტიურ ინფორმაციას.
  • რაოდენობა: ერთ დომენზე მაქსიმუმ 200 ანოტაციის დამატება შეგიძლიათ.
  • ვადები: ანოტაციები ინახება მხოლოდ 500 დღის განმავლობაში.
  • რედაქტირება: ჩანაწერის ჩასწორება შეუძლებელია. თუ შეგეშალათ, უნდა წაშალოთ და თავიდან დაწეროთ.

ეს პატარა ცვლილება მნიშვნელოვნად ამარტივებს რეპორტინგს. აღარ დაგჭირდებათ Excel-ის ფაილებში ინფორმაციის ქექვა იმის გასახსენებლად, თუ რამ გამოიწვია ტრაფიკის ზრდა ან კლება. მონაცემები და კონტექსტი ახლა ერთ სივრცეშია.

Picture of მარიამ გოგოლაშვილი
მარიამ გოგოლაშვილი

ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები