ვებსაიტების დამზადება (ვებ დეველოპმენტი)
გამართული ვებსაიტი გრძელვადიანი ციფრული წარმატების საფუძველია: სწორედ აქ იწყება ურთიერთობა მომხმარებელთან, ყალიბდება ბრენდის სანდოობა და რეპუტაცია. Alpaca ამზადებს დამკვეთის მიზნებზე მორგებულ, სწრაფ, მობილურზე გამართულ და საძიებო სისტემებისთვის მზა ვებსაიტებს - კორპორატიული ვებსაიტიდან ონლაინ მაღაზიამდე.
რას მოიცავს შეთავაზება
ვებსაიტის დამზადება მხოლოდ დიზაინითა და აწყობით არ მთავრდება. შეთავაზება სრულ ციკლს მოიცავს - დაგეგმვიდან გაშვებამდე და გაშვების შემდგომ მხარდაჭერამდე.
ვებსაიტის დამზადება
ინდივიდუალური დიზაინი და სტრუქტურა ბრენდის მიზნების მიხედვით, სწრაფი და ადაპტირებადი კოდით.
სრული ტექნიკური SEO მომსახურება
სწორი სტრუქტურა, მეტა-მონაცემები, სქემა, sitemap, სიჩქარის ოპტიმიზაცია და ინდექსაციის კონტროლი - ვებსაიტი საძიებო სისტემებისთვის პირველივე დღიდან მზადაა.
ყოველთვიური მხარდაჭერა
განახლებები, უსაფრთხოება, სარეზერვო ასლები, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და სწრაფი კომუნიკაცია.
გამჭვირვალე პროცესები
ყოველი ეტაპი წინასწარ თანხმდება: დამკვეთი ხედავს, რა კეთდება, როდის და რა შედეგით.
AI ჩატბოტი
ვებსაიტზე ინტეგრირებული AI ჩატბოტი, რომელიც ვიზიტორების ხშირ კითხვებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს პასუხობს და მოთხოვნებს აგროვებს.
რა ტიპის ვებსაიტებს ვამზადებთ
ყოველ ბიზნესს განსხვავებული ამოცანა აქვს, ამიტომ ვებსაიტის ტიპიც მიზნიდან გამომდინარე შეირჩევა.
კორპორატიული ვებსაიტი
კომპანიის სერვისების, გუნდისა და ღირებულებების წარდგენა, რომელიც ბრენდის სანდოობას ამყარებს.
რას მოიცავს
- სერვისების გვერდები
- კომპანიის შესახებ გვერდი
- ბლოგი და სიახლეები
- საკონტაქტო ფორმები
ონლაინ მაღაზია (ecommerce)
პროდუქციის კატალოგი, კალათა და ონლაინ გადახდა - მოსახერხებელი ყიდვის პროცესით.
რას მოიცავს
- კატეგორიები და ფილტრები
- ონლაინ გადახდის ინტეგრაცია
- შეკვეთებისა და მარაგის მართვა
- პროდუქტის სქემა საძიებო სისტემებისთვის
ლენდინგ გვერდი
ერთ მიზანზე ორიენტირებული გვერდი კამპანიისთვის, პროდუქტის გაშვებისთვის ან მოთხოვნების შესაგროვებლად.
რას მოიცავს
- მკაფიო შეთავაზება და CTA
- მოთხოვნის ფორმა
- კონვერსიების აღრიცხვა
- რეკლამასთან ინტეგრაცია
პორტფოლიო / ბლოგი
ნამუშევრების, პროექტების ან ექსპერტული სტატიების წარმოსაჩენად.
რას მოიცავს
- პროექტების გალერეა
- სტატიების კატეგორიები
- ავტორის გვერდი
- სოციალურ ქსელებში გაზიარება
ვებ-აპლიკაცია / პორტალი
რთული ფუნქციონალი: პირადი კაბინეტი, დაჯავშნა, კალკულატორები და ინტეგრაციები გარე სისტემებთან.
რას მოიცავს
- მომხმარებლის რეგისტრაცია
- დაჯავშნის სისტემა
- API ინტეგრაციები
- მონაცემების მართვა
მრავალენოვანი ვებსაიტი
ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე - სწორი ენობრივი სიგნალებით, რომ თითოეულმა ვერსიამ თავისი აუდიტორია იპოვოს.
რას მოიცავს
- ენების გადამრთველი
- hreflang და ენობრივი URL-ები
- თითოეული ენის მეტა-მონაცემები
- თარგმანების მართვა
რედიზაინი
არსებული ვებსაიტის განახლება დიზაინით, სიჩქარითა და სტრუქტურით - საძიებო პოზიციების შენარჩუნებით.
რას მოიცავს
- მიმდინარე ვებსაიტის აუდიტი
- 301 გადამისამართებების რუკა
- ახალი დიზაინი და UX
- ტრაფიკის კონტროლი გაშვების შემდეგ
Alpaca-ს ვებ სტანდარტი
საზოგადოების ყურადღების მოსაპოვებლად ვებსაიტის უბრალოდ აწყობა საკმარისი არ არის. დეველოპმენტის პროცესში Alpaca ითვალისწინებს მომხმარებლის მიზნებს, საჭიროებებსა და მოლოდინებს, რომ სასურველი ინფორმაციის პოვნა მარტივი და გამოცდილება სასიამოვნო იყოს. ვებსაიტი უნდა იყოს ინტუიტიური, სწრაფი და გასაგები.
სწრაფი ჩატვირთვა
ოპტიმიზებული სურათები, ქეშირება და Core Web Vitals-ის მოთხოვნებზე მორგებული კოდი.
მობილურზე მორგებული
ყველა გვერდი და ელემენტი სწორად მუშაობს სმარტფონზე, პლანშეტსა და კომპიუტერზე.
SEO-მზა სტრუქტურა
სემანტიკური HTML, სათაურების სწორი იერარქია, სქემა და სუფთა URL-ები.
მარტივი მართვის პანელი
კონტენტის დამატება და რედაქტირება ტექნიკური ცოდნის გარეშე, უფასო ტრენინგით მოხმარებაზე.
ვებსაიტის დამზადების პროცესი
ხუთი ეტაპი, თითოეული წინასწარ შეთანხმებული ვადითა და შედეგით.
ბრიფი და აუდიტი
მიზნების, აუდიტორიისა და კონკურენტების შესწავლა, საჩუქარი SEO აუდიტი.
სტრუქტურა და დიზაინი
გვერდების რუკა, საძიებო მოთხოვნებზე დაფუძნებული სტრუქტურა და დიზაინის მაკეტი.
დეველოპმენტი
აწყობა, ფუნქციონალი, ინტეგრაციები და ტესტირება ყველა მოწყობილობაზე.
ტექნიკური SEO და გაშვება
მეტა-მონაცემები, სქემა, sitemap, სიჩქარე, Search Console და ანალიტიკა.
მხარდაჭერა
განახლებები, უსაფრთხოება, ხარვეზების აღმოფხვრა და ვებსაიტის შემდგომი განვითარება.
დაგვიკავშირდით
დატოვეთ ინფორმაცია ბიზნესის მიზნების შესახებ და Alpaca-ს გუნდთან ერთად აღმოაჩინეთ ახალი ვებსაიტის შესაძლებლობები.
გაგზავნის შემდეგ
- Alpaca-ს მენეჯერი დაგიკავშირდებათ მოთხოვნის დასაზუსტებლად
- მოკლე ბრიფით დაზუსტდება მიზნები, ვებსაიტის ტიპი და ვადები
- საჩუქრად მიიღებთ ვებსაიტისა და კონკურენტების SEO აუდიტს
ხშირად დასმული კითხვები
შეავსეთ ფორმა და მიიღეთ ვებსაიტისა და კონკურენტების SEO აუდიტი საჩუქრად.
მოთხოვნის გაგზავნარატომ არის საჭირო ვებსაიტის დამზადება?
ვებსაიტი კომპანიისთვის მხოლოდ ციფრული სავიზიტო ბარათი არ არის. ის ბიზნესს რეალურ სარგებელს აძლევს: ბრენდის ცნობადობას, სანდოობას, ციფრულ სივრცეში პოზიციონირებას და ახალ მომხმარებლებს საძიებო სისტემებიდან. სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ვებსაიტი ბრენდის საკუთრებაა და მასზე სრული კონტროლი დამკვეთს აქვს.
რა ღირს ვებსაიტის დამზადება?
ფასი დამოკიდებულია ვებსაიტის ტიპზე, გვერდების რაოდენობაზე, ფუნქციონალსა და ინტეგრაციებზე. Alpaca ყოველ პროექტს ინდივიდუალურად განიხილავს - ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ დეტალურ, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებას.
სჭირდება თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესს ვებსაიტი?
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვებსაიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით ბიზნესი იღებს მონაცემებს მომხმარებლების ინტერესებისა და ქცევის შესახებ, რის საფუძველზეც ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა მარტივდება. ვებსაიტი ციფრული იდენტობის ჩამოყალიბებაშიც ეხმარება, ციფრული წარმატება კი გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.
რამდენ ხანში მზადდება ვებსაიტი?
ვადა პროექტის მასშტაბზეა დამოკიდებული: ლენდინგ გვერდი და მცირე კორპორატიული ვებსაიტი უფრო სწრაფად მზადდება, ონლაინ მაღაზია ან ვებ-აპლიკაცია კი მეტ დროს მოითხოვს. ზუსტი გრაფიკი ბრიფის შემდეგ, თითოეული ეტაპის ვადით თანხმდება.
როგორ შევარჩიოთ ვებსაიტის ტიპი?
ტიპი ბიზნესის მიზნიდან გამომდინარეობს: სერვისების წარდგენისთვის - კორპორატიული ვებსაიტი, ონლაინ გაყიდვებისთვის - ონლაინ მაღაზია, კონკრეტული კამპანიისთვის - ლენდინგ გვერდი. თუ არჩევანი რთულია, ფორმაში მიუთითეთ „ჯერ არ ვიცი“ და ბრიფის დროს Alpaca მიზნებზე მორგებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
რას მოიცავს მხარდაჭერა გაშვების შემდეგ?
ყოველთვიური მხარდაჭერა მოიცავს სისტემისა და დამატებების განახლებას, უსაფრთხოების მონიტორინგს, სარეზერვო ასლებს, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას და კონტენტის ცვლილებებში დახმარებას.
რა შედის საჩუქარ SEO აუდიტში?
აუდიტი აფასებს არსებული ვებსაიტის ტექნიკურ მდგომარეობას (თუ ვებსაიტი უკვე არსებობს), ძირითადი კონკურენტების სტრატეგიას და საძიებო მოთხოვნებს, რომლებზეც ახალი ვებსაიტი უნდა იყოს ორიენტირებული.
ახალი ვებსაიტის დაგეგმვა დღესვე შეიძლება
შეავსეთ ფორმა და მიიღეთ ვებსაიტისა და კონკურენტების SEO აუდიტი საჩუქრად.