SEO-ს ახალი რეალობა: როგორ გავზომოთ AI ხილვადობა, როდესაც ასპარეზზე LLM ჩატები შემოდის?

იანვარი 8, 2026

LLM სისტემებში AI ხილვადობის გაზომვა

წლების განმავლობაში მარკეტერებისა და SEO სპეციალისტების მთავარი საფიქრალი მარტივი იყო: „როგორ მოვხვდეთ Google-ის პირველ გვერდზე და მივიღოთ მეტი ტრაფიკი?“. თუმცა, 2024-2025 წლებში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა.

დღეს მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი პასუხებს პირდაპირ გენერაციული AI-სგან (ChatGPT, Claude, Gemini, Perplexity) იღებს. შედეგად, ვებსაიტზე გადასვლის (Traffic) საჭიროება მცირდება. ჩნდება ახალი დისციპლინა – GEO (Generative Engine Optimization).

მაგრამ როგორ უნდა გავზომოთ წარმატება, როცა „კლიკი“ და „სესია“ აღარ არის ერთადერთი ვალუტა?

პრობლემა: „Zero-Click“ ეპოქა

ტრადიციული SEO მეტრიკები (Rankings, CTR, Organic Traffic) ვეღარ ხედავს სრულ სურათს. თუ მომხმარებელი ეკითხება ChatGPT-ს: „რომელია საუკეთესო CRM სისტემა მცირე ბიზნესისთვის?“ და იღებს პასუხს თქვენი ბრენდის ხსენებით, მაგრამ ვებსაიტზე არ გადმოდის – Google Analytics ამას ვერ აღრიცხავს. არადა, ეს უზარმაზარი მარკეტინგული გამარჯვებაა.

ამიტომ, ყურადღება უნდა გადავიტანოთ ახალ მეტრიკაზე, რომელსაც Share of Model (SoM) ეწოდება.

რა არის Share of Model (SoM)?

ტრადიციული „Share of Voice“-ის ანალოგიურად, SoM ზომავს თქვენი ბრენდის ხილვადობას დიდი ენობრივი მოდელების (LLM) პასუხებში.

ეს მეტრიკა პასუხობს სამ მთავარ კითხვას:

  1. სიხშირე: რამდენად ხშირად ჩნდება ბრენდი რელევანტურ კითხვებზე პასუხის გაცემისას?
  2. პოზიციონირება: გიხსენიებენ როგორც ბაზრის ლიდერს, თუ უბრალოდ ჩამონათვალის ნაწილს?
  3. სენტიმენტი: რა კონტექსტში საუბრობს AI თქვენზე? (დადებითი, ნეიტრალური თუ უარყოფითი).

როგორ გავაკეთოთ ოპტიმიზაცია AI-სთვის? (GEO სტრატეგია)

თუ გსურთ, რომ AI მოდელებმა რეკომენდაცია გაგიწიონ, უნდა შეცვალოთ კონტენტის სტრატეგია:

ფოკუსირდით კონცეფციებზე და არა მხოლოდ საძიებო სიტყვებზე

AI მოდელები ინფორმაციას აღიქვამენ კონცეფციების (Entities) და მათ შორის კავშირების დონზე. ბრენდი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ობიექტი ინტერნეტ სივრცეში.

  • რჩევა: დარწმუნდით, რომ კომპანიის”About Us” გვერდი, ვიკიპედია (თუ გაქვთ) და სოციალური პროფილები მკაფიოდ ხსნის ვინ ხართ და რას საქმიანობთ.

ციტირება ავტორიტეტულ წყაროებში

LLM-ები სწავლობენ სანდო წყაროებზე (New York Times, Forbes, ადგილობრივი ავტორიტეტული გამოცემები, Reddit-ის სანდო თემები).

  • რჩევა: Digital PR ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. თუ სანდო წყაროები ბრენდის შესახებ წერენ, AI ჩათვლის, რომ თქვენი რეკომენდაცია უსაფრთხოა.

უპასუხეთ „Fan-out“ მოთხოვნებს

AI ხშირად შლის მომხმარებლის ერთ ზოგად კითხვას რამდენიმე სპეციფიკურ ქვეკითხვად (Sub-queries).

  • რჩევა: ნაცვლად ზედაპირული სტატიებისა, შექმენით სიღრმისეული კონტენტი, რომელიც თემას ყველა კუთხით ფარავს. კონტენტი უნდა იყოს „მონაცემთა ბაზა“, საიდანაც AI ინფორმაციას ამოიღებს.

ტრაფიკიდან გავლენაზე გადასვლა

ნიშნავს თუ არა ეს SEO-ს დასასრულს? რა თქმა უნდა, არა. ეს ევოლუციაა. თქვენი ახალი მიზანია არა მხოლოდ ვებსაიტზე ვიზიტორის მოყვანა, არამედ გავლენის მოხდენა LLM-ებში. როდესაც AI თქვენს ბრენდს რეკომენდაციას უწევს, ეს ზრდის ბრენდის ცნობადობას, რაც საბოლოოდ მაინც აისახება „Direct“ ტრაფიკსა და გაყიდვებზე.

დროა, შეწყვიტოთ მხოლოდ კლიკების თვლა და აქტიურად დაიწყოთ ადგილის დამკვიდრება ხელოვნური ინტელექტის „გონებაში“.

ხელსაწყოები რომლებიც დაგეხმარებათ LLM ხილვადობის შეფასებაში

Semrush – Semrush-ი ამ სიაში ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც AI და SEO ხილვადობას ერთიან სისტემად განიხილავს. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა.

Profound – ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი კომპანიაა ამ სფეროში. მათ საქმიანობა 2024 წელს დაიწყეს, 2025 წლის ივნისში კი 20 მილიონი დოლარის საწყისი (Seed) ინვესტიცია მოიზიდეს, რათა მთელი რესურსი AI ძიებისკენ მიემართათ. პროდუქტი შთამბეჭდავი და სწრაფია. თანაც, განახლებებს ხშირად უშვებენ. აღსანიშნავია, რომ დაფარვის არეალი პაკეტების მიხედვით განსხვავდება. Starter მხოლოდ ChatGPT-ს მოიცავს. Growth-ს ემატება Perplexity და Google AI Overviews, ხოლო Enterprise ხსნის წვდომას შემდეგ პლატფორმებზე: Google AI Mode, Gemini, Copilot, Meta AI, Grok, DeepSeek და Claude.

ZipTie  – ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ინსტრუმენტია და ზუსტად ამიტომაც არის ეფექტური.

ხელსაწყო არ არის გადატვირთული ზედმეტი ფუნქციებით, არ სჭირდება ხანგრძლივი დროის დათმობა გასამართად და არც გაყიდვების პროცესის გავლაა საჭირო. უბრალოდ უთითებთ ბრენდს და იღებ ინფორმაციას ხილვადობაზე ChatGPT-ში, Perplexity-სა და Google-ის AI Overviews-ში.

ხელსაწყო არ არის შექმნილი გუნდებისთვის, რომლებსაც ფრომფთების სიღრმისეული ლოგიკა ან სამუშაო პროცესების ინტეგრაცია სჭირდებათ.

Peec AI LLM მონიტორინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ახალი მოთამაშეა. კომპანია 2025 წელს დაარსდა და 5.2 მილიონი ევროს საწყისი ინვესტიცია მიიღო.

პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ წამყვან AI საძიებო სისტემებში ბრენდის ხილვადობასა და სენტიმენტს (განწყობას) მარტივი ინტერფეისის მეშვეობით დააკვირდეთ. საბაზისო ვერსია მოიცავს ChatGPT-ს, Perplexity-სა და Google AI Overviews-ს (Google AI Mode), ხოლო დამატებითი სისტემების ჩართვა ფასიანი პაკეტებით არის შესაძლებელი.

Gumshoe AI ამ სიაში წარმოდგენილი სხვა პლატფორმებისგან რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს.

ფრომფთებით დაწყების ნაცვლად, ის ამოსავალ წერტილად „პერსონებს“ იღებს – იკვლევს მათ რეალურ როლებს, მიზნებსა და პრობლემებს. შემდეგ კი, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგენს (აკეთებს „რევერს-ინჟინერიას“) იმ სავარაუდო კითხვებს, რომლებსაც ეს ადამიანები AI საძიებო სისტემებში სვამენ.

 

Picture of მარიამ გოგოლაშვილი
მარიამ გოგოლაშვილი

ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები