Google-ის AI-პასუხები 54%-ით ემთხვევა ორგანული ძიების შედეგებს

იანვარი 14, 2026

SEO კვლავ მნიშვნელოვანია

წარმოიდგინეთ, რომ Google-ში რაღაცას ეძებთ. პასუხად, ტრადიციული 10 ლურჯი ბმულის ნაცვლად, პირდაპირ გხვდებათ AI-ს მიერ დაწერილი ვრცელი პასუხი (ამას AI Overview ჰქვია). ამ AI პასუხში კი ხშირად ნახსენებია 3-4 ვებსაიტი, საიდანაც მან ეს ინფორმაცია აიღო.

Search Engine Journal-მა შეისწავლა, თუ რამდენად ემთხვევა ეს AI პასუხში მოხვედრილი საიტები იმ საიტებს, რომლებიც ისედაც პირველ გვერდზე ჩანან (ანუ, ტრადიციულ “ორგანულ” შედეგებში).

კვლევის მთავარი აღმოჩენა

როდესაც Google გაჩვენებთ AI პასუხს, ამ პასუხში ნახსენები საიტების 54% არის ზუსტად იგივე საიტები, რომლებიც ისედაც პირველ გვერდზე არიან (ორგანულ შედეგებში).

კარგი ამბავი ისაა, რომ Google-ი AI პასუხების დასაწერად ყველაზე მეტად ენდობა იმ ვებსაიტებს, რომლებიც ისედაც ავტორიტეტულად მიაჩნია და პირველ გვერდზეა წარმოდგენილი. ე.ი, ტრადიციული SEO (ვებსაიტის ოპტიმიზაცია) კვლავ უმნიშვნელოვანესია. თუ პირველ გვერდზე ხარ, უდიდესი შანსი გაქვს, რომ AI-ს პასუხშიც მოხვდე და დამატებითი ხილვადობა მიიღო.

საინტერესოა რას გვეუბნება ამ კვლევის დარჩენილი 46%? ის გვიჩვენებს, რომ შემთხვევების 46%-ში, AI-ს პასუხში ხვდებიან ისეთი ვებსაიტები, რომლებიც ძიების პირველ გვერდზე საერთოდ არ ჩანან.

ეს ნიშნავს, რომ AI-ს შეუძლია „აღმოაჩინოს“ ძალიან ხარისხიანი და კონკრეტულ კითხვაზე მორგებული ინფორმაცია ისეთი ვებსაიტიდანაც, რომელიც შეიძლება ძიების მეორე, მესამე ან თუნდაც მეათე გვერდზე იყოს “დამალული”.

რა შეგვიძლია დავასკვნათ?

თუ ვებსაიტი გაქვთ, პირველ გვერდზე მოსახვედრად ბრძოლა ისევ მთავარი მიზანია. ეს ზრდის შანსს, რომ AI-მაც “დაგაფასოთ”. თუმცა, AI-ს ეპოქაში, უნიკალურმა და ძალიან ხარისხიანმა კონტენტმა შეიძლება მოგცეთ შანსი, ტრადიციულ შედეგებს “გადაახტეთ” და პირდაპირ AI-ს პასუხში მოხვდეთ, თუნდაც აქამდე შედეგების გვერდზე ლიდერი არ ყოფილიყავით.

 

Picture of სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები