
პროექტის პროფილი
- დამკვეთი: Alta (ალტა)
- ვებსაიტი: https://alta.ge/
- ინდუსტრია: ტექნიკის მაღაზია (E-commerce & B2B)
გზა ციფრული ლიდერობისკენ
“როგორ მოვიპოვეთ ტოპ 3 პოზიცია 1200+ საკვანძო სიტყვაზე “ალტასთვის”
საწყისი მდგომარეობა და ბაზრის გამოწვევები
ბაზრის ლიდერობა მხოლოდ მაღალ ტრაფიკს არ გულისხმობდა; ეს ნიშნავდა ტექნიკის უმსხვილეს მაღაზია „ალტას“ პოზიციონირებას, როგორც პირველად არჩევანს ნებისმიერი ტექნოლოგიური საჭიროებისას.
პროცესის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ სტანდარტული ოპტიმიზაციის მეთოდები საკმარისი არ იქნებოდა. საჭირო გახდა სიღრმისეული ანალიზი, რათა დაგვედგინა, რატომ ვერ ახერხებდა არსებული ავტორიტეტი სრულ ტრანსფორმაციას ორგანულ შედეგებში.
“ალტას” მიზანი ძალიან მარტივი გახლდათ – რელევანტურ E-commerce სივრცეში აბსოლუტური ლიდერობის მოპოვება, თუმცა, როგორც ვახსენეთ, გზაზე გარკვეულმა კომპლექსურმა გამოწვევებმა იჩინა თავი.
- ამბიციური მიზანი: დამკვეთს სურდა ტოპ 3 პოზიციის დაკავება დიდი რაოდენობით სტრატეგიულ საძიებო სიტყვებზე.
- კრიტიკული მდგომარეობა: პროექტში ჩართვის პერიოდში მიმდინარეობდა ვებსაიტის სრული განახლება და ახალ სისტემაზე გადაწყობა.

სამოქმედო სტრატეგია და ტექნიკური გადაწყვეტები
ვინაიდან თანამშრომლობა ვებსაიტის დეველოპმენტის ფაზაში დაიწყო, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად დაგვეგეგმა ვებგვერდის არქიტექტურა და წინასწარ გაგვეთვალისწინებინა ყველა ტექნიკური SEO პარამეტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრიორიტეტების გადაგეგმვისა და მასშტაბური გადამისამართებების (Redirects) პროცესს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ძველი პლატფორმის ავტორიტეტისა და საძიებო რეიტინგების სრულად შესანარჩუნებლად.
- გაიმართა ნავიგაციის სტრუქტურა საუკეთესო UI/UX პრაქტიკების მიხედვით.
- კატეგორიზაცია და ოპტიმიზაცია: კატეგორიების უმეტესობას გაეწერა უნიკალური აღწერები და გაიმართა შიდა გადალინკვების (Internal Linking) ქსელი.
- დუბლირებების აღმოფხვრა: ჩამოყალიბდა ლოგიკა, რომელიც გამორიცხავდა დუბლირებული გვერდების გუგლში ერთდროულად გამოჩენას.
- გადამისამართებები: გადამისამართდა ათიათასობით ბმული ავტომატიზაციის მეშვეობით.
- Crawl Budget ოპტიმიზაცია: ბოტებისთვის შეიზღუდა წვდომა ისეთ გვერდებზე, რომლებიც საძიებო სისტემაში არ უნდა მოხვედრილიყო.
- გაუმჯობესდა ჩატვირთვის სიჩქარე და Core Web Vitals მაჩვენებლები. ეს ნიშნავდა, რომ უფრო სწრაფად იტვირთება გვერდი ვიზიტორებისთვის.
- ბექლინკ კამპანია: დაიგეგმა ბექლინკ კამპანია, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა ALTA-ს ციფრული ავტორიტეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ავითვისეთ უამრავი ავტორიტეტული მედიაპლატფორმა, როგორებიცაა: Forbes.ge, Tabula.ge, Rustavi2.ge, Tvpirveli.ge, Kvirispalitra.ge, Kvira.ge, Bp.ge, Homeis.ge და სხვა. ამასთან ვებსაიტი გაიწმინდა ათასობით სპამ ბექლინკისგან.
- საძიებო სიტყვების სტრატეგია მოერგო მსყიდველობითი განზრახვის ფრაზებს. ეს კი ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს კიდევ უფრო დაუახლოვდა, რომლებსაც ნამდვილად სურდათ ტექნიკის შეძენა.
გაზომვადი შედეგები და ბაზარზე პოზიციონირება
ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვამ, ავტორიტეტის გაძლიერებამ და მსყიდველობით განზრახვაზე მორგებულმა საძიებო სტრატეგიამ განაპირობა:
- 📈 +75% ორგანული ტრაფიკის ზრდა არაბრენდულ საძიებო სიტყვებზე: წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ორგანული ტრაფიკი, რომელიც ისეთი საძიებო სიტყვებით იყო დაგენერირებული, რომელიც არ შეიცავდა რაიმე ფორმით “ალტას”, გაიზარდა 75%-ით
- 🏆 აბსოლუტური დომინაცია ძიებაში: Ahrefs-ზე დაკვირვების ქვეშ მყოფი 1200 საძიებო სიტყვა ტოპ 3 პოზიციაზეა.
- 🥇 #1 პოზიციები კატეგორიებზე: ლიდერობა ისეთ მაღალკონკურენტულ თემებზე, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ნოუთბუქები, ტელევიზორები, ლეპტოპები, მონიტორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები და ა.შ
- 🔗 ავტორიტეტის ზრდა: Domain Rating (DR) გაიზარდა 44-მდე.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ბაზარზე ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა: თუ მანამდე ორგანულ ტრაფიკსა და პოზიციებს სხვა მსხვილი მოთამაშე აკონტროლებდა, ოპტიმიზაციის შედეგად „ალტამ“ მოახერხა ამ ლიდერობის მოპოვება და სექტორში წამყვანი პოზიციის დაკავება. (“ალტა” აღნიშნულია ლურჯი ფერით)

SEO ექსპერტის ხედვა – სანდრო გერმისაშვილი
„ალტას“ პროექტი ადასტურებს, რომ თანმიმდევრული SEO სტრატეგია და პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა გრძელვადიან პერსპექტივაში გარდამტეხ შედეგებს იძლევა. უწყვეტმა მუშაობამ კომპანიას საშუალება მისცა, არა მხოლოდ გაეზარდა ხილვადობა, არამედ დაემკვიდრებინა ბაზრის ლიდერის პოზიცია ციფრულ სივრცეში.



















