
Google-ის AI Overviews-ის გავლენა ვებსაიტების ტრაფიკზე მუდმივი დებატის საგანია. საძიებო სისტემის ხელმძღვანელმა, ლიზ რეიდმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ AI Overviews ამცირებს ვებსაიტი სწრაფად დატოვების მაჩვენებელს (bounce clicks) და არა იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც სიღრმისეული ინფორმაცია სჭირდებათ. ეს განცხადება მიზნად ისახავს AI Overviews-ის ეფექტის განმარტებას ვებგვერდების ტრაფიკზე, თუმცა Google ამის დასადასტურებელ მონაცემებს არ აქვეყნებს.
Google-ის განმარტება “bounce clicks”-ის შესახებ
ლიზ რეიდის თქმით, მომხმარებლები, რომლებსაც სურთ გრძელი ტექსტების წაკითხვა, მაინც გადადიან ვებსაიტზე. მან ასევე აღნიშნა, რომ გუგლის რეკლამას გაცილებით ნაკლები ვიზიტორი ჰყავდა ამ მიზეზის გამო.
დამოუკიდებელი კვლევების შედეგები AI Overviews ტრაფიკის შემცირებაზე
Google-ის მხრიდან დამადასტურებელი მონაცემების არარსებობის ფონზე, დამოუკიდებელი კვლევები სხვა სურათს აჩვენებს.
- Chartbeat-ის მონაცემებით (2026 წლის ანგარიში), გლობალურად გუგლის საძიებო ტრაფიკი გამოცემებისთვის დაახლოებით მესამედით შემცირდა. Google Discover-დან რეფერალური ტრაფიკი წლიურად 21%-ით დაეცა.
- Seer Interactive-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ვებსაიტის CTR AI Overviews-ის მქონე საძიებო სიტყვებისთვის 2024 წელს 1.76%-დან 2025 წელს 0.61%-მდე შემცირდა. ეს კი 61%-იანი ვარდნაა.
- ამას გარდა, Pew Research Center-ის კვლევამ დაადგინა, რომ მომხმარებლები შედეგებზე 8%-ით ნაკლებად აჭერდნენ AI Overviews-ის გამო. AI-ს ინტეგრირებამდე კი ეს მაჩვენებელი 15%-ს შეადგენდა.
- ასევე, 19 მედია გამომცემელთან აღინიშნა, რომ გუგლიდან გადმოსული რეფერალური ტრაფიკი საშუალოდ 10%-ით შემცირდა.
ეს მონაცემები კი AI Overviews-ის გავლენასა და მის შედეგად ვებსაიტის ტრაფიკის საერთო შემცირებაზე მიუთითებს, განსხვავებით Google-ის მიერ მოწოდებული განმარტებებისგან.



















