რა არის SEO და რას გულისხმობს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია?
SEO ზოგადი ცნებაა, რომელიც გულისხმობს თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციას რელევანტურ საძიებო სიტყვებსა თუ ფრაზებზე საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციაზე გამოსაჩენად.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ვებგვერდის ოპტიმიზაციას იმ მიზნით, რომ საძიებო სისტემებიდან ვიზიტორები უფასოდ მიიღოთ.
ვინაიდან გლობალურად Google №1 საძიებო სისტემაა, ძირითადი ფოკუსი Google – ს SEO-ზე გვექნება.
Google-ს ძიების რეზულტატები 2 ნაწილად – ფასიანი და უფასო ძიების შედეგებად იყოფა. ალბათ, შეგიმჩნევიათ, როდესაც რამეს „გუგლავთ“, ხშირად გვერდის სულ ზედა ნაწილში პირველ რამდენიმე პოზიციაზე „Ad“ აღნიშვნით გამოაქვს რამდენიმე შედეგი – ეს არის ფასიანი რეკლამა. „Ad“-ების შემდეგ კი მოდის 10 ორგანული შედეგი, რომლებსაც Google თქვენთვის ყველაზე რელევანტურად მიიჩნევს. თქვენი ლოკაციისა და ძიების ისტორიის მიხედვით გვიჩვენებს რეკლამას. გვერდის ბოლოში, ასევე „Ad“ აღნიშვნით, კვლავ გამოყოფილია ფასიანი შედეგები.
სწორედ ეს არის SEO სერვისის მიზანი, ვებგვერდის გაუმჯობესებით, საძიებო შედეგების გვერდზე მაღალი პოზიციების დაკავება. შედეგად, საიტზე უფასოდ შემოიყვანთ მაღალი ხარისხის ვიზიტორებს, რაც დადებითად აისახება თქვენი ბიზნესის მიზნებზე – იქნება ეს პროდუქტის გაყიდვა, კორპორაციული კლიენტების მოძიება, იმიჯის ამაღლება თუ სხვ.
მიიღე SEO აუდიტი უფასოდ
გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.
ვებგვერდის პოზიცია Google-ში პირდაპირ კავშირშია ვიზიტორების რაოდენობასთან
ვებგვერდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანულად მიღებული ვიზიტორები, ვინაიდან ტრაფიკის 60%-ზე მეტი სწორედ მასზე მოდის.
2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, Google-ში გამოტანილ №1 ორგანულ შედეგზე, პირველ ვებგვერდზე, საშუალოდ, ვიზიტორების საერთო რაოდენობის 28.5% გადადის, №2 შედეგზე 15.7% აჭერს, ხოლო №3 ვებგვერდით მომხმარებელთა 11% ინტერესდება. გუგლის საძიებო სისტემაში გამოტანილი №1 ორგანული შედეგი 10-ჯერ მეტ ვიზიტორს იღებს, ვიდრე №10; ხოლო მე-2 გვერდზე გამოტანილ ორგანულ შედეგებს SERP-იდან ვიზიტორების 1%-ზე ნაკლები ჰყავთ.
ლოკალური SEO-ს აუცილებლობა თქვენი ბიზნესისთვის
როდესაც Google-ში ისეთ ბიზნესს ან ბიზნესის კატეგორიას ვეძებთ, რომელსაც კონკრეტული მისამართი აქვს, მაგალითად: რესტორანი, მაღაზია, ოფისი და ა.შ., საძიებო შედეგების გვერდის ზედა ნაწილში ხშირად გვხვდება რუკაზე დატანილი ლოკაციები. Google Map-დან ლოკაციები განსაკუთრებულად ხშირად ჩანს მობილური ტელეფონიდან ძიებისას. ამ დროს Google ითვალისწინებს ჩვენს ამჟამინდელ ლოკაციას და გვაჩვენებს შესაბამის SEO ოპტიმიზირებულ ბიზნესებს. თვითონ Google Map-ის მოხმარებაც დღითიდღე იზრდება და შესაბამისად, იზრდება პოტენციური ვიზიტორების რაოდენობაც. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ბიზნესისთვის გამართული ლოკალური SEO წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.
ფოტოების SEO ოპტიმიზაციით მიღებული სარგებელი
Google-ის ფოტო-ძიების ფუნქცია პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. თქვენს ვებგვერდზე არსებული ფოტოების ოპტიმიზირებით შესაძლებელია Google Image ძიებიდან დამატებით ვიზიტორების მიღება. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში კომპანიების 99.9%-ს ვებგვერდზე არაოპტიმიზირებული ფოტოები აქვთ განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ვიზიტორებს ყოველდღიურად კარგავენ.
რას ვგულისხმობთ ოპტიმიზირებულ ფოტოში?
- ფოტოს ზომა და რეზოლუცია
- სწორად შერჩეული ფორმატი: Webp, jpg, png თუ svg?
- ფოტოს Alt Text და Title ტეგი
- ფოტოს კონტენტთან რელევანტურობა
- ფოტოს უნიკალურობა
YouTube ვიდეობის ოპტიმიზაცია მეტი ვიზიტორის მისაღებად
YouTube ვიზიტორების რაოდენობით, საქართველოში №2 ვებგვერდია და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. YouTube-ის ვიდეოები, ასევე, Google-ის საძიებო სისტემაშიც გვხვდება.
YouTube საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია იგივე YouTube SEO, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის კავშირი კომპანიის იმიჯთან და სანდოობასთან
სიტუაცია #1: არაოპტიმიზირებული ვებგვერდის შემთხვევა
წარმოიდგინეთ, რომ გუგლში ეძებთ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას და ვერ პოულობთ ან პოულობთ გვერდის ბოლოში, საძიებო სისტემის დასაწყისში კი, პირველ პოზიციებზე, სულ ამ კომპანიის კონკურენტები არიან.
ეძებთ კომპანიას Google Map-ში, რათა ნახოთ მისამართი ან ტელეფონის ნომერი და ვერ პოულობთ, სანაცვლოდ პოულობთ ამ კომპანიის კონკურენტს მზა მისამართით, რეიტინგით, კითხვებზე პასუხებით.
რას ვფიქრობთ ამ დროს? ლოგიკურად, ამ კომპანიის სანდოობის მიმართ ეჭვი გიჩნდებათ და, უმეტეს შემთხვევაში, ალტერნატიული ვარიანტის ძიებას იწყებთ.
სიტუაცია #2: SEO ოპტიმიზირებული ვებგვერდი
წარმოვიდგინოთ, რომ Google-ში ვეძებთ რომელიმე პროდუქტის კატეგორიას ან სერვისს და პირველ რეზულტატად გუგლს საძიებო სისტემაში რომელიღაც კომპანიის მოწესრიგებული, გასაგები ვებგვერდი გამოაქვს. ამ შედეგს სათაურად გაწერილი აქვს დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, აღწერაში კი დამატებით დეტალებსაც გვიკონკრეტებს. ანუ, რეზულტატი კარგად შეესაბამება ჩვენს საძიებო თემატიკას.
შემდეგ ვინტერესდებით ამ კომპანიის ავტორიტეტით, და ვხედავთ, რომ ამ კომპანიის პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ სტატიებს სხვა პოპულარული გამოცემებიც წერენ. იმავე კომპანიის პროდუქტი ან სერვისი იძებნება YouTube-ზე, იძებნება Google ფოტოებში; იმავე კომპანიის ბმულები გვხვდება სხვადასხვა ავტორიტეტულ ვებგვერდებზე. ერთი სიტყვით, სადაც არ უნდა მოვძებნოთ ეს კომპანია ონლაინ, ვპოულობთ გამართული ფორმით. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესი ლეგიტიმურია და შეგვიძლია, ვენდოთ.
ახლა შევაჯამოთ:
№1 სიტუაციაში ვეძებდით კონკრეტულ კომპანიას, რომლის შესახებაც უკვე ვფლობდით ინფორმაციას და იმის გამო, რომ ეს კომპანია საძიებო სისტემაში არ იძებნებოდა, მისი ბიზნესის ვალიდურობის შესახებ ეჭვი გაგვიჩნდა ან, უბრალოდ, არასერიოზულად/არაკომფორტულად გვეჩვენა ის, რომ არ „ისერჩებოდა“. ამით კომპანიამ დაკარგა მომხმარებელი, რომელიც მზად იყო პროდუქტის თუ სერვისის შესაძენად.
№2 სიტუაციაში ვეძებდით პროდუქტს ან სერვისს და ვიპოვეთ კომპანია, რომელიც სოლიდურად არის წარმოდგენილი ონლაინ. ამ კომპანიამ, გამართული SEO-ს დამსახურებით, შეიძინა ახალი მომხმარებელი, რომელიც არ იცნობდა მას და მის პროდუქტს, მაგრამ ზუსტი პასუხები მიიღო თავის ინტერესზე/შეკითხვებზე.
არასწორედ გაკეთბული SEO – საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით მიღებული ზიანი
ზემოთ ვისაუბრეთ საძიებო სისტემაში გვერდის სეო ოპტიმიზაციით მიღებულ უნიკალურ შესაძლებლობებზე და მისი უგულებელყოფით გამოწვეულ დანაკარგებზე, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია სწორი, კეთილსინდისიერი SEO-ს მნიშვნელობაზე საუბარიც და ქვემოთ მოგიყვებით, რატომ:
Google-ს საძიებო სისტემაში თქვენი ვებგვერდის პოზიციას Google-ის ალგორითმი განსაზღვრავს, რომელიც მუდმივად იხვეწება და იცვლება.
ცნობილი ამბავია, რომ გლობალურად და, განსაკუთრებით, საქართველოში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. Black Hat საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდებს იყენებენ.
Black Hat – ეს არის SEO ინდუსტრიაში დამკვიდრებული ფრაზა, რომელიც საძიებო სისტემაში კონკრეტული ვებგვერდის წინა პოზიციებზე წამოსაწევად Google-ის ალგორითმის სხვადასხვა გზით მოტყუებას გულისხმობს.
ნებისმიერი პროგრამა და, მათ შორის, Google-ის ალგორითმიც დროებით შეიძლება, რაღაც მექანიზმებით მოვატყუოთ, თუმცა Google მუდმივად ებრძვის იმ ვებგვერდებს, რომლებიც ასეთ აღნიშნულ მეთოდს იყენებს და ხვეწს გზებს, რათა ეს მოსატყუებელი გზები მინიმუმამდე დაიყვანოს.
გუგლი წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ უშვებს მორიგ განახლებას წინა კოდში გაპარული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და იმ საიტებს, რომლებმაც White hat (სწორი, სინდისიერი) სეოს გვერდის ავლით სცადეს საძიებო სისტემაში პოზიციების დამკვიდრება, მკაცრად აჯარიმებს(აპენალტებს) .
დაჯარიმების ყველაზე მკაცრი ფორმა გუგლის ინდექსიდან, საძიებო სისტემიდან ვებგვერდის მთლიანად წაშლაა. ნაკლებად მკაცრი სასჯელის ფორმა კი პოზიციების დაკარგვაა – მაგალითად 10, 20 პოზიციით ქვემოთ ჩაჩოჩება.
Google-ის მიერ მინუს პოზიციით დაჯარიმებული ვებგვერდისთვის პენალტის მოხსნა, თეორიულად, შესაძლებელი, თუმცა, ძალიან რთული ამბავია, ხოლო, ინდექსიდან წაშლილი ვებგვერდის გაცოცხლება, პრაქტიკულად, შეუძლებელი.
ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამაში მოცემულია ერთ-ერთი რეალური ვებგვერდის ორგანული ტრაფიკი (საძიებო სისტემებიდან შესული მომხმარებლები) გუგლის ალგორითმის მიერ დაჯარიმებამდე და დაჯარიმების შემდეგ.
SEO სპეციალისტის ან SEO სააგენტოს შერჩევა, რაღაც ანალოგიით, ექიმის შერჩევას ჰგავს. ვიცით, რომ არასწორად ჩატარებული მკურნალობა შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, ამიტომ, ვინტერესდებით სპეციალისტის რეპუტაციით, მიღებული განათლებით, მკურნალობის მეთოდით და ა.შ.;
მსგავსი მიდგომაა საჭირო SEO ექსპერტის შერჩევის დროსაც, ვინაიდან არასწორად შერჩეული კადრის თუ კომპანიის შემთხვევაში შესაძლოა, Google-ის ალგორითმის მომდევნო განახლებისას თქვენი ვებგვერდი საძიებო სისტემაში საერთოდ ვეღარ აღმოაჩინოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ SEO სააგენტოს თუ ექსპერტის შერჩევისას?
პირველ რიგში, გაერკვიეთ, SEO სპეციალისტის აყვანა უფრო მომგებიანია თქვენი ბიზნესისთვის თუ SEO სააგენტოსთან თანამშრომლობა?
SEO სააგენტოში “ალპაკა” ნებისმიერ SEO პროექტზე მუშაობს გუნდი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ძირითად შემთხვევაში, ეს გამოცდილება მიღებულია აშშ-ს ბაზარზე მუშაობის პროცესში, რაც, საქართველოს ბაზართან შედარებით, გაცილებით რთული და მასშტაბურია.
SEO გუნდის შემადგენლობა:
- SEO ექსპერტი, რომელიც პროექტის გუნდის ლიდერია;
- ქოფირაითერი, რომელიც SEO ექსპრეტთან შეთანხმებით ახდენს ძირითადი ტექსტების ოპტიმიზაციას;
- ტექსტის შემქმნელი იგივე ქონთენთ რაითერი, რომელიც პასუხისმგებელია სტატიების შექმნასა და ვებგვერდზე არსებული მოზრდილი ტექსტების გამართვაზე;
- დიზაინერი, რომელიც ქმნის გრაფიკულ ელემენტებს;
- დეველოპერი, რომელიც ზრუნავს საიტის გამართულ მუშაობაზე;
- სოც. მედია მარკეტერი – რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის სოციალური მედია გვერდების გამართვაზე (YouTube; Facebook; Google My Business; Twitter; LinkedIn; Pinterest…), რაც გვეხმარება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში.
- ანალიტიკოსი, რომელიც პერიოდულად აწვდის SEO ექსპერტს დამუშავებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც იგეგმება შემდეგი სამუშაოები.
როგორც ხედავთ, გამართულ SEO სააგენტოში პროექტზე განსხვავებული პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს, რაც უპირობო წარმატებას და ხანგრძლივი შედეგების მიღებას განაპირობებს. შეუძლებელია, იპოვოთ კადრი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროფესიას ექსპერტის დონეზე ფლობს.
შესაბამისად, ვებგვერდის SEO ოპტიმიზაციისთვის არსებობს მხოლოდ 3 გზა და ნებისმიერი მათგანის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია სააგენტოსა თუ კადრის რეპუტაცია, გამოცდილება, ინდუსტრიაში გატარებული წლები და შესრულებული პროექტები:
გზა №1: აიყვანოთ მხოლოდ SEO ექსპერტი, რომელიც შემდგომში აუთსორსზე გაიტანს სხვადასხვა დავალებებს, საჭიროების მიხედვით
მაღალი ხარისხის SEO ექსპერტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან რთული საპოვნელია, ვინაიდან აღნიშნულ პროფესიაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. საუბარია SEO ექსპერტზე, რომელიც ხანგრძლივი პერიოდით მოგვიტანს სარგებელს და არ ეცდება ალგორითმის მოტყუებას, შესაბამისად, არ შეიქმნება თქვენი ვებგვერდის დაპენალების რისკიც.
ასეთი კადრის გასაუბრების გზით გამოვლენა ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც გასაუბრებას HR და მარკეტერი ატარებენ, რომლებსაც SEO მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა არ გააჩნიათ. შესაბამისად, არასწორი კადრის აყვანის მაღალი რისკი დგება, რომელმაც შესაძლოა, ძვირად ღირებული ზიანი მოგაყენოთ.
გზა №2: დააკომპლექტოთ SEO გუნდი თქვენივე კომპანიის შიგნით
ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ზემოთ აღწერილი პირველი გზა უნდა გაიაროთ და შემდეგ, HR-თან ერთად, SEO ექსპერტს დაეხმაროთ, რათა, კომპანიის სიდიდის გათვალისწინებით, სპეციალისტების 5-10-კაციანი გუნდი დააკომპლექტოს.
გზა №3: ითანამშრომლოთ SEO სააგენტოსთან, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს
გამოცდილ SEO სააგენტოსთან მუშაობა ბიზნესისთვის ყველაზე მომგებიანი და, 99.9% შემთხვევაში, ერთადერთი სწორი არჩევანია..
მაგალითად, ალპაკაში SEO სერვისის ყოველთვიური საფასური 1000 ლარიდან იწყება და, თქვენი ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის, გიერთდებათ დიდი გამოცდილების მქონე, კეთილსინდისიერ პროფესიონალთა გუნდი, ამასთან – ინდივიდუალურად, თქვენზე მორგებული დროით და პირობებით.
ალტერნატიული პირველი ორი გზის არჩევის შემთხვევაში კი დახარჯავთ გაცილებით მეტს და, ასევე, მეტი საკითხი დადგება გამართლება-არგამართლების სასწორზე.
დასასრულს კი გვინდა, შემოგთავაზოთ ვებგვერდის SEO ოპტიმიზაციისთვის ზემოთ აღწერილი 3 გზის მარტივი შედარება ბიუჯეტის კუთხით:
- SEO ექსპერტის გუნდში აყვანით რამდენჯერმე მეტი ხელფასის გადახდა მოგიწევთ;
- SEO გუნდის დაკომპლექტებით მთელი გუნდისთვის სახელფასო ბიუჯეტის გამოყოფა და გუნდის სწორ მენეჯმენტზე ზრუნვა დაგჭირდებათ;
- SEO სააგენტო ალპაკასთან თანამშრომლობით კი თქვენ იღებთ რეალურად ხარისხიან შედეგს, გაცილებით ნაკლები ხარჯის და ნული საზრუნავის ფასად.
მიიღე SEO აუდიტი უფასოდ
გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.