UI/UX დიზაინერი

ციფრული სააგენტო ”Alpaca” ეძებს UI/UX დიზაინერს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

მოვალეობები:

  • უნიკალური ვებდიზაინების შექმნა;
  • დეველოპერების გუნდთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • საჭიროებისამებრ არსებული დიზაინების გაუმჯობესება;
  • ვებგვერდისთვის დიზაინერული ელემენტების შემუშავება;
  • დიზაინთან დაკავშირებული პრობლემების კრეატიულად გადაჭრა და ახალი იდეების გენერირება;
  • დამკვეთებისგან მიღებული უკუკავშირების მიღება და საჭიროებისამებრ დიზაინში იმპლემენტაცია.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება UI დიზაინში;
  • პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილი იქნება კანდიდატის მიერ შესრულებული რეალური პროექტები;
  • Adobe XD ან Figma-ს და Adobe Illustrator-ის თავისუფლად ფლობა;
  • ინგლისურის ენა (მინ. B2);
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ჯანსაღი სამუშაო ეთიკა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი – ორშ-პარ. 09:00-18:00-მდე. ანაზღაურება – ხელზე ასაღები 1500 ₾/თვეში გამოსაცდელი პერიოდის ვადაში.გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ ხელფასის ოდენობა იქნება მზარდი და განისაზღვრება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის მიხედვით.

კანდიდატის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის კულტურასთან თანხვედრას და კანდიდატის მორალს. ალპაკა არ იღებს მონაწილებას ისეთ პროექტებში რომელიც არ არის სარგებელის მომტანი საზოგადოებისთვის, ასევე ემიჯნება ყველა იმ ბიზნესს, რომელიც ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპი მოიცავს ტექნიკურ დავალებასაც, სადაც შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ, წინასწარ მომზადებული ბრიფის შესაბამისად ვებგვერდის Landing Page-ის შექმნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ქვემოთ მოცემულ ღილაკზე დაჭერით.

კანდიდატის შერჩევის ეტაპები

1. განაცხადის შევსება

2. ტექნიკური დავალება

3. გასაუბრება

4. დასაქმება

ატვირთეთ CV
ატვირთეთ ნამუშევრები PDF ფორმატში