სს ,,ალპაკა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (NET)
ფუნქცია–მოვალეობები:
• AI ოპტიმიზირებულ სისტემაში ავტომატურად გენერირებული ბუღალტრულიგატარებების (შემოსავალი/გასავალი) ვალიდაცია და კონტროლი;
• დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი, მათთან კომუნიკაციის დამყარება;
• ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების წარმოება და წარდგენა;
• ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
• შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული დოკუმენტაციის ატვრითვა/მიღება;
• სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
• არსებული ფინანსური პროცესების ანალიზი და გუნდისთვის რეკომენდაციების მომზადება ბუღალტრული ნაწილის შემდგომი ავტომატიზაციის/გამარტივებისმიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ეკონომიკის მიმართულებით;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ.2 წლიანი გამოცდილება;
• აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ–ჩვევები:
• ინტერესი AI ტექნოლოგიებისა და მათი სამუშაო პროცესში ინტეგრირების მიმართ;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
• პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებას;
• საინტერესო პროექტებს და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას;
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• მეგობრულ და მდიდარ კორპორაციულ გარემოს.