ქართURL - დაემშვიდობეთ უშნო ბმულებს 🥳

ქართURL – არის უფასო ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დააკოპიროთ ნებისმიერი ქართული ბმული ისე, რომ შეინარჩუნოს სტრუქტურა და იყოს მარტივად აღქმადი.

ქართURL - ქართული ბმულების გასასწორებელი ხელსაწყო

გაუზიარეთ მეგობრებს:

როგორ გამოვიყენოთ? 🤔

  1. დააკოპირეთ სასურველი ქართულ სიმბოლოებიანი ბმული
  2. შერჩეული ბმული ჩააკოპირეთ ქართURL-ის ხელსაწყოს “უშნო ბმულის” ველში
  3. “ქართული ბმულის” ველში მყისიერად გამოჩნდება გასწორებული ბმული
  4. “დაკოპირების” ღილაკზე დაწკაპებით ან ველში ბმულის მონიშვნით და CTRL + C (Command + C Mac-თვის) კომბინაციის გამოყენებით წაიღეთ გასწორებული ბმული.
  5. გამოიყენეთ რამდენჯერაც გსურთ, ქართURL არის და ყოველთვის იქნება უფასო.

და რაში გამოვიყენოთ? 🙌

გაუზიარეთ მეგობრებს

გაუზიარეთ მეგობრებს ნებისმიერი ქართული ბმული, ისე რომ გასაგები იყოს მათთვის თუ რას უგზავნით და თქვენს კეთილსინდისიერებაში ეჭვი აღარ შეიტანონ.

ჩასვით ქართული ბმულები პოსტებში

თქვენ აღარ დაგჭირდებათ ბმულის შესამოკლებელი ხელსაწყოების გამოყენება, მხოლოდ იმიტომ რომ სოც. ქსელებში გაზიარებული ქართული ბმული გრძელი და გაუგებარია. ჩვენი ხელსაწყოს დახმარებით შეგიძლიათ თავდაჯერებულად ჩასვათ ქართული ბმულები თქვენს პოსტებში.

შეინახეთ მარტივად

თუ ბმულების ვრცელი სია გაქვთ, რომელიც სამომავლოდ დაგჭირდებათ, შეინახეთ ბმულები ქართURL-ის დახმარებით, გასაგებ და სწორ ფორმატში. ბევრი ბმულის ერთდროულად გადაქართულებისთვის საჭიროა, რომ ყოველი ბმული იყოს განთავსებული ახალ ხაზზე.

უკუკავშირი 📱

ხელსაწყოსთან დაკავშირებით – აღმოჩენილი ხარვეზებისთვის ან უკუკავშირისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტის მეშვეობით