
ყველამ ვიცით, როგორ მოიპარა გრინჩმა შობა, მაგრამ ის თუ გაიგეთ, როგორ მოიპარეს ალპაკებმა „შავი პარასკევი“?
ეს ამბავი არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ. ყველაფერი თვეების წინ დაიწყო, როცა მშრომელმა ალპაკებმა წლის ყველაზე „ცხელი“ პარასკევისთვის გეგმა შეიმუშავეს და მზადება დაიწყეს. სანამ სხვები შემოდგომის დადგომას ელოდნენ, ჩვენს სააგენტოში უკვე მზადდებოდა სტრატეგია, რომელსაც Google-ის პირველი გვერდი უნდა დაეპყრო.
მოგეხსენებათ, ციფრულ სამყაროში წარმატება შემთხვევითობა არ არის – ეს სტრატეგიული დაგეგმარების, მონაცემთა ანალიზისა და მიზანმიმართული შრომის შედეგია.
SEO სააგენტო “ალპაკას” ამოცანა იყო საძიებო სისტემებში დომინირება და ციფრები ადასტურებს, რომ ეს შევძელით. დღეს, როცა კონკურენციამ პიკს უკვე მიაღწია და საბოლოო შედეგებს განვიხილავთ, ნათლად ჩანს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა: Alta, Nova, PSP, Karcher, Beard.ge, Dressup.ge და Agrosphere საუკეთესო პოზიციები დაიკავეს.
შედეგები თავად მეტყველებს ყველაფერზე
როდესაც მომხმარებლები ეძებდნენ „შავი პარასკევი“, Google-ის TOP 10 შედეგში პოზიციები ასე გადანაწილდა:
#1 Alta
#2 Nova
#3 Commersant (FB პოსტი “ალპაკას” მედიაგავრცელების შესახებ)
#5 PSP
#6 Beard.ge
#7 Karcher Georgia
#8 Dressup.ge
#9 Commersant.ge (“ალპაკას” მედიაგავრცელებით)

კიდევ უფრო მასშტაბური სურათი მივიღეთ საძებო სიტყვაზე „შავი პარასკევი 2025“, სადაც TOP 10-დან 5 პოზიცია ჩვენს ნამუშევარს ეკუთვნის:
#1 Commersant.ge (“ალპაკას” მედიაგავრცელებით)
#2 Alta
#3 Karcher
#4 Nova
#8 Dressup.ge

პარტნიორები ლიდერობდნენ კონკრეტულ კომერციულ მოთხოვნებზეც, როგორებიცაა „შავი პარასკევი აქცია“ და „შავი პარასკევი ფასდაკლებები“, სადაც პირველ ხუთეულში პოზიციები მყარად გაინაწილეს ალტამ, კერხერმა, ნოვამ და აგროსფერომ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „ალტას“ შედეგი, სადაც „შავ პარასკევს“ დაფიქსირდა ორგანული ტრაფიკის ისტორიული მაქსიმუმი (All Time High). ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთლიან პროექტზე ჩატარებული სამუშაოების შედეგიანობას.
ეს ყველაფერი კომპლექსური მუშაობის დამსახურებაა. პარტნიორების ვებსაიტებზე ვიმუშავეთ როგორც კონტენტზე, On-page გამართულობასა და ტექნიკურ ოპტიმიზაციაზე, ისე ბექლინკ სტრატეგიაზე. პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა “ალპაკას” პარტნიორების ნდობამ – მათ დროულად მოგვაწოდეს ინფორმაცია და მოგვცეს სრული თავისუფლება, გვემოქმედა წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. სწორედ ეს ორმხრივი პარტნიორობა გახდა იმ შედეგის საწინდარი, რომელიც დღეს გვაქვს.
სწორედ ასე „მოვიპარეთ“ შავი პარასკევის ყველაზე დიდი ტრაფიკი და მივმართეთ იქ, სადაც მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზებები ელოდა.
თუ ამ წლის შავ პარასკევს “ალპაკასთან” არ თანამშრომლობდით – არაუშავს. წინ საახალწლო ციებ-ცხელებაა. გახსოვდეთ, რომ Google-ში წარმატების საწინდარი წინასწარი მომზადებაა.
თუ გსურს, რომ შენი ბრენდიც ისევე დომინირებდეს საძიებო სისტემაში საახალწლოდ, როგორც ეს ჩვენმა პარტნიორებმა ახლა გააკეთეს, დრო არ იცდის.
მოგვწერეთ, დავგეგმოთ თქვენი სტრატეგია და შეხვდით ახალ წელს Google-ის პირველ გვერდზე! 🦙🚀



















