არ დაიწყოთ ვებგვერდის შექმნა SEO სპეციალისტის გარეშე

ივლისი 19, 2022

თუ ვებგვერდს ფლობთ, სწორედ, ახლა არის საუკეთესო პერიოდი SEO ოპტიმიზაციისთვის. ნაკლები კონკურენციის გამო შეგიძლიათ მარტივად გახდეთ საძიებო ბაზრის ლიდერი თქვენს ინდუსტრიაში, მიიღოთ უამრავი ვიზიტორი და მოიპოვოთ ავტორიტეტი ციფრულ სამყაროში.

თანამედროვე ქართულ საძიებო ბაზარზე უამრავი ტექნიკურად გაუმართავი ვებგვერდია. ნაკლები კონკურენციის გამო ისინი გარკვეული წარმატებით მაინც ახერხებენ არსებობას და შედეგების გვერდზე (SERP) თავის დამკვიდრებას.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში კოვიდ პანდემიისა და საყოველთაო გაციფრულების პროცესმა დღის წესრიგში დააყენა ტექნიკურად გამართული ვებგვერდების შექმნა.

რა უნდა გააკეთოს ამ დროს ვებსაიტის მფლობელებმა? – პასუხი მარტივია, გადააწყონ ვებგვერდი და მოარგონ საძიებო სისტემებს. თუმცა დაკვირვებიდან ჩანს, რომ პროცესი ძალიან ურთულდებათ.

სარჩევი

რატომ არის მნიშვნელოვანი SEO სპეციალისტის კონსულტაცია ვებგვერდის შექმნის დროს?

შესაძლოა გქონდეთ ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ვებგვერდი, მაგრამ გუგლში მოწინავე პოზიციების დაკავების გარეშე მისი ღირებულება 0-ს გაუტოლდეს. ვებგვერდი SEO-ს გარეშე, იგივეა რაც მიმზიდველი პროდუქტი მომხმარებლის გარეშე. ამიტომ სანამ მსჯელობას გავაგრძელებთ, უნდა გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა.

როგორც ზემოთ გავაჟღერეთ საძიებო სისტემებზე უკვე აწყობილი ვებგვერდის მორგება ხშირად რთულდება. სწორედ, აქ ისმის რამდენიმე საკვანძო კითხვა:

  • რატომ ვერ ახერხებენ დეველოპერები ვებსაიტის გადაწყობას?
  • რა ართულებს ამ პროცესს?
  • როგორ უნდა ავირიდოთ ამგვარი შეცდომები თავიდან?
  • რა შედეგები დადგება თუ ვებგვერდის შექმნის პროცესში თავიდანვე არ ჩაერია SEO სპეციალისტი?

ვებ დეველოპმენტის პროცესში სეო ოპტიმიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

 

ზემოთ ხსენებულ კითხვებზე პასუხისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რატომ დაგროვდა ქართულ საძიებო ბაზრებზე ტექნიკურად გაუმართავი ვებგვერდები. ამის ყველაზე მთავარი მიზეზია, რომ დეველოპერების უმეტესობა არ მიიჩნევდნენ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პროცესს მნიშვნელოვან ნაწილად. ვინაიდან ქართული ბაზრისთვის SEO უცხო ხილია, ვებგვერდების 95%-ზე მეტს არც კი გაუთვალისწინებია აქამდე საძიებო სისტემის პრეფერენციები. შესაბამისად, დღეს მივიღეთ ტექნიკურად გაუმართავი ვებსაიტების მთელი კლასტერი.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, როგორ ახერხებს ზოგიერთი ასეთი ვებგვერდი SERP-ში მოწინავე პოზიციების დაკავებას? – ამას ძირითადად 2 მიზეზი აქვს:

1) ვებგვერდი ძველია და გუგლისთვის შედარებით ავტორიტეტულია;

2) ვინაიდან ქართულ საძიებო ბაზარზე დაბალი კონკურენციაა, ეს აძლევს შესაძლებლობას ზოგიერთი ვებგვერდი მაინც აღმოჩნდეს მოწინავე პოზიციებზე.

შეიძლება ითქვას, ვებსაიტების ბაზარზე ამ მხრივ მართლაც საგანგაშო სიტუაციაა. მაგრამ როგორც ყოველთვის, პრობლემა შესაძლებლობებსაც წარმოშობს.

რა ართულებს ვებგვერდის ცვლილების პროცესს?

ვებგვერდის სეო ოპტიმიზაცია ამარტივებს და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას

თუ ვებგვერდის მფლობელი ხვდება, რომ მისი საიტი მორგებული არ არის საძიებო სისტემას, ხომ შეუძლია მარტივად გადააწყოს? – ხშირ შემთხვევაში არა.

დეველოპერების უმეტესობას უჭირს ვებგვერდის ცვლილება დამატებითი რეკომენდაციების მიხედვით. არა იმიტომ, რომ კომპეტენცია არ ჰყოფნით, ან მოტივაცია არ აქვთ, არამედ უკვე შექმნილი სისტემის ცვლილება გამოიწვეს დამატებით პრობლემებს.

ზოგჯერ, თითქმის შეუძლებელიც კია ახალი ფუნქციის ჩაშენება CMS-ზე (ძირითადად Custom CMS). CMS პრობლემები SEO სპეციალისტებისთვის მუდმივი თავის ტკივილია. ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის საჭიროა გარკვეულ მოთხოვნებს back-end-იც აკმაყოფილებდეს. შეიძლებოდეს მეტა სათაურებისა და აღწერების დამატება, ფოტოებისთვის ალტ ტექსტების გაწერა, URL-ის ცვლილების შემთხვევაში შეიძლებოდეს გადამისამრთება ახალ ბმულზე და ა.შ. ამის გამო SEO პროექტის დაწყება ხშრიად შეუძლებელი ხდება, რადგან არ არის ჩაშენებული შესაბამისი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ხელსაწყოების CMS-ში იმპლემენტირება კი, ზოგჯერ დიდ დროს მოითხოვს.

ამას გარდა, დეველოპერების მხრიდან ხშირად დროში იწელება SEO სპეციალისტის რეკომენდაციების შესრულება. ზოგჯერ ამის შესაძლებლობას სტრუქტურა არ გვაძლებს. ერთი პრობლემის მოგვარება სხვა სირთულეებს წარმოშობს. სწორეად, ამის გამო ვებ დეველოპერი ხშირად იძულებული ხდება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, შესაბამისად დამკვეთი ოპტიმალურ შედეგს ვერ იღებს.

როგორ უნდა ავირიდოთ ამგვარი შეცდომები თავიდან?

ვინაიდან განვიხილეთ რა ართულებს ვებგვერდში რეკომენდაციების იმპლემენტირების პროცესს, ახლა გავიაზროთ როგორ ავარიდოთ თავი ამ პრობლემებს.

იდეალურ შემთხვევაში ვებსაიტის აწყობა წინასწარ კარგად განსაზღვრულ რეკომენდაციებზე უნდა იყოს დაფუძნებული. საძიებო სისტემის კრიტერიუმების ბაზა საფუძვლად უნდა დაედოს ახალ ვებსაიტს. შესაბამისად, SEO სპეციალისტი ცვლილებებს მარტივად და ეფექტურად განახორციელებს.

 

არსებული ვებგვერდის SEO ოპტიმიზაცია

საიტის მიგრაციისას სეო სპეციალისტი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა სწორედ მისი რეკომენდაციების გათვალისწინება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე აწყობილია ვებგვერდი?  – ცხადია, ყურების ჩამოყრა არ ღირს. გარკვეული საკითხების გადაჭრა SEO ოპტიმიზაციის სააგენტომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. მაგ: თუ ფოტოების კომპრესორი ვერ ჩაშენდება, ეს ნიშნავს, რომ ხელით მოგვიწევს მათი მოცულობის შემცირება. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს.

მაგრამ ზემოთ ვახსენეთ, რომ არსებობს საკითხები, რომელთა ცვლილება კარგია გუგლისთვის, მაგრამ დეველოპერისთვის დამატებით პრობლემებსაც წარმოშობს. ამ დროს SEO-ს მთავარი იარაღი off-page (ბექლინკების მოპოვება) და კონტენტის სწორი ოპტიმიზაციაა. ამ 2 ინსტრუმენტით შეიძლება დაბალანსდეს დეველოპერული ხარვეზები.

არსებობს კიდევ 1 საინტერესო გამოსავალი – ვებგვერდის მიგრაცია. ეს პროცესი გულისხმობს ვებსაიტის განახლებული ვერსიით ჩანაცვლებას, რომლის დროსაც ძველი URL-ები ახალზე გადამისამართდება. სწორედ, ამ პროცესში შეიძლება ახალ CMS-ზე გადავიტანოთ ვებგვერდი და გავიმარტივოთ ოპტიმიზაციის პროცესი.

რა უნდა გავითვალისწინოთ მიგრაციის პროცესში?

გუგლს ვებგვერდის ახალი ვერსიის აღსაქმელად  დაახლოებით 2-3 კვირა (ზოგჯერ მეტიც) სჭირდება. ამ დროს ვიზიტორების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

მიგრაციის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. უნდა შეიქმნას ძველი ვებგვერდის რელევანტური კონტენტი და სწორად გადამისამართდეს თითოეული URL. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება  სააგენტოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დამკვეთის შედეგებს გარკვეული დროით გადაავადებს.

ზემოთ ხსენებული საკითხები რომ შევაჯამოთ, მივიღებთ შემდეგ სურათს. თუ ვებგვერდის შექმნისას თავიდანვე არ ჩაერთვება SEO სპეციალისტი, დამკვეთის მხარეს:

  • გაუჭირდება კონკურენციის გაწევა სხვა ვებგვდებთან.
  • დროთა განმავლობაში გუგლში დაუქვეითდება საშუალო პოზიცია, რამაც შეიძლება გაყიდვები შეუმციროს.
  • მეტი ფულის გადახდა მოუწევს ვებგვერდზე ცვლილებების განხორციელებისთვის.
  • ციფრულ სამყაროში ადაპტირება შეფერხდება.

SEO კონსულტაცია

იმისათვის, რომ პრობლემები არ შეექმნას თქვენს ბიზნესს, ალპაკას SEO ოპტიმიზაციის საშუალებით მარტივად შეძლებთ ციფრულ სამყაროში თავის დამკვიდრებას და ქართული საძიებო ბაზრის ათვისებას.

რატომ უნდა დაკარგოთ მომხმარებლები დაგვიანებული მომსახურების გამო, როცა შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ ოპტიმიზაციის პროცესი? თუ მუშაობის დაწყებამდე გსურთ კონსულტაცია ეწვიეთ ალპაკას გვერდს: უფასო SEO აუდიტი

ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა SEO მეგობრულად აწყობილი ვებგვერდისთვისაც შესაძლებელია ეფექტური ოპტიმიზაცია, მაგრამ უმჯობესია, თუ შექმნის პროცესშივე გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს.

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები