რა ღირს SEO მომსახურება?
ვინაიდან საძიებო ბაზრები მუდმივად განიცდის ევოლუციას და კონკურენტული ლანდშაფტიც გამუდმებით იცვლება, რთულია პროექტის შესწავლის გარეშე კონკრეტული ფასის დასახელება. თანხის დაზუსტებამდე გარე ფაქტორებთან ერთად აუცილებელია ვებსაიტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლაც.

პროცესი
როგორ დგინდება SEO ოპტიმიზაციის ფასი?
ბიზნესის სფეროს და მიზნების პირველადი გაცნობა
ვებგვერდის მასშტაბის (გვერდების რაოდენობის) შეფასება
ბაზრისა და კონკურენციის დონის ზოგადი მიმოხილვა
აშკარა ტექნიკური ხარვეზების ზედაპირული სკანირება
სავარაუდო რესურსების და ფასის დიაპაზონის გამოთვლა
და მაინც, რა ღირს SEO მომსახურება?
SEO მომსახურების ზუსტი ფასის წინასწარ განსაზღვრა ხშირად შეუძლებელია, რადგან საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია სტატიკური სერვისი არაა. ის კომპლექსური, მუდმივად ცვლადი პროცესია, რომელშიც ინდივიდუალური მიდგომა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
👉 თუ გსურთ აუდიტის ჩატარებამდე გაიგოთ SEO მომსახურების დაახლეობით ღირებულება, მაშინ შეავსეთ გვერდზე თანდართული ფორმა და 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ ფასის დიაპაზონს.
ბიუჯეტი რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორზეა დამოკიდებული:
- ბიზნესის ნიშა და კონკურენცია: მაღალკონკურენტულ სფეროებში ლიდერობის მოპოვება მეტ რესურსსა და დროს მოითხოვს, რაც პირდაპირ აისახება სამუშაოს მოცულობაზე.
- ვებგვერდის საწყისი მდგომარეობა: ტექნიკური გამართულობა, არსებული არქიტექტურა, სიჩქარე და მიმდინარე ავტორიტეტი განსაზღვრავს საძირკველს, რომელზეც ოპტიმიზაციის პროცესი უნდა აშენდეს.
- სამუშაოს მასშტაბი და მიზნები: ფასი განსხვავდება ლოკალური, საერთაშორისო თუ ელექტრონული კომერციის პლატფორმების ოპტიმიზაციის შემთხვევაში, ისევე როგორც დასახული მიზნების ამბიციურობიდან გამომდინარე.
- საჭირო რესურსები: პროცესი მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ აუდიტს, არამედ სიღრმისეულ ანალიტიკას, ხარისხიანი კონტენტის შექმნასა და გარე ბმულების პროფილის განვითარებას.
საფუძველი საძიებო სისტემებში დომინირებისთვის
გაუსწარით კონკურენტებს და დაიკავეთ მოწინავე პოზიციები მიზნობრივი SEO კამპანიების დახმარებით.
ექსპერტული მხარდაჭერა
ითანამშრომლეთ გუნდთან, რომელიც ფოკუსირებულია გრძელვადიან წარმატებასა და რეალურ შედეგებზე.