გაინტერესებთ ცხელ-ცხელი SEO ფაქტები? გაეცანით განახლებულ მონაცემებს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შესახებ და შეაფასეთ რამდენ სასარგებლოა SEO თქვენი ბიზნესისთვის.
SEO სტატისტიკა
მონაცემები ეყრდნობა Ahrefs-ის სტატისტიკას. 👇
1. მომხმარებელთა 68% ონლაინ სამყაროში პირველ ინტერაქციას საძიებო სისტემაში იწყებს.
2. გუგლში პირველ პოზიციაზე მყოფი ვებგვერდი ვიზიტორების 27.6%-ს იღებს. ეს ნიშნავს, რომ კონკურენტების ვებგვერდზე შედარებით ნაკლები ვიზიტორი შედის.
3. ტოპ 3 ვებგვერდს ვიზიტორების 54.5% სტუმრობს.
4. საშუალოდ SEO 1,000%+ ტრაფიკს აგენერირებს, ვიდრე ორგანული სოციალური მედია.
5. SEO ოპტიმიზაციიდან შემოყვანილი ვიზიტორების 14.6% პროდუქტის/მომსახურების ყიდვით ასრულებენ ძიებას.
6. B2B კომპანიები საშუალოდ ორჯერ მეტ შემოსავალს იღებენ საძიებო სისტემისგან, ვიდრე სხვა ციფრული არხებისგან.
7. მაძიებელთა მხოლოდ 0.63% აგრძელებს ძიებას მეორე გვერდზე.
8. ვებგვერდი ტრაფიკის 53.3%-ს ორგანული საძიებო შედეგებით იღებს.
9. გლობალური ტრაფიკის 92.96%-ს Google Search, Google Images და Google Maps აგენერირებს.
10. ამჟამად გვერდების 90.63%-ს საძიებო სისტემიდან ტრაფიკი საერთოდ არ ჰყავს.
11. საშუალოდ გვერდების მხოლოდ 5.7% ხვდება ტოპ 10-ეულში გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ.
12. მსოფლიოში ბექლინკების ფასი საშუალოდ 361.44$-ია.
13. ტრაფიკის 59% მობილური ტელეფონიდან გენერირდება.
14. ორგანული ძიებიდან მიღებული ვიზიტორები დაახლოებით 46% არ ჩანს Google Search Console-ში.
15. მარკეტერების 60% ფიქრობს, რომ inbound მარკეტინგით: SEO ოპტიმიზაცია, ბლოგების წარმოება და ა.შ ყველაზე ხარისხიან და რელევანტურ ლიდებს იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები დანახრჯებით მეტს პროდუქტს ყიდიან.
16. მარკეტერების 70% SEO ოპტიმიზაციას PPC მარკეტინგთან შედარებით უპირასტესობას ანიჭებს.
17. მაძიებელთა 86% აიგნორებს საძიებო რეკლამას და პირდაპირ ორგანულ შედეგის ვებვერდებს სტუმრობს.
P.S თვალყური ადევნეთ ალპაკას ბლოგებს, ყოველთვიურად ინფორმაცია განახლდება. 😊