როგორ შევარჩიოთ SEO სააგენტო?
SEO სააგენტოს შერჩევისას სწორი კითხვების დასმა წარმატებული თანამშრომლობის ამოსავალი წერტილია. SEO კომპანიასთან პარტნიორობის დაწყებამდე გასათვალისწინებელია 3 ძირითადი მახასიათებელი:
- რას მოიცავს კომპანიის მომსახურება? – სერვისებში შედის მხოლოდ ტექნიკური SEO, საძიებო სიტყვების მოკვლევა და ანალიზი, კონტენტისა და ბლოგბოსტების შექმნა, თუ ამ ყველაფერს აქვს ერთიანი კომპლექსური სახე.
- რა მეთოდით ხდება კონტენტ სტრატეგიის შემუშავება? – ყოველი კონკრეტული ქივორდი მიმართული უნდა იყოს შესაბამისი გვერდის პოპულარიზაციისკენ, კონტენტში დაუშვებელია საძიებო სიტყვების უბრალოდ ჩაყრა, აუცილებელია რომ ვებგვერდზე განთავსებული მასალები შედგენილი იყოს გამოცდილებით და მორგებული იყოს მომხმარებლზე. კონტენტ სტრატეგიის შემუშავებისას უმნიშვნელოვანესი პროცესია ქივორდების დაკლასტერება, ანუ ჯგუფებად გაერთიანება განსხვავებული თემატიკების გარშემო. ეს პროცესი საშუალებას იძლევა ყოველი გვერდისთვის თავი მოვუყაროთ მიახლოებული შინაარსის ქივორდებს, რაც განსხვავებით ერთ ან ორ ქივორდზე ფოკუსირებისა, საძიებო სიტყვის სხვადასხვაგვარი ფორმულირების შემთხვევაში გაზრდის ვებგვერდის ხილვადობას.
- როგორ იზომება შედეგები? – რა ძირითადი მაჩვენებლებით იზომება მიღწეული შედეგები, მხოლოდ ვებგვერდზე ვიზიტორთა რაოდენობის მატებით და კონკრეტულ ქივორდებზე პოზიციების გამყარებით, თუ საბოლოო მომხმარებელთა ბაზის გენერირებით და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდით.
დღესდღეობით, კომპანიები, რომლებიც ბიზნესებს სთავაზობენ ციფრული მარკეტინგის მომსახურებას, რომელშიც შეჰყავთ SEO ოპტიმიზაციაც, ორიენტირებულები არიან მხოლოდ ტექნიკურ SEO სერვისზე, რაც მოიცავს ვებგვერდის სისწრაფის ოპტიმიზებას, Mobile რესპონსულობის გაუმჯობესებას, URL-ების გამართვასა და H-tag სტრუქტურის მოწესრიგებას. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის საკმარისი. ამიტომაც უმჯობესია ისეთი სააგენტოს შერჩევა, რომელიც ორიენტირებულია სრულ SEO მომსახურებაზე.
იმისათვის რომ უფრო დეტალურად გავეცნოთ კომპლექსური SEO მომსახურების ბენეფიტებს თითოეული კითხვა განვიხილოთ სიღრმისეულად
რა სერვისებს გვთავაზობს SEO სააგენტო?
SEO მომსახურებაში არსებობს რამდენიმე ძირითადი ასპექტი რომელსაც SEO კომპანიები აქტიურად მიყვებიან სტრატეგიის შედგენისას:
- ტექნიკური SEO, რომელიც მოიცავს ვებგვერდის კოდის ოპტიმიზების რეკომენდაციებს, საიტის URL-ების გამართვას, სტრუქტურული ინფორმაციის გაწერას, ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარის გაუმჯობესებას. პირველადი ტექნიკური SEO აუდიტისას SEO პროფესიონალი ამოწმებს რომ ვებსაიტი არ არის დაბლოკილი საძიებო სისტემების ბოტებისთვის და ყოველი გვერდი და კონტენტი შემოწმებადი და აღქმადია მათ მიერ. სრული ტექნიკური SEO მომსახურება კი მოიცავს ვებგვერდის ხარვეზების დეტალურ განიხილვას.
- On-Page SEO გულისხმობს ვებგვერდის ფოტოების ოპტიმიზებას, სათაურებისა და აღწერების გამართვას, მეტა ინფორმაციის მოწესრიგებას, შიდა გადალინკვებს და ყველა იმ დეტალს რაც საძიებო სისტემის ბოტს აძლევს მინიშნებას თუ რა შინაარსის მატარებელია ვებსაიტი.
- მომხმარებლის გამოცდილება (UX) – მნიშვნელოვანია რომ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი კონტენტი მორგებული იყოს მომხმარებელზე, საიტზე ნავიგაცია უნდა იყოს მარტივი და განაპირობებდეს მომხმარებლის ჩართულობას. ვებგვერდის ვიზიტორს მარტივად და საინტერესოდ უნდა მიეწოდოს ყველა ის ინფორმაცია რაც მას სჭირდება, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ ორგანულად იყოს გამოყენებული ყველა ის ქივორდი რომელზედაც ორიენტირებულია სტრატეგია.
- Off-Page SEO მოიაზრებს ლინკების მოპოვებას ავტორიტეტული ვებგვერდებიდან და ამ გზით ციფრულ სივრცეში ბრენდის ცნობადობის დამკვიდრებას, აგრეთვე სხვადასხვა სოციალურ ქსელებში აქტივობების რეკომენდაციებს, პოდკასტებსა და რევიუების მოპოვებას.
დღესდღეობით მნიშვნელოვანია რომ SEO სტრატეგია იყოს კომბინირებული და მოიცავდეს ყველა ზემოთ აღნიშნულ კატეგორიას, გარდა ამისა SEO სტრატეგია უნდა ადაპტირდეს და დაბალანსდეს ბიზნესის კონკრეტული ინდუსტრიის ყოველი ნიშისთვის.
როგორ იქმნება კონტენტი SEO სააგენტოს მიერ?
წარსულში ქივორდ რისერჩი მოიაზრებდა ტერმინების შერჩევას, მათი ძებნის სიხშირეზე დაკვირვებას, სხვა მიახლოებითი საძიებო სიტყვების მოპოვებას და ამ სიტყვებზე კონტენტის წარმოებას, თანამედროვე SEO მიდგომები კი გაცილებით მასშტაბურია და მოიცავს მომხმარებლის განზრახვასაც, ანუ იმას თუ რა მიზნით ეძებს მომხმარებელი ამა თუ იმ სიტყვას. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული, კომერციული ან ძიება პირდაპირ ბრენდის სახელით.
მომხმარებლის განზრახვის ამოცნობა უმეტეს შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს კონტენტ სტრატეგიის შედგენისას. მაგალითად თუ მომხმარებელი ეძებს “ციფრულ მარკეტინგს” მნიშვნელოვანია რომ განვასხვაოთ რა არის ძიების მიზანი, ციფრული მარკეტინგის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება, რაიმე სასწავლო კურსის მოძიება, თუ ციფრული მარკეტინგის მომსახურების მიღების სურვილი. შემდგომ კი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას Long-Tail ქივორდებზე ფოკუსირებული კონტენტი.
საძიებო სიტყვების და მომხმარებლის განზრახვის იდენტიფიცირების შემდგომი ეტაპია უნიკალური კონტენტის სისტემატიური წარმოება.
კონტენტის მნიშვნელობა SEO-ში
შემთხვევითი არ არის რომ SEO საზოგადოებაში დამკვიდრებულია ფრაზა “Content is King”, ამ ტერმინის უკან დგას იდეა, რომ ხარისხიანი კონტენტი უმთავრესია წარმატებული SEO პოზიციონირებისთვის. მნიშვნელოვანია რომ კონტენტი იყოს უნიკალური და ზუსტად აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნილებებს. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს საძიებო სისტემაში ნავიგაციას, ეს ნიშნავს რომ მას აქვს კითხვები და საჭიროებები, რის მოსაგვარებლადაც სურს მიიღოს ზუსტი და კონკრეტული პასუხები.
უნიკალურობასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ კონტენტი იწვევდეს მომხმარებლის ჩართულობას, უნდა ახდენდეს ვიზიტორის სტიმულირებას ბოლომდე წაიკითხოს სტატია ან დაათვალიეროს საიტის სხვადასხვა გვერდი. მომხმარებლისთვის მიმზიდველია როდესაც კონტენტში გამოყენებულია სტატისტიკები, დიაგრამები, სხვადასხვა გრაფიკული ელემენტები, ტექსტები წარმოდგენილია სიების სახით და ა.შ
კონტენტის შექმნისას ასევე უნდა იგრძნობოდეს გამოცდილება კონკრეტულ ნიშაში, რათა მომხმარებლის აღქმაში ჩამოყალიბდეს ნდობის ფაქტორი. არასწორი ან ზედაპირული ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბრენდის იმიჯზე.
შეიძლება ითქვას რომ კონტენტის შექმნა არის ერთი დიდი კომპლექსური კატეგორია და საჭიროებს გამოცდილი SEO სააგენტოს ერთიან ძალისხმევასა და სისტემატურ მუშაობას.
როგორ იზომება SEO სააგენტოს მიერ მიღწეული შედეგები?
SEO სააგენტოს შერჩევამდე მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე შევიქმნათ სწორი მოლოდინები შედეგებისა და ვადების შესახებ. მაგალითად თუ SEO კომპანია გვეუბნება რომ ერთ თვეში კონკრეტულ ქივორდზე თქვენი ვებგვერდი დაიკავებს პირველ პოზიციას, დიდი ალბათობით საქმე გვაქვს თაღლითობასთან და Black-Hat SEO-ს გამოყენებასთან, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერი გზებით ვებგვერდის ავტორიტეტის ზრდას.
ასეთი შეთავაზება შესაძლოა თავდაპირველად მიმზიდველი აღმოჩნდეს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს საძიებო სისტემების მიერ დაჯარიმებას და პოზიციების დაკარგვას.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ SEO არის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი და შედეგები არ აისახება მომენტალურად, ეს ნიშნავს რომ თანამშრომლობის საწყის ეტაპზე რთულია კონკრეტული შედეგის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია SEO სააგენტოს რეპუტაცია და ნდობის ფაქტორი, გამოიკვლიეთ მათ მიერ განხორციელებული პროექტები, მათი მიზნები და კომპანიის იდეოლოგია.
გასათვალისწინებელია მათ მიერ წარსულში გამოყენებული მეთოდები და ზოგადი ფილოსოფია თუ როგორ ეწევიან საქმიანობას. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ 1-2 თვეშიც მივიღოთ შედეგი ნაკლებად კონკურენტულ ბაზარზე.
შედეგების გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ:
- ვებგვერდზე ყოველთვიური ვიზიტორების რაოდენობის ზრდა
- მთავარ საძიებო სიტყვებზე ტოპ პოზიციების მოპოვება და გამყარება
- გაზრდილი CTR მაჩვენებელი ან შემცირებული Bounce Rate
- კომერციულად გამოსადეგი ლიდების რაოდენობის ზრდა
მაჩვენებლის შერჩევა დამოკიდებულია უშუალოდ დამკვეთის მიზნებზე და მნიშვნელოვანია რომ თანამშრომლობის დაწყებამდე ეს მიზნები იდენტიფიცირდეს, რათა SEO სააგენტომ შეძლოს სწორი სტრატეგიის შემუშავება.
პროფესიონალი SEO სპეციალისტები ყოველთვის ცდილობენ თავისი სტრატეგია მოარგონ დამკვეთის მოთხოვნილებებს, მაგალითად თუ კომპანიას სურს ვებგვერდზე ვიზიტორების ზრდა, სტრატეგია ფოკუსირებული იქნება ქივორდების ოპტიმიზებასა და კონტენტის შექმნაზე, მეორე მხრივ დამკვეთს შეიძლება სურდეს Local SEO ოპტიმიზაცია, ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთდება ბიზნესის ლოკალური პროფილების გამართვაზე და ადგილობრივი რევიუების (შეფასებების) მოპოვებაზე.
რა დრო ჭირდება SEO ოპტიმიზაციით მიღებული შედეგის ასახვას?
დაკვირვების შედეგად ეფექტური SEO სტრატეგიის განხორციელებას სჭირდება მინიმუმ 6 თვიანი პერიოდი, თუმცა ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე
- როგორია ვებგვერდის ამჟამინდელი მდგომარეობა
- როგორი კონკურენციაა სასურველ სფეროში
- აქვს თუ არა ვებსაიტს ტექნიკური ხარვეზები
- ხომ არ არის დაჯარიმებული საძიებო სისტემების მიერ
- რამდენად გამართულია ვებგვერდის კოდი
ამ ფაქტორების გათვალისწინებით შედეგების მიღების დრო შესაძლოა გაიზარდოს ან პირიქით შემცირდეს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ ვებგვერდი აღვიქვათ როგორც ცოცხალი ორგანიზმი რომელსაც სჭირდება მუდმივი განახლება, კონტენტის განთავსება და ოპტიმიზება.
რა ინფორმაცია დაჭირდება SEO სააგენტოს თქვენგან
თავდაპირველად SEO სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს დამკვეთის ზოგადი მისია და მიზნები, როგორია მათი გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია და რა არის ძირითადი მოთხოვნა რასაც SEO ოპტიმიზაციისგან მოელის.
შემდგომი ეტაპია იმის გარკვევა თუ რა ბაზარზე სურს დამკვეთს შესვლა, ვინ არის სამიზნე აუდიტორია და რა ვადებში უნდა განხორციელდეს სტრატეგია.
საბოლოოდ დამკვეთისგან საჭიროა ტექნიკური ინფორმაციის მიღება, როგორიცაა Google Search Console-ზე და Google Analitycs-ზე წვდომა, ვებგვერდის სამართავი პანელის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ბიზნეს ექაუნთების ინფორმაცია.
დამატებითი კითხვები SEO სააგენტოს შერჩევისას
წარმატებული თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთსა და სააგენტოს შორის ღია კომუნიკაცია, დაინტერესდით მათი
- წარმატებული და წარუმატებელი პროექტებით
- რა გამოცდილება აქვთ კონკრეტულად თქვენთვის სასურველ სფეროში
- სთხოვეთ ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები
იმ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ რომ გსურთ SEO სააგენტოსთან თანამშრომლობა და ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე მეტად ამომწურავი ინფორმაციის მიღებით ხართ დაინტერესებული, დაგვიკავშირდით.