SEO სააგენტო ალპაკა ტრადიციულად გთავაზობთ წლის პოპულარული საძიებო მოთხოვნების დეტალურ მიმოხილვას. მოცემული ანალიზი დაგეხმარებათ დაინახოთ ის ციფრული ტრაექტორია, რომელსაც ქართველი ინტერნეტ მომხმარებლები 2025 წელს მიჰყვებოდნენ.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ Google-ის ალგორითმები ქართული ენის სემანტიკისა და კონტექსტის დამუშავებისას კვლავ გარკვეულ გამოწვევებს აწყდებიან. ამის გამო, სისტემამ შესაძლოა ზოგიერთი საძიებო სიტყვა არასწორ კატეგორიაში მოახვედროს. მიუხედავად ამისა,
მიუხედავად ამისა, შევეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად წარმოგვედგინა წლის ყველაზე ზუსტი და რეალური სურათი.
2025 წლის ტოპ საძიებო სიტყვების ანალიზი (ყველა კატეგორია)
2025 წლის მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ არა მხოლოდ ის, თუ რა აინტერესებთ ადამიანებს, არამედ ისიც, თუ როგორ იცვლება მათი ციფრული ჩვევები დროთა განმავლობაში. გასული 12 თვის განმავლობაში ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ძიების პრიორიტეტებში წამყვან პოზიციებს Google-ის სერვისები, კერძოდ Translate და YouTube ინარჩუნებენ. შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველში Google კვლავ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთო სურათი გაცილებით კომპლექსურია და რამდენიმე საყურადღებო ტენდენციას აერთიანებს, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე (და პირიქით).
გასული 12 თვის განმავლობაში, საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვების სია ასე გამოიყურება:
გასული წლის მონაცემების ანალიზი რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას გამოკვეთს:
სათამაშო პლატფორმების საგანგაშო დომინირება: საერთო სურათში ყველაზე თვალსაჩინო და შემაშფოთებელი აზარტული თამაშების ინდუსტრიის მასშტაბებია. ტოპ 25 საძიებო სიტყვიდან ოთხი სწორედ მსხვილ სათამაშო პორტალებზე (Adjarabet, Crystalbet, Betlive, Crocobet) მოდის. ამ პლატფორმების ჯამური პოპულარობა ხშირად უტოლდება ან აღემატება ისეთი აუცილებელი სერვისების ძიების მაჩვენებელს, როგორიცაა ამინდის პროგნოზი თუ საგანმანათლებლო რესურსები. ეს ტენდენცია მიუთითებს საზოგადოების დიდ ნაწილში აზარტულ თამაშებზე მაღალ დამოკიდებულებასა და ფინანსურ მოწყვლადობაზე, რაც 2025 წელსაც ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა: 2025 წლის ერთ-ერთი პოზიტიური და საინტერესო ცვლილება ChatGPT-ის სტაბილური პოზიციაა ტოპ ძიებებში. თუ წინა წლებში AI ინსტრუმენტები მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ პირებს იზიდავდა, დღეს ის ფართო მასების ყოველდღიურ დამხმარედ იქცა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი მომხმარებელი სულ უფრო მეტად ცდილობს სამუშაო თუ სასწავლო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრირებას.
ენობრივი ბარიერები და მულტილინგვური გარემო: მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძიება კვლავ სამ ენაზე – ქართულად, ინგლისურად და რუსულად მიმდინარეობს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ისეთი ფუნქციური ძიებები, როგორიცაა „ამინდი“ (погода, amindi, weather) და „თარგმნა“ (translate, переводчик), სხვადასხვა ენაზე მაღალი ინტენსივობით მეორდება. ერთი მხრივ ეს ტენდენცია ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ სურათს გამოკვეთს, მეორე მხრივ კი იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ენასა და ფორმატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
2025 წლის ყველაზე მზარდი საძიებო სიტყვები (Rising)
„მზარდი ძიებების“ კატეგორია ყველაზე კარგად ასახავს იმ ახალ ტენდენციებსა და ინტერესებს, რომლებიც 2025 წელს გაჩნდა ან განსაკუთრებით გააქტიურდა. აქ ვხედავთ სიტყვებს, რომელთა ძიების სიხშირე, წინა პერიოდთან შედარებით, რეკორდული ტემპით გაიზარდა.
2025 წლის ყველაზე მზარდი საძიებო სიტყვებიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება:
- AI ხელაწყოების პოპულარობა: 2025 წელს Google-ის Gemini-ს მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა (350%), რაც იმაზე მოწომობს იმას, რომ ბაზარზე ChatGPT-ის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. თავად ChatGPT და მისი სხვადასხვა დასახელებით ძიება (chatgbt, gpt, chat) კვლავ სტაბილურად იზრდება.
- გართობა და სტრიმინგი: განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა ქართული გასართობი პლატფორმები (მაგ: uyure net – 2500%) და კონკრეტული გახმოვანებული კონტენტი, როგორიცაა თურქული სერიალები. ასევე, ტრადიციულად მაღალია ინტერესი სპორტული ტრანსლაციების (liveball) მიმართ.
- სპორტული ინტერესები: ინტერესის პიკშია ევროპული ფეხბურთი (PSG, Barcelona, Champions League) და საბრძოლო ხელოვნება (UFC), რაც 2025 წლის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს უკავშირდება.
- აზარტული თამაშების მიმართულებით ახალი კომპანიები: „მზარდ ძიებებში“ ხშირად ხვდება ახალი ან ნაკლებად ცნობილი სათამაშო პლატფორმები (მაგ: vodds), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მომხმარებლები მუდმივად ეძებენ ახალ აზარტულ სივრცეებს.
ბიზნესი (Business & Industrial) 2025
ბიზნესის კატეგორიაში 2025 წლის მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად გადაჯაჭვულია თანამედროვე ბიზნეს პროცესები სოციალურ მედიასთან და ციფრულ საბანკო სერვისებთან. ამ სექტორში ძიებების ანალიზი გვიჩვენებს, თუ სად ხარჯავს ქართველი მომხმარებელი დროსა და ფინანსურ რესურსებს.
ბიზნეს სექტორის მთავარი მიგნებები:
- TikTok-ის ფენომენი ბიზნესში: ამ კატეგორიაში TikTok აბსოლუტური ლიდერია. საინტერესოა, რომ ძიებებში ხშირად გვხვდება „tiktok download“ და „video downloader“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პლატფორმა მხოლოდ გასართობად აღარ გამოიყენება. ბიზნესები და მარკეტერები მას აქტიურად იყენებენ კონტენტის შესაქმნელად და გასავრცელებლად, რამაც TikTok-ს 2025 წლის მთავარ მარკეტინგულ არენად გადააქცია.
- საბანკო სექტორის აქტივობა: ციფრული ბანკინგი ბიზნეს კატეგორიის განუყოფელი ნაწილია. მონაცემებში TBC (51) საგრძნობლად უსწრებს საქართველოს ბანკს (21). ეს სხვაობა შესაძლოა მომხმარებელთა ქცევის თავისებურებასა ან კონკრეტული პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ მსხვილ ციფრულ კამპანიებზე მიანიშნებდეს.
- დასაქმების ბაზარი: შრომის ბაზარი ციფრულ სივრცეში ძალიან აქტიურია. ამაზე მეტყველებს „my kadri“ (36), „hr“ (21), „hr ge“ (13) და სახელმწიფო სექტორის დასაქმების პორტალის (hr gov ge) მაღალი მაჩვენებლები. 2025 წელსაც, სამუშაოს ძიება და კადრების შერჩევა ქართველი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს ინტერესია.
- ვაჭრობა და ელექტრონიკა: ტექნოლოგიურ მაღაზიებს შორის Alta (22) ინარჩუნებს ლიდერობას, რაც ბიზნეს კატეგორიაში ტექნიკაზე მაღალ მოთხოვნას ასახავს. ასევე სტაბილურია ინტერესი ავტო ინდუსტრიის მიმართ (mai avto – 13).
- ინსტიტუციური სერვისები: ძიებებში ფიქსირდება საგანმანათლებლო და მართვის სისტემები, როგორიცაა emis და edupage, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლები ბიზნეს კატეგორიაში ხშირად ეძებენ სახელმწიფო და საგანმანათლებლო სერვისებსაც.
ფინანსური სექტორი (Finance) 2025
2025 წელს საქართველოს ფინანსურ ციფრულ სივრცეში მთავარი ფოკუსი კვლავ ვალუტის კურსებსა და მათ ცვალებადობაზეა მიმართული. მომხმარებელთა ქცევა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და საერთაშორისო ვალუტებთან (განსაკუთრებით აშშ დოლართან) მიმართება საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრშია.
ფინანსური სექტორის მთავარი ტენდენციები:
- აშშ დოლარის აბსოლუტური დომინირება: საძიებო სიტყვა „usd“ (100 ქულა) კატეგორიის უდავო ლიდერია. მომხმარებლები სხვადასხვა ფორმულირებით (usd gel, dolar, kurs dollara) ცდილობენ მიიღონ ინფორმაცია გაცვლითი კურსის შესახებ. თავის მხრივ, ეს შედეგები მოწომობს, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის ფინანსური გადაწყვეტილებები პირდაპირ არის დაკავშირებული დოლარის ღირებულებასთან.
- რეგიონული გავლენა და რუსულენოვანი ძიებები: ფინანსების კატეგორიაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა რუსულენოვანი საძიებო სიტყვების სიმრავლე (მაგ: „лари в рублях“, „курс доллара“, „рубли в лари“). ეს ტენდენცია, რომელიც 2025 წელსაც ნარჩუნდება, ასახავს როგორც მიგრაციული პროცესების გავლენას, ისე რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებსა და ფულადი გზავნილების მაღალ წილს რუსეთიდან.
- მიკროსაფინანსო და საბანკო ინტერესები: ინსტიტუციურ დონეზე მომხმარებლები ყველაზე ხშირად Rico Credit-ისა (Rico, Rico Credit) და Liberty Bank-ის მიმართ ინტერესდებიან. „რიკო კრედიტის“ პოპულარობა ხშირად უკავშირდება ვალუტის მომგებიან კურსს და ოქროს ლომბარდს, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ ძიება მის ფართო ფილიალურ ქსელსა და სოციალურ პროექტებს.
- ევროსა და რუბლის პოზიციები: დოლარის შემდეგ, ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად ევროსა (euro) და რუსული რუბლის (rub) კურსით ინტერესდებიან. საინტერესოა inr to usd-ის (ინდური რუპია დოლართან) გამოჩენა ძიებებში, რაც შესაძლოა საქართველოში ინდოელი სტუდენტებისა და მეწარმეების სიმრავლით იყოს განპირობებული.
- ფინანსური ინსტრუმენტები: ძიებებში ხშირად ფიქსირდება „calculator“ (კალკულატორი), რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლებს სჭირდებათ სწრაფი და მარტივი ინსტრუმენტები კონვერტაციისა თუ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების დასაანგარიშებლად.
უძრავი ქონების სექტორი (Real Estate)
2025 წლის უძრავი ქონების ბაზრის ძიების ტენდენციები პირდაპირ აირეკლავს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მონაცემები აჩვენებს, რომ მოთხოვნა საცხოვრებელ ფართებზე კვლავ პიკზეა, თუმცა აქცენტები ქირავნობასა და ყიდვას შორის საინტერესოდ არის გადანაწილებული.
უძრავი ქონების სექტორის მთავარი მიგნებები:
- ქირავნობის მაღალი მოთხოვნა: საძიებო სიტყვა „ბინა“ (100 ქულა) ლიდერია, თუმცა მას მჭიდროდ მიჰყვება „ქირავდება“ (70 ქულა). საინტერესოა, რომ ქირავნობასთან დაკავშირებული ძიებები თითქმის ორჯერ აღემატება გაყიდვებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს („იყიდება ბინა“ – 35 ქულა). ეს მიგვითითებს ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებზე, რომელთა გამოც მომხმარებელთა დიდი ნაწილი უძრავი ქონების შეძენის ნაცვლად, ალტერნატივას ბინის დაქირავებაში ეძებს.
- თბილისი – მთავარი ეპიცენტრი: ლოკაციებს შორის თბილისი კვლავ დომინანტია. ძიება „ბინები თბილისში“ (25) ადასტურებს, რომ დედაქალაქი რჩება უძრავი ქონების ბაზრის მთავარ ცენტრად, სადაც თავმოყრილია როგორც მოთხოვნა, ისე მიწოდება.
- მოკლევადიანი ქირავნობა და ტურიზმი: ძიებები „ბინები დღიურად“ და „ბინა დღიურად“ სტაბილურ მაჩვენებელს ინარჩუნებს. ეს ტენდენცია მიანიშნებს როგორც შიდა გადაადგილებების აქტივობაზე, ისე ტურისტული სექტორის გავლენაზე უძრავი ქონების ბაზარზე.
- ინსტიტუციური ინტერესი: „უძრავი ქონების რეესტრი“ (16) ძიებებში ხშირად ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები აქტიურად ამოწმებენ ქონების სამართლებრივ სტატუსს, უფლებრივ შეზღუდვებს ან რეგისტრაციის პროცედურებს. ეს ბაზრის მონაწილეების ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს.
- სტუდენტური სეგმენტი: ძიება „student“ (14) უძრავი ქონების კონტექსტში ხაზს უსვამს სტუდენტური საცხოვრებლების აქტუალობას, რაც განსაკუთრებით სეზონურად (სასწავლო წლის დაწყების წინ) იზრდება.
ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები (Internet & Telecom) 2025
2025 წლის მონაცემები „ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების“ კატეგორიაში ნათლად აჩვენებს ქართველი მომხმარებლების ტექნოლოგიურ პრეფერენციებს. წამყვან პოზიციებზე კვლავ გლობალური ბრენდები და კომუნიკაციის საშუალებებია, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ციფრული ეკოსისტემა საქართველოში სულ უფრო მეტად ინტეგრირდება დასავლურ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
ტექნოლოგიური სექტორის მთავარი მიგნებები:
- iPhone-ის დომინანტური პოზიცია და ბრენდ-ლოიალობა: 2025 წელსაც iPhone (100 ქულა) რჩება ყველაზე სასურველ ტექნოლოგიურ ბრენდად. საინტერესოა მომხმარებელთა წინმსწრები ინტერესი: ძიებებში უკვე ფიქსირდება iPhone 17 (14 ქულა), მაშინ როცა iPhone 16 და მისი Pro ვერსია მიმდინარე აქტუალობას ინარჩუნებს. Apple-ის სმარტფონების მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური პრესტიჟისა და ხარისხის ერთგვარ ინდიკატორად იქცა.
- პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმები: კომუნიკაციის საშუალებებს შორის WhatsApp (48) და მისი ვებ-ვერსია (WhatsApp Web – 46) აბსოლუტური ლიდერები არიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაო თუ პერსონალური კომუნიკაციისთვის ქართველი მომხმარებელი უპირატესობას სწორედ ამ პლატფორმას ანიჭებს, განსაკუთრებით კი მის დესკტოპ ვერსიას, რაც პროდუქტიულობის ზრდაზე მიანიშნებს.
- ალტერნატიული საძიებო სისტემები: Google-ის (88) შემდეგ, ძიებებში კვლავ მაღალი პოზიცია უჭირავს Yandex-ს (яндекс – 46). როგორც სხვა კატეგორიებში ვნახეთ, ეს ტენდენცია 2025 წელსაც უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ენობრივ სურათს და რუსულენოვანი მომხმარებლების სიმრავლეს.
- ინტერნეტის ხარისხის კონტროლი: მომხმარებლები აქტიურად ზრუნავენ ინტერნეტის ხარისხზე, რასაც ადასტურებს „speed“ (21) და „test speed“ (19). ინტერნეტის სიჩქარის რეგულარული შემოწმება ქართველი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ეს მონაცემი მომსახურების ხარისხის მიმართ მზარდ მოთხოვნებსა და ინტერნეტის სიჩქარის მიმართ უკმაყოფილებაზე მიანიშნებს.
- Iphone VS Samsung 2025: საინტერესოა, რომ Samsung (21) საგრძნობლად ჩამორჩება iPhone-ის ძიების მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ტოპ სიაშია, მისი პოპულარობა ძიებებში თითქმის ხუთჯერ ნაკლებია მის მთავარ კონკურენტთან შედარებით.
საცალო ვაჭრობა (Shopping) 2025-ის ანალიზი
2025 წლის საცალო ვაჭრობის სექტორი ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი მომხმარებლის ინტერესი სულ უფრო მეტად გლობალური ბრენდებისკენ და საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებისკენ არის მიმართული. თუმცა, ამავდროულად, იკვეთება ადგილობრივი მულტიბრენდული პლატფორმების გაძლიერებული როლი, რაც ბაზარზე ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებაზე მაღალ მოთხოვნას ასახავს.
საცალო ვაჭრობის სექტორის მთავარი მიგნებები:
- საერთაშორისო მოდის ბრენდების ლიდერობა: Zara (100 ქულა) ამ კატეგორიაშიც აბსოლუტური ლიდერია. განსაკუთრებით საინტერესოა „Zara Greece“-ის (63), „Mango Greece“-ისა (21) და „Mango Outlet Greece“-ის (17) მაღალი პოზიციები. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ქართველი მომხმარებლები აქტიურად იყენებენ საბერძნეთის ონლაინ მაღაზიებს პროდუქციის გამოსაწერად, რაც ფასებსა და ასორტიმენტში არსებულ უპირატესობას უკავშირდება.
- ადგილობრივი ვაჭრობის წარმატება: საერთაშორისო გიგანტების გვერდით, საძიებო ტენდენციებში პოზიტიურად იკვეთება ონლაინ მაღაზია Dressup.ge– რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელი სულ უფრო მეტად აფასებს იმ კომფორტსა და სანდოობას, რასაც ადგილობრივი პლატფორმა სთავაზობს – იქნება ეს წამყვანი გლობალური ბრენდების (Levi’s, Lacoste, Tommy Hilfiger და სხვა) ფართო არჩევანი თუ სწრაფი ლოკალური მიწოდების სერვისი. Dressup-ის სტაბილური პოპულარობა ადასტურებს, რომ ხარისხზე ორიენტირებული ადგილობრივი რითეილი წარმატებით უწევს კონკურენციას გლობალურ პლატფორმებს.
- ფარმაცევტული ბაზრის აქტივობა: საცალო ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ფარმაცევტული ქსელი PSP (61) იკავებს. შედეგები გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების ონლაინ ძიება და მათზე მოთხოვნა 2025 წელსაც სტაბილურად მაღალია.
- სპორტული მოდა და ტრენდები: საერთაშორისო ბრენდებს შორის Adidas (47) და Nike (30) ინარჩუნებენ სტაბილურ პოზიციებს. ასევე, ინტერესის სფეროშია Bershka (17), რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდა სეგმენტი ორიენტირებულია ხელმისაწვდომ და ტრენდულ ტანსაცმელზე.
ხელოვნება და გართობის ინდუსტრია (Arts & Entertainment)
ხელოვნებისა და გართობის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სფეროა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს, თუ როგორ ისვენებს და ერთობა ქართველი მომხმარებელი ციფრულ სივრცეში. 2025 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ ვიდეო კონტენტი და მუსიკალური სტრიმინგი ამ ინდუსტრიის მთავარი საყრდენია, ხოლო მომხმარებელთა ინტერესები სულ უფრო მეტად უახლოვდება გლობალურ ტენდენციებს.
გართობის ინდუსტრიის მთავარი მიგნებები:
- YouTube – გართობის მიმართულების უპირობო ლიდერი: ამ კატეგორიაში YouTube (100 ქულა) აბსოლუტური ლიდერია. მომხმარებლები მას იყენებენ როგორც მუსიკის მოსასმენად, ისე ფილმებისა და შემეცნებითი ვიდეოების სანახავად. საინტერესოა პლატფორმის ძიების სხვადასხვა ვარიაციები: „ютуб“, „iutubi“, „you“.
- მოთხოვნა ლოკალიზებულ კონტენტზე: ძიებები „movie“, „movies“ და განსაკუთრებით „filmebi qartulad“ (8) გვიჩვნებს, რომ ქართულად გახმოვანებულ კინო-პროდუქციაზე მოთხოვნა კვლავ ძალიან მაღალია. მომხმარებლები აქტიურად ეძებენ მშობლიურ ენაზე ადაპტირებულ კონტენტს, რაც ადგილობრივი სტრიმინგ-პლატფორმებისთვის დიდ პოტენციალზე მეტყველებს.
- მუსიკალური სტრიმინგის ზრდა: ტრადიციული „mp3“-ის (9) პარალელურად, ძიებებში სულ უფრო მეტად ჩანს სპეციალიზებული მუსიკალური სერვისები: Spotify, YouTube Music და YouTube Music Channel. , რაც თავის მხრივ გვიჩვენებს იმას, რომ ქართველი მომხმარებელი ნელ-ნელა გადადის კონტენტის პირატული გზით ჩამოტვირთვიდან ლიცენზირებულ სტრიმინგ-მომსახურებაზე.
- აზარტული თამაშების „შეჭრა“ გართობაში: ამ კატეგორიაშიც ვხედავთ სიტყვებს: „bet“ (14) და „kristal bet“ (8). ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ გარემოებას: პირველი – სათამაშო ინდუსტრიის მასშტაბურ გავლენას საერთო ინტერესებზე და მეორე – Google-ის ალგორითმის სირთულეს, გამიჯნოს აზარტული თამაშები ზოგადი გართობისგან.
- ანიმე და გეიმინგი: ინტერესი „anime“-ს (9) და „games“-ის (5) მიმართ მიანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდა აუდიტორია აქტიურად არის ჩართული გლობალურ პოპ-კულტურაში და მათი ინტერესები სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ტენდენციებთან.
ჰობი (Hobbies & Leisure)
„ჰობი და თავისუფალი დრო“ ის კატეგორიაა, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს მომხმარებლის პერსონალურ ინტერესებსა და ყოველდღიურ გატაცებებს. 2025 წლის მონაცემები მოულოდნელ, თუმცა ლოგიკურ სურათს გვიხატავს: ტრადიციული ჰობიების გვერდით, ციფრული ასისტენტები და ონლაინ შოპინგი თავისუფალი დროის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ამ კატეგორიის მთავარი აქცენტები:
- AI, როგორც თავისუფალი დროის კომპანიონი: საინტერესოა, რომ ჰობიების კატეგორიაში პირველ ადგილებს gpt (100 ქულა) და gpt chat (67 ქულა) იკავებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ 2025 წელს ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლისთვის აღარ არის მხოლოდ სამუშაო ინსტრუმენტი; მას იყენებენ კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად, გეგმების შესადგენად ან უბრალოდ გასართობად, რაც AI-ს „ციფრულ ჰობიდ“ აქცევს.
- გართობა და ეკონომია – Swoop: თავისუფალი დროის დაგეგმვისას ქართველი მომხმარებელი აქტიურად იყენებს ფასდაკლებების პლატფორმებს, რასაც Swoop-ის (37) მაღალი პოზიცია ადასტურებს. კინო, რესტორნები თუ სხვა აქტივობები 2025 წელსაც ხშირად სწორედ ასეთი პლატფორმების მეშვეობით იგეგმება.
- ცხოველები და ემოციური კავშირი: ძიებებში მაღალია ინტერესი შინაური ცხოველების მიმართ (dog, cat, fish). შედეგები გვიჩვენებს, რომ მომხმარებლები თავისუფალ დროს ხშირად უთმობენ ცხოველებზე ზრუნვას ან მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას, რაც სოციალური ინტერესების მნიშვნელოვანი ნაწილია.
- სოციალური მოვლენები და დღესასწაულები: ძიებები „с днем рождения“, „christmas“ და „flowers“ ასახავს მომხმარებლის სოციალურ აქტივობას. თავისუფალი დრო ხშირად ასოცირდება საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებისა და მილოცვების მომზადებასთან.
- აზარტული თამაშების „კვალი“: ამ კატეგორიაშიც გვხვდება სიტყვები „slot“ (21) და „lotto“ (9). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზარტული თამაშები ბევრი მომხმარებლისთვის თავისუფალი დროის გატარების (თუმცა რისკის შემცველ) ფორმად აღიქმება, რაც Google-ის ალგორითმისთვის ამ სიტყვების „ჰობიში“ მოხვედრის მიზეზი ხდება.
- ცხოვრების სტილი და სპორტი: ინტერესი New Balance-ის (13) კედების, Tir Park-ის (10) თუ Barca-ს (8) (საფეხბურთო კლუბი ბარსელონა) მიმართ აჩვენებს ინტერესების მრავალფეროვნებას – მოდიდან და აქტიური დასვენებიდან სპორტულ ფანატიზმამდე.
2025 წლის ტოპ საძიებო სიტყვები YouTube-ზე
YouTube საქართველოში დიდი ხანია გასცდა უბრალოდ ვიდეოჰოსტინგის ფარგლებს და იქცა მთავარ გასართობ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო პლატფორმად. 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის პლატფორმა მუსიკის, ქართული სერიალებისა და საბავშვო კონტენტის ძირითადი წყაროა.
YouTube-ის ძიების მთავარი ტენდენციები:
- მუსიკა, როგორც პლატფორმის მთავარი ღერძი: ძიებების სათავეში მუსიკალური ტერმინებია: song (100 ქულა), music (75 ქულა) და მათი ქართულენოვანი ვარიაციები (სიმღერები, სიმღერა, simgerebi). ინტერესი „karaoke“-ს (34) მიმართ კი ხაზს უსვამს იმას, რომ YouTube აქტიურად გამოიყენება ინტერაქტიული გართობისთვისაც.
- ქართული კინოპროდუქცია და დუბლირება: მოთხოვნა ქართულად გახმოვანებულ კონტენტზე კვლავ რეკორდულია. ძიებები „filmebi“ (92) და „filmebi qartulad“ (82) ამ კატეგორიის ლიდერები არიან. ასევე, მაღალია ინტერესი საბავშვო ანიმაციების მიმართ (multfilmebi qartulad – 35), რაც მშობლების მხრიდან მშობლიურ ენაზე არსებულ კონტენტზე მოთხოვნას უსვამს ხაზს.
- ქართული სერიალების ფენომენი: საინტერესოა, რომ 2025 წელსაც ქართული ტელე-ინდუსტრიის „კლასიკა“ კვლავ პოპულარობის პიკზეა. „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალები“ (ჩცდ), როგორც ქართულ, ისე ლათინურ შრიფტზე, ტოპ ძიებებშია ანუ მომხმარებლები YouTube-ს იყენებენ საყვარელი სერიალების განმეორებით სანახავად (Nostalgia content).
- საბავშვო ეკოსისტემა: YouTube ქართველი ბავშვებისთვის მთავარი პლატფორმაა. ემილია (emilia – 58), ჟოზე (joze – 36) და ლედი დიანა (diana – 34) წლის ყველაზე პოპულარული საბავშვო ინფლუენსერები და არხებია. ეს მონაცემები ხაზს უსვამს პლატფორმის როლს მოზარდი თაობის ყოველდღიურობაში.
- გეიმინგი და ახალგაზრდული ინტერესები: მსოფლიო ტენდენციების მსგავსად, საქართველოშიც Roblox (29) და Minecraft (27) ყველაზე ძიებადი თამაშებია. ასევე, ინტერესის სფეროშია „dasi“ (სავარაუდოდ, ქართველი იუთუბერების გაერთიანება), რაც ადგილობრივი კონტენტ-კრეატორების გავლენაზე მეტყველებს.
- ენობრივი მრავალფეროვნება: მუსიკალური და კინო ძიებები რუსულ ენაზე (песни, фильмы) კვლავ ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს, რაც ქვეყანაში არსებულ მულტიკულტურულ და მულტილინგვურ გარემოს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
YouTube-ის ძიების მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს პლატფორმა მსოფლიოში მეორე უმსხვილესი საძიებო სისტემაა, სადაც მომხმარებლები კონკრეტული განზრახვით შედიან. როდესაც ვხედავთ ისეთ მაღალკონკურენტულ ძიებებს, როგორიცაა „filmebi qartulad“ ან „სიმღერები“, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ პოზიციებზე მოხვედრა სწორი YouTube SEO-ს შედეგია.
ვიდეოს სათაურის, აღწერის, ტეგებისა და მეტამონაცემების ოპტიმიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი კონტენტი სამიზნე აუდიტორიამ იპოვოს. 2025 წელს, როცა კონტენტის რაოდენობა რეკორდულია, მხოლოდ ხარისხიანი ვიდეოს შექმნა საკმარისი აღარაა – სწორი საკვანძო სიტყვების შერჩევა და ალგორითმთან მუშაობა ხდება ერთადერთი გზა ორგანული წვდომის მოსაპოვებლად და კონკურენტულ გარემოში გამოსაჩენად.
ყველაზე მზარდი საძიებო სიტყვები იუთუბზე
იუთუბის მზარდი ძიებების ანალიზი ადასტურებს, რომ პლატფორმა 2025 წელსაც რჩება მთავარ არენად სერიალების, ვირუსული მუსიკალური ტრენდებისა და ბავშვთა გართობისთვის. აქ განსაკუთრებით თვალსაჩინოა თურქული კინოინდუსტრიის გავლენა და ახალი თაობის ინტერესები.
ამ კატეგორიის მთავარი მიგნებები:
- თურქული სერიალების „ბუმი“: 2025 წლის აბსოლუტური ფენომენი თურქული სერიალებია. ძიებები: „esref ruya“, „sahipsizler“, „uzak sehir“ და „kral kaybederse“ Breakout სტატუსით სარგებლობენ. საინტერესოა, რომ მომხმარებლები მათ ხშირად ორიგინალ ენაზეც ეძებენ, რაც მოწმობს იმას, რომ ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება ახალ ეპიზოდებს და მზადაა ისინი გახმოვანების გარეშეც ნახოს.
- TikTok-ის გავლენა YouTube-ზე: ძიება „tiktok mashup 2025“ (+4,900%) ნათლად აჩვენებს პლატფორმებსშორის მჭიდრო კავშირს. TikTok-ზე გაპოპულარული სიმღერების ნაკრებებს მომხმარებლები YouTube-ზე ეძებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუსიკალური ტრენდების ფორმირება დღეს სწორედ მოკლე ფორმატის ვიდეოებიდან იწყება.
- ლოკალური ვირუსული კონტენტი: ქართულ მზარდ ძიებებში ლიდერობს „ტახი მახო“ (Breakout) და „ღამის მონადირეები“ (+4,500%). ეს ის პროექტებია, რომლებმაც მოკლე დროში მოიპოვეს პოპულარობა და სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა.
- ახალი თაობის ინტერესები და მემები: ძიებები „sigma boy“ (+850%) და „99 nights in the forest roblox“ (+1,050%) პირდაპირ გვიჩვენებს „Alpha“ თაობის ინტერესებს. ინტერნეტ-meme-ები და Roblox-ის თამაშები YouTube-ის მზარდი ტრენდების განუყოფელი ნაწილია.
- საბავშვო და საოჯახო კონტენტი: ბავშვთა ინტერესი კვლავ მაღალია ისეთი არხების მიმართ, როგორიცაა „Amelka Karamelka“ (+700%) და „Eddy“ (+600%). ასევე, პოპულარობას ინარჩუნებს ქართული ჯგუფი „Dasi“, რაც ადგილობრივი კონტენტის სტაბილურ ზრდაზე მიანიშნებს.
- რეგიონული და მრავალფეროვანი ინტერესები: ძიებებში ვხედავთ სომხურ სერიალებსა (verjin zang) და ფრანგულ მუსიკას (gims), რაც ქართველი მომხმარებლის მრავალფეროვან ინტერესებსა და მულტიკულტურულ ციფრულ გარემოზე მეტყველებს.
2025 წლის ძიების ტენდენციების შეჯამება: როგორ ვაქციოთ ეს მონაცემები ბიზნესის წარმატებად?
2025 წლის Google Trends-ის მონაცემების შეჯამება მხოლოდ სტატისტიკური სურათი არ არის – ეს არის ქართველი მომხმარებლის ციფრული ევოლუციის ამსახველი დოკუმენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძიების პროცესი უფრო ინტუიციური, მრავალშრიანი და ტექნოლოგიურად დახვეწილი გახდა. თანამედროვე მომხმარებელი ინფორმაციას აღარ ეძებს მხოლოდ ერთ პლატფორმაზე; მისი გზა (Customer Journey) ახლა ხელოვნურ ინტელექტზე, ვიზუალურ კონტენტსა და ლოკალურ სერვისებზე გადის.
ბიზნესებისთვის ეს ახალ რეალობას ნიშნავს: წარმატება ნიშნავს იქ ყოფნას, სადაც გადაწყვეტილებები რეალურ დროში მიიღება.
რას გვეუბნება 2025 წლის ტრენდები თქვენი სტრატეგიის შესახებ?
- მომავალი AI პასუხებშია: ჩვენ ვნახეთ ChatGPT-ისა და Gemini-ს რეკორდული პოპულარობა. დღეს მომხმარებელი ინფორმაციას მხოლოდ საძიებო ველში კი არ ეძებს, არამედ პირდაპირ კითხვებს უსვამს ხელოვნურ ინტელექტს. SEO სააგენტო „ალპაკა“ დაგეხმარებათ, რომ თქვენი ბრენდი იყოს პირველი, რომელსაც AI მოდელები სანდო წყაროდ აღიქვამენ და რეკომენდაციას გაუწევენ AI პასუხებში .
- YouTube – თქვენი მეორე საძიებო სისტემა: მონაცემებმა დაადასტურა, რომ YouTube საქართველოში ინფორმაციის მოპოვების უმსხვილესი ჰაბია. ჩვენი YouTube SEO სერვისი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ვიდეო კონტენტი არ დაიკარგოს მილიონობით საათის ვიდეოში და მოხვდეს ზუსტად იმ ადამიანების წინაშე, ვინც თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას ეძებს.
- იყავით იქ, სადაც თქვენი მომხმარებელია: უძრავი ქონების, შოპინგისა და ბიზნეს სექტორის ძიებები აჩვენებს, რომ ლოკალურ ინტერესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ლოკალური SEO-ს მეშვეობით კი, ჩვენ დაგეხმარებათ Google Maps-სა და ლოკალურ ძიებებში ლიდერობაში, რათა მომხმარებელმა „თბილისში“ ან „ჩემთან ახლოს“ ძებნისას სწორედ თქვენი ობიექტი აღმოაჩინოს.
- კლასიკური SEO – თქვენი ციფრული ფუნდამენტი: მიუხედავად სიახლეებისა, Google-ის პირველი გვერდი კვლავ რჩება ნდობისა და გაყიდვების მთავარ წყაროდ. ჩვენი კომპლექსური SEO სტრატეგია მოიცავს ყველაფერს – ტექნიკური გამართულობიდან დაწყებული, კონტენტ-მარკეტინგით დასრულებული, რათა თქვენი ბრენდი 2026 წლის ტოპ ძიებების განუყოფელი ნაწილი გახდეს.
როგორ ვაქციოთ 2025 წლის მონაცემები თქვენს ბიზნეს შედეგად?
ციფრული ტენდენციების ცოდნა მხოლოდ დასაწყისია – ნამდვილი გამოწვევა ამ ინფორმაციის ბიზნესის სასარგებლოდ გამოყენებაშია. 2025 წლის ანალიზი ცხადყოფს, რომ წარმატება დღეს ზუსტ გათვლას, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობასა და იმ ციფრული სივრცეების ათვისებას მოითხოვს, სადაც თქვენი მომხმარებელი რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს.
SEO სააგენტო „ალპაკას“ გუნდი მზად არის, ეს ტენდენციები თქვენს სტრატეგიულ უპირატესობად აქციოს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ციფრული ავტორიტეტი, რომელიც თქვენს ბრენდს კონკურენტულ გარემოში გამოარჩევს და ძიების შედეგებს რეალურ, გაზომვად ზრდაში გადათარგმნის.
თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად მომზადებულია თქვენი ვებსაიტი მომავალი წლის გამოწვევებისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი უფასო SEO აუდიტით. ეს საუკეთესო გზაა იმ ხარვეზების გამოსავლენად და შესაძლებლობების დასანახად, რაც თქვენს ბიზნესს ციფრულ ლიდერობამდე მიიყვანს. დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ ის ნაბიჯები, რომლებიც თქვენს ბიზნესს ციფრულ სივრცეში უფრო ხილვადს გახდის.




















