რა არის Core Web Vitals და რატომ არის მნიშვნელოვანი
Core Web Vitals წარმოადგენს Google-ის მიერ შემუშავებულ მეტრიკების კომპლექტს, რომელიც აფასებს ვებგვერდის მუშაობის სამ კრიტიკულ ასპექტს: ჩატვირთვის ეფექტურობას, ინტერაქტიულობას და ვიზუალურ სტაბილურობას.
თითოული მათგანი საიტზე შემოსული ვიზიტორისთვის ქმნის გამოცდილებას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მომხმარებლის თვალით კომპანიის აღქმაზე. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ საიტზე, რომლის ჩატვირთვასაც თუნდაც 1 წუთი სჭირდება.
დარწმუნებული ვარ ეს არ იქნება თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილება და მეტიც, მაქსიმუმ 3 წამის შემდეგ საიტიდან გასვლის ღილაკს სწრაფად დააკლიკავთ.
ასე მარტივად შეიძლება, რომ თქვენმა საიტმა მომხმარებელი უკმაყოფილო დატოვოს. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც საიტით მომხმარებელს პროდუქტს, სერვისს ან მომსახურებას სთავაზობთ.
Core Web Vitals-ის გადალახვა Google-ის ბოტს აჩვენებს, რომ ვიზიტორებს თქვენს საიტზე კარგ გამოცდილებას უქმნით შესაბამისად მათი საძიებო სისტემიდან გადმოსულ მომხმარებლებს იმედები არ გაუცრუვდებათ.
ამიტომ მოდით ერთად გავარკვიოთ, როგორ შეიძლება Core Web Vitals-ის ოპტიმიზიაცია ისე, რომ მომხმარებელიც ბედნიერი გვყავდეს და Google-მაც მოწინავე პოზიციების ღირსად ჩაგვთვალოს.
ვებსაიტის Core Web Vitals-ის აუდიტი
Core Web Vitals-ის გასაზომად რამდენიმე ეფექტური ინსტრუმენტი არსებობს:
- Google Search Console – გვაჩვენებს რეალური მომხმარებლების მონაცემებს და პრობლემურ გვერდებს.
- PageSpeed Insights – იძლევა დეტალურ ანალიზს და გაუმჯობესების რეკომენდაციებს.
- Chrome DevTools – საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ კონკრეტული პრობლემები.
- Lighthouse – უზრუნველყოფს ავტომატიზებულ აუდიტს და ქულებს
Core Web Vitals-ის SEO ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი. ქვემოთ წარმოგიდგენთ თუ რა მეტრიკებია ანალიზდება ამ ხელსაწყოებით, წარმოგიდგენთ მარტივ ახსნას თუ რა მონაცემებს გვიჩვენებს ისინი და რა უნდა გავითვალისწინოთ თითოულის ოპტიმალურ მაჩვენებლებამდე მისაყვანად.
მანამდე კი სანამ მათ შესახებ ინფორმაციას გაიგებთ, გადმოგვიგზავნეთ მოთხოვნა უფასო SEO აუდიტზე და მიიღეთ მეტი ვიდრე საიტის სიჩქარის ანალიზია.
გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.
SEO სააგენტო “ალპაკას” აუდიტის შემდეგ გაიგებთ თქვენი საიტის კრიტიკული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რეკომენდაციებს On-page და Off-page SEO ოპტიმიზაციითვის, კონკურენტების ანალიზს და რაც მთავარია თქვენზე მორგებული საძიებო სიტყვების ბაზას.
Core Web Vitals-ის მეტრიკები
Core Web Vitals შედგება სამი მთავარი მეტრიკისგან, რომლებიც ზომავენ ვებგვერდის მუშაობის ხარისხს მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით:
- Largest Contentful Paint (LCP) – რომელიც აფასებს ჩატვირთვის სიჩქარეს
- Interaction to Next Paint (INP) – რომელიც ზომავს გვერდის რეაგირების დროს მომხმარებლის ქმედებებზე;
- Cumulative Layout Shift (CLS) – რომელიც აფასებს ვიზუალურ სტაბილურობას.
ამ სამის გარდა ვებსაიტის Page Speed Insight ტესტში გატარების შემდეგ იხილავთ კიდევ ორ მეტრიკას, რომლებიცაა:
- Time to First Byte (TTFB) – რომელიც ზომავს დროს რესურსის მოთხოვნიდან სერვერის პასუხის პირველი ბაიტის მიღებამდე
- First Contentful Paint (FCP) – , რომელიც განსაზღვრავს, როდის გამოჩნდება გვერდზე პირველად ხილული კონტენტი.
მოდით დეტალურად განვიხილოთ თითოეული მეტრიკა და გავიგოთ, თუ რას ზომავს, როგორ მუშაობს და რა მნიშვნელობა აქვს მას საიტის წარმატებისთვის. თითოეულ მათგანს აქვს თავისი სპეციფიკა და ზღვრული მაჩვენებლები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საიტის ოპტიმიზაციისას.
რა არის LCP – Largest Contentful Paint
Largest Contentful Paint (LCP) ზომავს, თუ რამდენ დროში ჩაიტვირთება და გამოჩნდება გვერდის მთავარი ვიზუალური ელემენტი ეკრანზე. ეს შეიძლება იყოს დიდი სურათი, ვიდეო ან ტექსტური ბლოკი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის.
LCP-ის გასაზომად მხედველობაში მიიღება შემდეგი ელემენტები:
- სურათები (<img> ელემენტები)
- ვიდეოს თამბნეილები
- დიდი ტექსტური ბლოკები
- ფონური გამოსახულებები CSS-ის url() ფუნქციით
LCP განსხვავდება ჩატვირთვის ძველი მეტრიკებისგან, როგორიცაა load ან DOMContentLoaded, რადგან ის ზომავს არა ტექნიკურ პარამეტრებს, არამედ იმას, თუ როდის ხედავს მომხმარებელი გვერდის მთავარ შინაარსს. Google-ის რეკომენდაციით, კარგი მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველსაყოფად, LCP უნდა იყოს 2.5 წამი ან ნაკლები.

ოპტიმალური LCP-ის მისაღწევად საჭიროა:
- სერვერის რეაგირების დროის ოპტიმიზაცია
- გამოსახულებების შეკუმშვა და ოპტიმიზაცია
- რესურსების წინასწარი ჩატვირთვა
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ LCP ითვალისწინებს მხოლოდ იმ ელემენტებს, რომლებიც ხილულია ვიუპორტში (ეკრანის ხილულ ნაწილში). ელემენტები, რომლებიც სქროლის მიღმაა ან დამალულია, არ მონაწილეობენ LCP-ის გაზომვაში.
თუ LPC-ის ოპტიმიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციითვის გთავაზოთ Google-ის ვიდეო გაიდსაც, რომელიც იმედი გვაქვს დაგეხმარებათ, ტექნიკური SEO დეტალების მარტივად გაგებაში.
რა არის FID – First Input Delay
First Input Delay (FID) ზომავს დროს მომხმარებლის პირველი ინტერაქციიდან (მაგალითად, ღილაკზე დაჭერა) ბრაუზერის მიერ ამ ინტერაქციაზე რეაგირებამდე. ეს მეტრიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერაქტიული გვერდებისთვის, სადაც მომხმარებელს სჭირდება სწრაფი უკუკავშირი თავის ქმედებებზე.
FID-ის გასაზომად მხედველობაში მიიღება შემდეგი ინტერაქციები:
- ღილაკზე დაკლიკება
- ბმულზე დაჭერა
- ფორმის ველების შევსება
- ჩამოსაშლელი მენიუს არჩევა
FID განსხვავდება INP-სგან იმით, რომ ის ზომავს მხოლოდ პირველ ინტერაქციას გვერდის ჩატვირთვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტიდან FID ჩანაცვლდა INP მეტრიკით, როგორც Core Web Vitals-ის ნაწილი, რადგან INP უკეთ ასახავს გვერდის საერთო რეაგირებას – მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ოპტიმალური FID-ის მისაღწევად საჭიროა:
- JavaScript-ის დიდი ფაილების დაყოფა
- კრიტიკული JavaScript კოდის პრიორიტეტიზაცია
- მესამე მხარის სკრიპტების გავლენის შემცირება
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ FID ზომავს მხოლოდ “დაყოვნების” დროს და არა მთლიან დროს, რომელიც სჭირდება ბრაუზერს ქმედების დასასრულებლად. ეს მეტრიკა ფოკუსირდება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იწყებს გვერდი რეაგირებას მომხმარებლის პირველ ინტერაქციაზე.
რა არის INP, რომელმაც FID ჩანაცვლა
Interaction to Next Paint (INP) არის მეტრიკა, რომელიც აფასებს ვებგვერდის რეაგირების სიჩქარეს მომხმარებლის ქმედებებზე. ის ზომავს დროს მომხმარებლის ინტერაქციიდან (მაგალითად, დაკლიკება) ბრაუზერის მიერ შემდეგი ვიზუალური ცვლილების ასახვამდე.
FID-ის მსგავსად INP-ის გასაზომად მხედველობაში მიიღება შემდეგი ინტერაქციები:
- მაუსით დაკლიკება
- სენსორული ეკრანის შეხება
- კლავიატურაზე ღილაკის დაჭერა
INP განსხვავდება First Input Delay (FID) მეტრიკისგან, რადგან ის აფასებს ყველა ინტერაქციას გვერდის სიცოცხლის მანძილზე და არა მხოლოდ პირველ ინტერაქციას. Google-ის რეკომენდაციით, კარგი მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველსაყოფად, INP უნდა იყოს 200 მილიწამი ან ნაკლები.

ოპტიმალური INP-ის მისაღწევად საჭიროა:
- მძიმე JavaScript კოდის ოპტიმიზაცია
- ხანგრძლივი დავალებების დაყოფა მცირე ნაწილებად
- ძირითადი ნაკადის გადატვირთვის თავიდან აცილება
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ INP არ ზომავს ისეთ ინტერაქციებს, როგორიცაა სქროლი, ზუმი ან მაუსის გადატარება (hover). ის ფოკუსირდება მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც საჭიროებენ მყისიერ რეაგირებას მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
მეტი ინფორმაციისთვის გთავაზობთ Google-ის ვიდეოს INP-ის შესახებ:
რა არის CLS – Cumulative Layout Shift
Cumulative Layout Shift (CLS) ზომავს ვებგვერდის ვიზუალურ სტაბილურობას და აფასებს, თუ რამდენად მოულოდნელად იცვლიან ელემენტები პოზიციას გვერდზე. ეს მეტრიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილებისთვის, რადგან მოულოდნელმა ვიზუალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი კლიკები ან გააღიზიანოს მომხმარებელი.
CLS-ის გასაზომად მხედველობაში მიიღება:
- ვიზუალური ელემენტების პოზიციის ცვლილება
- ახალი ელემენტების დამატება არსებულ კონტენტში
- დინამიურად ჩატვირთული კონტენტი
- რეკლამების ან ბანერების ჩატვირთვა
Google-ის რეკომენდაციით, კარგი მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველსაყოფად, CLS მაჩვენებელი უნდა იყოს 0.1 ან ნაკლები. რაც უფრო ახლოსაა ეს მაჩვენებელი ნულთან, მით უფრო სტაბილურია გვერდი.

ოპტიმალური CLS-ის მისაღწევად საჭიროა:
- სურათებისა და ვიდეოებისთვის ზომების წინასწარ განსაზღვრა
- დინამიური კონტენტისთვის სივრცის რეზერვირება
- კონტენტის ჩატვირთვის სწორი თანმიმდევრობის დაცვა
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ CLS არ ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომლებიც ხდება მომხმარებლის ინტერაქციის საპასუხოდ (მაგალითად, დაკლიკებით გახსნილი მენიუ). ის ფოკუსირდება მხოლოდ მოულოდნელ ცვლილებებზე, რომლებიც აუარესებენ მომხმარებლის გამოცდილებას.
ზემოთ განხილული 3 მაჩვენებელი არის მთავარი მეტრიკები, დამატებით გთავაზობთ TTFB-სა და FPC-ის მოკლე განხილვას, რომელსაც Page Speed Insights ტესტში აუცილებლად გადააწყდებით:
რა არის TTFB – Time To First Byte
Time To First Byte (TTFB) არის ფუნდამენტური მეტრიკა, რომელიც ზომავს დროს ვებგვერდის მოთხოვნიდან სერვერის მხრიდან პირველი ბაიტის მიღებამდე. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვერის რეაგირების სიჩქარის შესაფასებლად და წინ უსწრებს ყველა სხვა მნიშვნელოვან მეტრიკას.
TTFB-ის გასაზომად მხედველობაში მიიღება:
- გადამისამართების დრო
- DNS ძიების დრო
- კავშირის დამყარების დრო
- სერვერის პასუხის დრო
- TLS მოლაპარაკებების დრო
Google-ის რეკომენდაციით, კარგი მომხმარებლის გამოცდილების უზრუნველსაყოფად, TTFB მაჩვენებელი უნდა იყოს 0.8 წამი ან ნაკლები. თუმცა, რადგან TTFB არ არის Core Web Vitals-ის მეტრიკა, მთავარია ის არ აფერხებდეს სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს.

ოპტიმალური TTFB-ის მისაღწევად საჭიროა:
- სერვერის გამართული მუშაობა
- CDN-ის გამოყენება
- ქეშირების სწორი კონფიგურაცია
- ჰოსტინგის პროვაიდერის ოპტიმალური შერჩევა
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TTFB განსაკუთრებით კრიტიკულია Single Page Applications (SPA) ტიპის საიტებისთვის, სადაც საწყისი HTML-ის სწრაფი მიწოდება აუცილებელია კლიენტის მხარეს რენდერინგის დასაწყებად.
რა არის FCP – First Contentful Paint
First Contentful Paint (FCP) არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს, როდის ჩნდება გვერდზე პირველად ხილული კონტენტი. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, გამოსახულება, <svg> ელემენტი ან ფონის სურათი. FCP პირდაპირ ზემოქმედებს მომხმარებლის მიერ აღქმულ ჩატვირთვის სისწრაფეზე და აჩვენებს იმ წამს, როცა მომხმარებელი პირველად ხედავს ნაწილს ვებგვერდის კონტენტის.
FCP-ის გაზომვისას მხედველობაში მიიღება:
- წინა გვერდიდან გადმოსვლის დრო – დრო, რომელიც იხარჯება წინა გვერდის დატოვებისა და ახალი გვერდის მოთხოვნის მომენტში.
- კავშირის დამყარების დრო – დრო, რომელიც საჭიროა სერვერთან TCP კავშირის დასამყარებლად.
- Redirect დრო – თუ გადამისამართებაა საჭირო, ეს დრო გულისხმობს ყველა გადამისამართების პროცედურას.
- სერვერის საპასუხო დრო (TTFB) – დრო, რომელიც სერვერს სჭირდება მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
- შინაარსის გამოსახვა – ის მომენტი, როცა ვებგვერდზე პირველად ჩნდება ძირითადი კონტენტი ეკრანზე.
Google-ის რეკომენდაციით, ვებგვერდის სწრაფი ჩატვირთვის უზრუნველსაყოფად FCP-ის მაჩვენებელი უნდა იყოს 1.8 წამზე ნაკლები. ეს მაჩვენებელი ვებგვერდის საერთო მომხმარებლისთვის კარგ გამოცდილებას ქმნის, როცა ისინი სხვადასხვა მოწყობილობებიდან სტუმრობენ საიტს.

FCP-ის ოპტიმიზაციისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:
- Render-Blocking რესურსების აღმოფხვრა – შეამცირეთ ან გადაიტანეთ ყველა ის რესურსი, რომელიც აჭიანურებს საიტის პირველ შთაბეჭდილებას.
- ქეშირების პოლიტიკა – სწორად დააკონფიგურირეთ ქეშირება, რათა საიტის სტრუქტურული კომპონენტები სწრაფად იტვირთებოდეს.
- სერვერის საპასუხო დროის შემცირება – შეამცირეთ სერვერის საპასუხო დრო (TTFB), რაც პირდაპირ გავლენას ახდენს FCP-ზე.
- პრიორიტეტული რესურსების ჩატვირთვა – გამოიყენეთ Preload და Preconnect ინსტრუქციები მნიშვნელოვანი რესურსების სწრაფად ჩასატვირთად.
- ქრონომეტრიული განაწილება – გამოიყენეთ JavaScript-ისა და CSS-ის ოპტიმიზაცია მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც საჭიროა პირველ შთაბეჭდილებისთვის.
ოპტიმალური FCP-ის მიღწევა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საიტი მოიცავს დიდ გრაფიკულ ან სკრიპტულ რესურსებს, მაგრამ სწორი ოპტიმიზაციით შესაძლებელია მომხმარებლისთვის სწრაფი და კომფორტული ჩატვირთვის გამოცდილების შექმნა.
გაითვალისწინეთ, რომ Core Web Vitals-ის მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. Google განაგრძობს ამ მეტრიკების განვითარებას და დახვეწას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილება. ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია დროულად მოახდინონ ადაპტირება ამ ცვლილებებთან და უზრუნველყონ თავიანთი ვებგვერდების მუდმივი ოპტიმიზაცია.
ეფექტური Core Web Vitals არა მხოლოდ საძიებო სისტემებში პოზიციების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ პირდაპირ აისახება ბიზნესის შედეგებზე კონვერსიების ზრდისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესების გზით.



















