2022 წლის მაისის განახლება SEO სპეციალისტებისთვის მეტად საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. მიმდინარე პროექტებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა ერთი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა: განახლების პროცესში დაქვეითებულ პოზიციებზე მყოფ გვერდებს მოულოდნელად გაეზარდა იმფრეშენები (impressions), ხოლო ლიდერ ვებგვერდებს კი პირიქით შეუმცირდათ. ცხადია, გუგლის მაისის განახლების ეფექტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ SERP-ის (საძიებო სისტემის შედეგების გვერდი) ცვლილებებზე დაკვირვება ცუდი აზრი ნამდვილად არაა.
რას გამოიწვევს ეს განახლება გრძელვადიან პერსპექტივაში? როგორ შეცვლის მიმდინარე პოზიციებს და როგორ უნდა ვუპასუხოთ გუგლის გამოწვევებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ხელოვნური ინტელექტი Market Brew დაგვეხმარება.
რა არის Market Brew?
ყველა სხვა ღირსებებთან ერთად ის წარმოადგენს საძიებო სისტემის მოდელს, რომელიც თითქმის ზუსტად იმეორებს გუგლის ალგორითმის ლოგიკას. მისი საშუალებით შეგიძლიათ თავად შექმნათ საძიებო სისტემის მოდელი და დააკვირდეთ SERP-ის განვითარებას.
Market Brew-ის საძიებო სისტემის სიმულაცია გვაძლევს SERP-ის პროგნოზირების შესაძლებლობას. მისი საშუალებით შევაფასებთ საძიებო სისტემის განახლებების მოსალოდნელ შედეგებს. შეიძლება ითქვას, Market Brew-ის საძიებო სისტემის მოდელზე დაკვირვება მომავალი ცვლილებების გენერალურ რეპეტიციას ჰგავს.
კიდევ რას გვთავაზობს ციფრული წინასწარმეტყველი?
ალბათ, უკვე მიხვდით რატომ არის Market Brew ციფრული წინასწარმეტყველი. მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირებასთან ერთად მას შეუძლია გაიგოს რატომ კარგავთ პოზიციებს საძიებო სისტემაში. მოგეხსენებათ, გუგლი 200-მდე ფაქტორის მიხედვით საზღვრავს ვინ დააწინაუროს SERP-ში და რომელი ვებგვერდები დააქვეითოს. მაგრამ, ყველა ფაქტორი პოზიციების ცვლილებებში ერთნაირ როლს არ თამაშობს.
სწორედ, აქ გვჭირდება Market Brew, რომლის საშუალებითაც შევაფასებთ კონკრეტულად რომელი კრიტერიუმის გამო დავკარგეთ პოზიციები, რა ფაქტორები ახდენენ ყველაზე დიდ გავლენას ჩვენს შედეგებზე, სავარუდოდ როგორი იქნება მიგრაციის პროცესის შედეგები და ა.შ.
Market Brew Radar Plot
მოცემული ხელსაწყო SERP-ში ვებგვერდის შედეგების ჰოლისტიკურ შეფასებას გვთავაზობს. Radar Plot-ის საშუალებით შეგიძლიათ რამდენიმე კუთხით შეაფასოთ არა მხოლოდ უშუალოდ 1 გვერდი, არამედ ჯამურად ვებგვერდის სტრუქტურა: კონტენტის რომელი ნაწილია სწორად ოპტიმიზირებული, რომელი გვერდი გვაძლევს ტრაფიკის უდიდეს ნაწილს და რა უნდა გავითვალისწინოთ სხვა გვერდების პოზიციების გასაძლიერებლად. ის გვაძლევს შემდეგი ტიპის ანალიზის შესაძლებლობას:
- საძიებო სიტყვების ჭარბი გამოყენება – Keyword Stuffing
- გვერდის სიჩქარის Live შეფასება – Core Web Vitals
- ხართ თუ არა თქვენი ინდუსტრიის ექსპერტი და თუ არა რატომ – Expertise Factor & E-A-T (Expertise, Authoritativeness, and Trustworthiness)
- მეტა ინფორმაციის შეფასება
- დომენის ავტორიტეტი და პოზიცია – Domain Rank
- აღმოაჩინოთ კონტენტის განვითარების შესაძლებლობები – Content Gap
- შიდა ლინკების რეკომენდაციები – Internal Link Building
- Schema Markup-ის ოპტიმიზაცია თითოეული გვერდისთვის
და კიდევ უამრავი შესაძლებლობა…
Market Brew-ის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების ნაკრები ზედგამოჭრილია SEO სააგენტოებისთვის. ის გვაძლევს შესაძლებლობას გვქონდეს „ჩვენი საძიებო სისტემა“, ჩავატაროთ მასზე ექსპერიმენტები და წარმოდგენა შევიქმნათ რა ხდება გუგლის კულისებში.