Google კონკურენციას უცხადებს Amazon-ს: Gemini AI-ზე დაფუძნებულ შოპინგის ინსტრუმენტებს ამატებს

დეკემბერი 29, 2025

AI შოპინგი

Google-ი სადღესასწაულო შოპინგის სეზონს (Black Friday, Cyber Monday) უმსხვილესი განახლებით ხვდება. კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მძლავრ შოპინგის ინსტრუმენტებს ამატებს როგორც Google Search-ში, ასევე Gemini-ში (თავის AI ასისტენტში).

ეს ნაბიჯი ტრადიციულ საძიებო სისტემას მომხმარებლისთვის ლინკების უბრალოდ მიწოდებიდან – პროდუქტების აქტიურ, პერსონალიზებულ რეკომენდაციებამდე მიიყვანს.

როგორ იმუშავებს?

განახლება ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს:

  1. “Shop with AI” (იყიდე AI-სთან ერთად) Google Search-ში
  • სასაუბრო ძიება: მომხმარებლებს შეეძლებათ დასვან კომპლექსური შეკითხვები. მაგალითად: „მიპოვე ერთმანეთთან შესაფერისი ქურთუკი, შარვალი და ფეხსაცმელი ნახევრად-ფორმალური წვეულებისთვის“.
  • ვიზუალური AI-პასუხი: ტრადიციული 10 ლურჯი ბმულის ნაცვლად, Google მომხმარებელს AI-ს მიერ გენერირებულ, შოპინგზე მორგებულ პასუხს (AI Overview) წარმოუდგენს.
  • პროდუქტების კურაცია: ეს პასუხი იქნება ვიზუალური კოლაჟი – პროდუქტების კატეგორიზებული შემოთავაზება ფოტოებით, აღწერებით, ფასებით, შეფასებებითა და იმის მითითებით, თუ რატომ ერგება ისინი ერთმანეთს. მონაცემები აღებული იქნება Google-ის Shopping Graph-ის 45 მილიარდი პროდუქტის ბაზიდან.
  1. Gemini, როგორც პროდუქტის კონსულტანტი
  • პირდაპირი ინტეგრაცია: Gemini იღებს პირდაპირ წვდომას Google-ის Shopping Graph-ზე.
  • იდეები და შედარებები: მომხმარებელს შეუძლია სთხოვოს Gemini-ს საჩუქრების იდეები („რა ვაჩუქო ადამიანს, ვისაც ლაშქრობა უყვარს?“) ან პროდუქტების დეტალური შედარება („შემიდარე ეს ორი ყავის აპარატი და მითხარი, რომელია უკეთესი ფასი/ხარისხის მიხედვით“).
  • შედეგად: Gemini აღარ არის მხოლოდ კრეატიული ტექსტის გენერატორი; ის ხდება პროდუქტის ექსპერტი, რომელიც რეალურ დროში იღებს მონაცემებს პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და ფასების შესახებ.

Google-ის ეს სტრატეგიული ნაბიჯი პირდაპირი პასუხია ბაზრის სამი ძირითადი გამოწვევისადმი. 

პირველ რიგში, ეს არის ღია ბრძოლა Amazon-ის წინააღმდეგ, რომელსაც წლების განმავლობაში ეკავა პროდუქტების ძიების დომინანტური პოზიცია; Google-ს სურს, რომ მომხმარებელმა საყიდლების პროცესი მის პლატფორმაზე დაიწყოს და დაასრულოს. 

ამას გარდა, ეს არის აუცილებელი რეაქცია OpenAI-სა და Walmart-ის ალიანსზე, რადგან Google-ს არ შეუძლია დაუშვას, რომ ChatGPT-მ „AI შოპინგის“ ნიშა დაიკავოს და Gemini კონკურენციის მიღმა დატოვოს. 

და ბოლოს, მოცემული ნაბიჯი პასუხია TikTok-ის ფაქტორზე, სადაც პროდუქტების აღმოჩენა (Discovery) სულ უფრო მეტად ვიზუალურ ფორმატებში გადადის, რის გამოც Google-ი იძულებულია, ძიება უფრო ვიზუალური და „კურატორული“ გახადოს. 

🎯 ამ ცვლილებების გრძელვადიანი საბოლოო მიზანია, Google გადაიქცეს პასიური „ინფორმაციის ძრავიდან“ აქტიური „მოქმედების ძრავად“, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რა გავლენა ექნება ამას E-commerce-ზე და SEO-ზე?

ამ ცვლილებების შედეგად კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს Google Merchant Center. თუ E-commerce საიტის პროდუქტები არ არის Google Shopping Graph-ში, ე.ი არ გააჩნია იდეალურად გამართული პროდუქტების ფიდი (feed), ის ფაქტობრივად უხილავი გახდება ამ ახალ AI-შედეგებში. ეს ნიშნავს, რომ SEO-ს ფოკუსი ტრადიციული ბლოგ-პოსტებიდან უპირველესად სწორედ პროდუქტების ფიდის ტექნიკურ ოპტიმიზაციაზე გადადის.

ამასთანავე, მოსალოდნელია „ნულოვანი ქლიქის“ შოპინგის ზრდა და ტრაფიკის სტრუქტურის შეცვლა. AI-პასუხები (AI Overviews) პირდაპირ ძიების გვერდზე გასცემს პასუხს ბევრ კითხვაზე, როგორებიცაა „რომელი პროდუქტი ჯობია?“ ან „ტოპ 5…“. ამან შესაძლოა მკვეთრად შეამციროს ტრაფიკი E-commerce ბლოგებზე, რომლებიც სწორედ „საუკეთესო პროდუქტების“ ან „შედარების“ სტატიებზე იყვნენ დამოკიდებულნი. თუმცა, მეორე მხრივ, ის ქლიქები, რომლებიც უშუალოდ AI-ს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე განხორციელდება, ბევრად მაღალი კონვერტაციის იქნება.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩჩეს Schema Markup-ები. სტრუქტურირებული მონაცემების (Schema) გამოყენება სარეკომენდაციოდან სავალდებულო ხდება. იმისთვის, რომ AI ასისტენტმა პროდუქტი სწორად „გაიგოს“ და რეკომენდაცია გაუწიოს, მას სჭირდება იდეალურად გამართული მონაცემები პროდუქტის ფასზე, ხელმისაწვდომობაზე, მომხმარებლის შეფასებებსა და ტექნიკურ მახასიათებლებზე (Product, Review, Offer, Availability Schema). ამ მონაცემების გარეშე AI-ს ძალიან გაუჭირდება თქვენს ვებგვერდთან მუშაობა.

შეიძლება ითქვას, ახალ რეალობაში კიდევ უფრო იზრდება ბრენდისა და რეპუტაციის როლი. როდესაც AI თავად არჩევს პროდუქტებს, ის ბუნებრივად მიანიჭებს უპირატესობას სანდო ბრენდებს. მომხმარებლის შეფასებები, ბრენდის ავტორიტეტი და E-E-A-T (გამოცდილება, ექსპერტიზა, ავტორიტეტულობა, სანდოობა) ფაქტორები უმნიშვნელოვანეს სიგნალად იქცევა. AI არ გარისკავს და არ შესთავაზებს მომხმარებელს პროდუქტს ვებსაიტიდან, რომელსაც დაბალი რეპუტაცია აქვს.

 

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გამოიყურება თქვენი ვებსაიტი Google-ისთვის, მოგვწერეთ და გაიგეთ მიიღეთ SEO აუდიტი სრულიად უფასოდ.

დამატებითი ინფორმაციისთვის კი დაგვიკავშირდით.

Picture of მარიამ გოგოლაშვილი
მარიამ გოგოლაშვილი

ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები