Google Multisearch – ორმაგი ძიების რევოლუცია

აგვისტო 10, 2022

იცით, რომ გუგლის სიახლეებს ბოლო არ უჩანს? თუ ფიქრობთ, რომ მას თქვენი გაკვირვება აღარ შეუძლია ძალიან ცდებით.

ამჯერად მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემა უნიკალური შესაძლებლობით გვანებივრებს. გუგლი წარმოგვიდგენს ტექსტითა და სურათით პარალელურ ძიებას, რაც გულისხმობს, სასურველი ინფრომაციის გაცილებით მარტივად და სასიამოვნოდ მიღების პროცესს.

წარმოიდგინეთ, დიდი ხანია გაქვთ ლურჯი კედები, რომელიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ გინდათ, რომ სხვა სტილის შეარჩიოთ. ბუნებრივია, პირველ რიგში უნდა გავიგოთ ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის სასურველი ფეხსაცმელი. Google Lens, სწორედ, ამ დროს შემოდის ასპარეზზე.  შეგიძლიათ მარტივად გადაუღოთ ლურჯ კედებს, ატვირთოთ ის google lens-ში და ტექსტის ველში მიუთითოთ სასურველი ფერი, მაგ: წითელი. სისტემა იმავე წამში მოგაწვდით ინფორმაციას მსგავსი მოდელის ლურჯი ფეხსაცმლის შესახებ, დამატებით კი ფასსაც გიჩვენებთ.

 

Google Multisearch-ის გამოყენება ამით არ შემოიფარგლება. დავუშვათ, უყურებთ საგანს, რომლის სახელიც არ იცით (მაგ: წყლის ტუმბო). გადაუღეთ სურათი, საძიებო ველში ჩაწერეთ “what is it?” და დააჭირეთ ძიების ღილაკს. გუგლი ფოტოების სახით გიჩვენებთ ბმულებს, რომლებშიც ახსნილი იქნება ამ საგნის სახელი და მნიშვნელობა. თუ shopping განყოფილებაში გადახვალთ სახელთან ერთად ფასს, მახასიათებლებს, მარაგებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

არ იცით, როგორ მოუაროთ  ვარდებს? ატვირთეთ ფოტო Google Lens-ში და ტექსტის ველში ჩაწერეთ: „care instructions”. ამ წამიდან უკვე იცით როგორ გაზარდოთ ბაღში თქვენი ვარდები.

როგორ უნდა გამოვიყენოთ Google Multisearch?

  • გახსენით Google App (ანდროიდი ან iOS)
  • დააჭირეთ Lens-ის კამერის ღილაკს
  • ატვირთეთ სასურველი ფოტო
  • ტექსტის დამატებისთვის დააჭირეთ „add to your search” ველს.

უნდა გვახსოვდეთ, სურათების გადაღებასთან ერთად წიგნების კითხვაც სასარგებლო ჰობია. თუ წიგნში საინტერესო ნაწყვეტს გადააწყდი და გინდა შენს მობილურში შეინახო, გადაუღე სურათი, გადადით ველში: „text”, მონიშნეთ სასურველი ნაწყვეტი და დააჭირეთ ღილაკს: „copy text”. სულ ესაა, წიგნის ფრაზა თქვენს მეგობარს შეგიძლიათ გადაუგზავნოთ ან ფაილში შეინახოთ.

Google Lens-ში სურათით ძიების პროცესს გაცილებით ეფექტურს ხდის შემდეგი თემატური ველები: თარგმნა, ტექსტი, დავალება, შოპინგი, ადგილები, კვება. თუ გადაუღებთ უთოს და დააჭერთ shopping-ის ველს, მაშინ უთოს ფასებს, მაღაზიებს და მსგავს ინფრომაციას გიჩვენებთ. ამ ტიპის თემატური ძიება გუგლს ეხმარება თქვენი განზრახვა ამოიცნოს. თუკი პიცის ფოტოს ატვირთავთ, საძიებო სისტემა მალევე გეტყვით სად შეგიძლიათ თქვენს ირგვლივ გემრიელი პიცის მირთმევა.

კომპანია ამ ფუფუნებას განახლებული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გვთავაზობს, რომელიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი წინამორბედები. Google multisearch ფუნქცია ამჟამად გაუმჯობესების რეჟიმშია. მიმდინარეობს მუშაობა, რომ სისტემამ ზუსტად გაანალიზოს ტექსტისა და ფოტოს კომბინაცია და შემოგვთავაზოს ძიების განზრახვის შესაბამისი შედეგები.

როგორც „გუგლელები“ გვპირდებიან სიახლეები ამით არ ამოიწურება, შემდეგში კიდევ უფრო სიანტერესო და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გაგვანებივრებენ.

 

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები