Google-ის ბოლო დროინდელი ცვლილება საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელია. ამ ცვლილების მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა გუგლში რეკლამების დამალვა შეგიძლიათ.
კონკრეტულად კი, კომპანიამ საძიებო შედეგების გვერდზე „Hide sponsored results“ (სპონსორირებული შედეგების დამალვა) ღილაკის დაამატა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთი ქლიქით სრულად „ჩაკეცოს“ სარეკლამო ბლოკი.
ეს ცვლილება ვრცელდება გლობალურად, როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ ვერსიებზე და ანალოგიურად ეხება Shopping რეკლამებსაც (რომლებიც „Sponsored products“ სახელით გაერთიანდება).
რატომ?
Google-ის განცხადებით, ამ ცვლილების მიზანი ფასიანი და ორგანული შედეგების უფრო მკაფიოდ გამიჯვნა და მომხმარებლისთვის ნავიგაციის გამარტივებაა.
მოსალოდნელია, რომ რეკლამებზე ქლიქები უფრო მაღალი ხარისხის (ანუ რეალურად დაინტერესებული მომხმარებლისგან) იქნება, თუმცა, შესაძლოა, მათი ჯამური რაოდენობა შემცირდეს.



















