
Search Engine Roundtable-ზე გამოქვეყნებული მასალა, რომელიც Google-ის მონაცემთა გაჟონვის შედეგად გამჟღავნებულ “Goldmine” სისტემას ეხება, SEO ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემად იქცა.
ეს არ არის Google-ის ოფიციალური განცხადება, არამედ “შიდა სამზარეულოდან” გაჟონილი ინფორმაციაა, რომელიც საინტერესო დაკსვნების გამოტანის შესაძლებლობას გვთავაზობს.
რა არის სინამდვილეში Google-ის “Goldmine” სისტემა?
სტატიაზე დაყრდნობით (რომელიც შონ ანდერსონის ანალიზს ეყრდნობა), “Goldmine” არ არის ერთი, მონოლითური “ალგორითმი”, როგორც მაგალითად “Core Update”. ის უფრო მეტად შიდა, დოკუმენტების შემფასებელი მოდულია, რომელიც კონტენტს სპეციფიკურ ქულებს ანიჭებს.
Goldmine ერთგვარი “წინასწარი ფილტრია”. სისტემა აგროვებს მონაცემებს გვერდის შესახებ და აფასებს მის ხარისხს, სანამ ის რანკირების მთავარ, უფრო მძიმე ალგორითმებში (როგორიცაა NavBoost) მოხვდება.
გაჟონილმა ატრიბუტებმა, როგორიცაა goldminePageScore (გვერდის ქულა), goldmineTitleTagFactor (სათაურის ფაქტორი), და goldmineBodyFactor (ტექსტის ფაქტორი), დაგვანახა, რომ Google დეტალურად შლის და აფასებს გვერდის თითოეულ კრიტიკულ კომპონენტს.
როგორ მუშაობს “Goldmine” და კონკრეტულად რას აფასებს ის?
Goldmine” კონტენტის რამდენიმე ნაწილს ერთდროულად ამოწმებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემა კონტენტის კომპონტენტებს შორის შესაბამისობის ხარისხს აფასებს. მარტივად რომ ვთქვათ თუ თქვენი <title> ტეგი ერთს ამბობს, <h1> მეორეს და შიდა ლინკები მესამეს, თქვენი goldminePageScore სავარაუდოდ დაბალი იქნება.
ეს სისტემა აფასებს შემდეგ ელმენტებს:
- თვითონ <title> ტეგს.
- მთავარ სათაურს (<h1>).
- სხვა ქვესათაურებს (სავარაუდოდ <h2>, <h3> და ა.შ.).
- შიდა ლინკების “ენქორ” ტექსტებს (Anchor Text), რომლებიც ამ გვერდზე მიუთითებს.
სისტემა იყენებს “ათობით სიგნალს” იმის დასადგენად, თუ რამდენად ხარისხიანი და თანმიმდევრულია ეს კონტენტის სათაურების სტრუქტურა, შიდა ლინკები და სხვა ელემენტები. ის სვამს კითხვას: “არის თუ არა ეს სათაურები ერთმანეთთან შესაბამისობაში? რამდენად ზუსტად ასახავს ისინი გვერდის შინაარსს?”
💡 კონტენტის შექმნის დროს SEO სპეციალისტმა სწორედ ამ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი.
“Goldmine”-ის არსებობა ადასტურებს იმას, რასაც გამოცდილი SEO სპეციალისტები უკვე დიდი ხანია ამბობდნენ, თუმცა ახლა ეს მოსაზრება მონაცემებითაა გამყარებული:
- სათაურების იერარქია უმნიშვნელოვანესია: <title>, <h1> და <h2> თეგები არ არის უბრალოდ “საკვანძო სიტყვების ჩასაყრელი” ადგილები. ისინი უნდა ქმნიდნენ ლოგიკურ, თანმიმდევრულ სტრუქტურას, რომელიც ზუსტად აღწერს კონტენტს.
- შიდა ლინკები, როგორც “ხმის მიცემა”: “ენქორ” ტექსტი, რომელსაც შიდა ლინკებში იყენებთ, Google-ისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს ნიშნავს, რომ აღწერილობითი და რელევანტური “ენქორ” ტექსტები აძლიერებს სამიზნე გვერდის “Goldmine” ქულას. “დააჭირე აქ” ტიპის ბმულები კი ნაკლებად რეკომენდებულია.
- Clickbait-ის დასასრული: სისტემა, რომელიც აფასებს სათაურისა და ტექსტის (BodyFactor) თანხვედრას, პირდაპირ ებრძვის “Clickbait” სათაურებს. თუ სათაური გვპირდება ერთს, მაგრამ ტექსტი ამას არ ასრულებს, goldminePageScore დაბალი იქნება.
- “სიგნალების თანხვედრა” (Signal Coherence): SEO ოპტიმიზაცია გადადის არა მხოლოდ საკვანძო სიტყვის გამეორებაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულად აგზავნის თქვენი გვერდის ყველა ელემენტი (სათაურები, ტექსტი, შიდა ბმულები) ერთსა და იმავე თემატურ სიგნალს.
Google-ის “Goldmine” სისტემის გამჟღავნება რევოლუცია ნამდვილად არაა, შეიძლება ითქვათ ის SEO სამყაროში უკვე არსებული მოსაზრებების დადასტურება უფროა. სისტემა გვიჩვენებს, რომ Google აღარ არის მხოლოდ საკვანძო სიტყვებზე დამოკიდებული. ის არის კომპლექსური, მრავალშრიანი შემფასებელი სისტემა, რომელიც “იაზრებს” კონტენტის შინაარს და ამის მიხედვით აფასებს ვებსაიტებს.



















