Europroduct: ნულიდან თვეში 27,000+ ვიზიტორამდე

დეკემბერი 15, 2025

სარჩევი

ევროპროდუქტის SEO ქეის სთადი

პროექტის პროფილი

  • კლიენტი: Europroduct (ევროპროდუქტი)
  • ვებსაიტი: europroduct.ge
  • ინდუსტრია: E-commerce / საკვები ინდუსტრია
  • პერიოდი: 2020 წელი – 2024 წლის ოქტომბერი
  • მიზანი: ფიზიკური ბაზრის წარმატების ციფრულ სივრცეში ტრანსფორმაცია.

*ტექსტში წარმოდგენილია მხოლოდ სამუშაო პერიოდში მიღებული შედეგები (და არა მიმდინარე). 

პროექტის მთავარი მიღწევა 

“ნულიდან თვეში 27,000+ ვიზიტორამდე”🚀

ევროპროდუქტი : „შესანიშნავი კომპანია კომპეტენტური გუნდით, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში.“

გამოწვევა

პროექტი დაიწყო აბსოლუტურად ნულიდან, უფრო სწორად – მინუსიდან. აუდიტის დროს აღმოჩნდა კრიტიკული შეცდომა: ვებსაიტზე გააქტიურებული იყო no-index თეგი, რაც Google-ს საიტის წაკითხვის საშუალებას არ აძლევდა.

  • ტექნიკური ჩიხი: დინამიკური ბმულების რთული სტრუქტურის გამო, Google კატეგორიის გვერდებს ვერ არჩევდა ჩვეულებრივი ფილტრებისგან.
  • საწყისი მდგომარეობა: 0 ორგანული ტრაფიკი, 0 დომენის ავტორიტეტი, 0 ინდექსირებული გვერდი.
  • ბიზნეს ამოცანა: კონვერტირებადი ტრაფიკის მოზიდვა პრიორიტეტულ “Money Pages” კატეგორიებზე (მაგ: ულაქტოზო ნაწარმი, ტკბილეული, თევზეული).

სტრატეგია და გადაწყვეტა 

ალპაკას სტრატეგია დაეფუძნა ტექნიკური ხარვეზების გასწორებასა და ქართულ SEO ბაზარზე იმ დროისთვის ინოვაციურ მიდგომებს.

  • Money Pages & Text to HTML Ratio: დინამიკური ბმულების პრობლემის გადასაჭრელად და Google-ის მიერ გვერდების სწორად აღქმისთვის, ბაზარზე ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ კატეგორიის გვერდებზე ვრცელი ტექსტების განთავსება. ამან გაზარდა Text to HTML Ratio, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ინდექსაციისთვის.
  • ტრენდების მონეტიზაცია: დაინერგა ტრენდებზე სწრაფი რეაგირების სისტემა. დროულად მოხდა “მოჩის” (Mochi) პოპულარობის იდენტიფიცირება და შესაბამისი გვერდების დაწინაურება.
  • Brand Awareness და რეცეპტები: სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ბრენდის ცნობადობაზე (Brand Awareness) ორიენტირებული რეცეპტების სტატიების დამატება. ამ კონტენტ-მიდგომამ საგრძნობლად გაზარდა ორგანული ტრაფიკი და გააუმჯობესა მომხმარებლის ჩართულობა.
  • დამატებითი Off-page აქტივობა: სტანდარტული ბმულების გარდა, ვებსაიტმა ბექლინკები მოიპოვა ისეთი გიგანტებისგან, როგორებიცაა Wikipedia, Wikivoyage და TripAdvisor.
  • შიდა სტრუქტურა: შეიქმნა რეცეპტების გვერდები, რომლებმაც გააძლიერა შიდა გადალინკვის (Internal Linking) სტრუქტურა და გაზარდა მომხმარებლის ჩართულობა.
  • აქტიური მედიაგავრცელება: “ევროპროდუქტის” სახელი პროექტის ფარგლებში ხშირად ხვდებოდა ისეთ ცნობილ ქართულ მედია პლატფორმებზე როგორებიცაა: Forbes.ge, commersant.ge, funtime.ge, ambebi.ge, tbiliselebi.ge, interpressnews.ge და ა.შ. 

 

შედეგები

ევროპროდუქტი სემრაშის მონაცემები

4-წლიანი თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ვებსაიტი ნულიდან დარგის ლიდერად იქცა.

  • 📈 0-დან 27,000+ ორგანული ტრაფიკი: პროექტი თვიურად 27 ათასზე მეტ უნიკალურ ვიზიტორს იღებდა ორგანული ძიებიდან. (და ეს რიცხვი იზრდება)
  • 🏆 TOP პოზიციები სტრატეგიულ საძიებო სიტყვებზე: პირველი ადგილები ისეთ ფრაზებზე, როგორებიცაა: მოჩი, ტუნა, ულაქტოზო პროდუქტები, უგლუტენო პროდუქტები, შოკოლადი.
  • 🔑 2,000+ საკვანძო სიტყვა: “ევროპროდუქტი” გუგლში 2000-ზე მეტი რელევანტური ფრაზით იძებნება 
  • 🔗 ავტორიტეტის ზრდა: Domain Rating (DR) გაიზარდა 0-დან 27-მდე.

 

SEO სპეციალისტის დასკვნა – ანანო ქარელი

“ევროპროდუქტის წარმატება განაპირობა სტარტეგიულმა მიდგომამ და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. კონტენტ სტრატეგიის ტრენდებთან თანხვედრაში მოყვანამ და აქტიურმა Off-Page კამპანიებმა საშუალება მოგვცა დაგვებალანსებინა ტექნიკური ასპექტის ნაკლოვანებები. მოცემულმა ქეისმა გვიჩვენა, რომ კომპანიის მიზნებზე მორგებული SEO კამპანია მაღალი და ხარისხიანი ორგანული ტრაფიკის საწინდარია.”

P.S ტექსტში მოცემული მონაცემებისთვის გამოყენებულია SEMrush.

Picture of ანა ქარელი
ანა ქარელი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები