ქართულ რეალობაში მარკეტინგული პროცესები ზოგჯერ ერთმანეთისგან განცალკევებულად განიხილება. ბიზნეს მფლობელები იმედოვნებენ, რომ უპირატესობის მოპოვებას მარკეტინგული არხების განყენებულად განვითარებით შეძლებენ. პრაქტიკამ კი დაამტკიცა, რომ გრძელვადიანი მარკეტინგული წარმატება გულისხმობს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების ინტეგრირებულ გამოყენებას, რომლის დროსაც მომხმარებელი 360 გრადუსით ურთიერთობს ბრენდთან. ეს ნიშნავს, რომ სოციალური მედია , PR , SEO ოპტიმიზაცია და სხვა მარკეტინგული კამპანიები უნდა ვაწარმოოთ კოორდინირებულად. მაშინ, როცა ტრადიციული მარკეტინგი კი გულისხმობს ამ არხების დამოუკიდებლად მუშაობას.
თქვენს ყურადღებას SEO და სოციალური ქსელების ურთიერთობაზე შევაჩერებთ.
მარკეტინგული არხების ეს სინთეზი აშკარად ეფექტურია SEO თვალსაზრისით. სოციალურ ქსელში ვებგვერდის ბმულების რელევანტურად მითითება ძალიან კარგი სიგნალია საძიებო სისტემებისთვის. აქ არ იგულისხმება მხოლოდ Facebook, Instagram და LinkedIn პლატფორმები, არამედ აქტიურად უნდა დავუკავშიროთ Pinterest, YouTube და კომპანიის სხვა ციფრული პროფილი ვებგვერდს. ბუნებრივია, ამან არ უნდა მიიღოს ე.წ. „spam”-ის ხასიათი. უმჯობესია ბმული აქტიურ სოციალურ პროფილებზე განთავსდეს, რომლებზეც თვეში მინიმუმ 1-2-ჯერ ვაქვეყნებთ პოსტს.
სოციალური ქსელი და SEO – სინერგიის ეფექტი
ალპაკას გამოცდილების თანახმად, ის კომპანიები, რომლებიც კოორდინირებულად აკეთებენ SEO ოპტიმიზაციასა და სოც.მედიას შედარებით უკეთეს ორგანულ შედეგებს იღებენ გუგლში.
SEO ოპტიმიზაციისა და სოციალური ქსელების ურთიერთობა მხოლოდ პოსტში ან პროფილში ბმულების ჩასმით არ შემოიფარგლება. Facebook რეკლამების გაშვება კონკრეტულ გვერდზე ძალიან ეხმარება საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციების დაკავებას.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ რეკლამის გაშვება დააწინაურებს გვერდს საძიებო სისტემაში. სოციალური ქსელები ერთადერთ ფაქტორად არ უნდა მივიჩნიოთ. ის უბრალოდ SEO კონკურენციის დაძლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტია, რომელიც აძლიერებს SEO ძალისხმევას.
გუგლი თვალყურს ადევნებს რამდენად აქტიური ხართ სოციალურ ქსელებში, რა ტრაფიკს იღებთ სხვა ციფრული არხებისგან, რამდენი ადამიანი ეძებს თქვენს ბრენდს სახელით და ა.შ. ციფრულ ქსელებში აქტიურობა კი საძიებო სისტემისთვის კომპანიის იმიჯზე დამატებით წყაროს წარმაოდგენს.
ეს ნიშნავს, რომ SEO სამუშაოები განყენებულ ციფრულ ნაბიჯებად არ უნდა განვიხილოთ. ვინაიდან სხვა ციფრულ არხებში ჩადებული მარკეტინგული ძალისხმევა ხელს უწყობს ოპტიმიზაციის პროცესს. თუ გსურთ აშკარა კონკურენტული უპირატესობის მოპოვება SEO ბაზარზე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ციფრული არხებიც გამოიყენოთ ამისთვის და მხოლოდ ვებგვერდის on-page აქტიურობით არ შემოიფარგლოთ.