როგორ მოვიძიოთ საკვანძო საძიებო სიტყვები?

ივლისი 19, 2023

საკვანძო სიტყვების, იგივე “Keywords”, მოძიება კონტენტის ოპტიმიზაციისა და საძიებო სისტემებში რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. საძიებო სიტყვების სწორად გამოყენება თქვენს ბლოგს/ვებგვერდს მისცემს მოწინავე პოზიციებზე გამოჩენის შესაძლებლობას. 

ამ ბლოგში ჩვენ დეტალურად გამოვიკვლევთ საკვანძო სიტყვების მნიშვნელობას, მათ როლს საძიებო სისტემებში კონტენტის პოზიციების გაუმჯობესებაში და გაგიზიარებთ ღირებულ მითითებებს, თუ როგორ მოიძიოთ და გამოიყენოთ “მაგიური” ქივორდები.

სარჩევი

საძიებო სიტყვები

საძიებო სიტყვების (Keyword) მნიშვნელობა

რელევანტური საკვანძო სიტყვების მოძებნა გადამწყვეტია SEO-სთვის. ეს არის ნებისმიერი SEO კამპანიის საფუძველი. სწორედ მოძიების შემდგომ ხდება ნათელი, თუ რომელი ფრაზების მიხედვით შევიმუშაოთ SEO სტრატეგია და რაზე უნდა შევქმნათ კონტენტი.

ძიების პროცესში კარგად გამოჩნდება რომელ სიტყვებზე ჯობია მუშაობა და რას ეძებს ჩვენი სამიზნე აუდიტორია. სწორად მოძიებულ ფრაზებს შეუძლია საიტის ვიზიტორების და შესაბამისად ბიზნესის გაყიდვების მრავალჯერადად გაზრდა.

საძიებო სიტყვების მოკვლევის საწყისი ეტაპები

პირველი ნაბიჯი თქვენი ბლოგის, ან ვებსაიტის ძირითადი მიზნის ზუსტად განსაზღვრაა. რა პროდუქტს/სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს? როგორი ტიპის მომხმარებლის მოზიდვა გსურთ? 

მსგავსი შეკითხვების დასმა დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი მომხმარებლის პერსპექტივიდან  დაინახოთ. ეს გაგიმარტივებთ თქვენზე მორგებული და რელევანტური საძიებო სიტყვების მოკვლევის პროცესს.

შემდგომ უნდა ამოიცნოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და გაიგოთ მათი ძიების თავისებურებები. რა სიტყვებით ეძებენ? რატომ ეძებენ? რას სახის კონტენტს მოელიან SERP-ზე, ვინ ეძებს ამ პროდუქტს/სერვისს? როდის ეძებენ? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საძიებო სიტყვების ამოკრების პროცესი.

თქვენ სავარაუდოდ უკვე წარმოდგენილი გაქვთ რამდენიმე პრიორიტეტული სიტყვა, რომელზე გამოჩენაც გსურთ. ესენი იქნება თქვენი პროდუქტები ან სერვისები. მსგავსი სიტყვები უნდა გამოიყენოთ „სიდ ქივორდებად“.

„ქივორდები“ შეგიძლიათ შეიყვანოთ საძიებელ ხელსაწყოებში და ნახოთ უამრავი მიმსგავსებული საკვანძო სიტყვა. ამის გარდა, ნახავთ სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, რაც ასევე დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული ფრაზების მოძებნაში.

საძიებო სიტყვების გენერირებისათვის დაგჭირდებათ სხვადასხვა უფასო და ფასიანი რესურსების გამოყენება

უფასო რესურსები

 

Google Trends

Google Trends

ეს არის გუგლის ხელსაწყო, რომლითაც შეგვიძლია გადავამოწმოთ ნებისმიერი სიტყვის ტრენდულობა. შეიყვანთ სასურველ ფრაზას და აღმოაჩენთ ღირს თუ არა, გარკვეულ პერიოდებში, მასზე კონტენტის შექმნა. 

ამის გარდა Google Trends-ი მოგაწვდით შეყვანილ ქივორდთან დაკავშირებულ ფრაზებს, რაც მოგცემთ დამატებით იდეებს, თუ როგორ შეიძლება განავითაროთ კონტენტი.

SERP (საძიებო სისტემის შედეგების გვერდი)

ალბათ დაგებადათ ასეთი შეკითხვა: რა არის SERP (სერპი)?  სერპი არის საძიებო სისტემის შედეგების გვერდი. მარტივად, რომ ვთქვათ SERP-ზე განთავსებულია ყველა ის ვებვერდი, რომელიც ძიების შემდეგ ჩნდება. (სხვა SEO ტერმინების გარჩევაში  SEO ლექსიკონი დაგეხმარებათ)?

როგორ დაგვეხმარება სერპი საძიებო სიტყვების პოვნაში? სერპის ბოლოში თუ ჩასქროლავთ დავინახავთ “Related Searches” ველს, სადაც ჩანს მოძებნილ ქივორდთან დაკავშირებული ფრაზები.

Related Searches

ამ არეში წარმოდგენილი საკვანძო სიტყვები ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი და რელევანტური მასალაა, ვინაიდან უკვე სხვა მაძიებლების მიერ არის დაგუგლული. ეს ნიშნავს, რომ ამ ფრაზებზე მომხმარებლების მხრიდან არსებობს ინტერესი.

ასევე SERP-ზე შეგიძლიათ შეამოწმოთ “Predictions” ველი. ეს სივრცე ჩნდება საძიებო ველში რაიმე სიტყვის ჩაწერისას. “Related Searches” მსგავსად, ამ სიაში გამოჩენილი ფრაზები მომხმარებლის მიერ არის უკვე არის მოძიებული, რაც მათ უფრო გამოსადეგს ხდის. 

Google SERP Suggestions

ამ ყველაფრის გარდა სერპი გვიჩვენებს თუ რა ტიპის კონტენტი ჩნდება მოწინავე პოზიციებზე, რაც თქვენი კონტენტ-გეგმის დასახვაში დაგეხმარებათ.

Google Keyword Planner

Google Keyword Planner-ი არის საძიებო ტერმინების მოძიების ხელსაწყო, რომელიც ინტეგრირებულია Google ads პლატფორმაში. Მას ძირითადად იყენებენ SEM და PPC სპეციალისტები სწორი საკვანძო სიტყვების მოკვლევისათვის. და რატომ არ შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ ეს უფასო ინსტრუმენტი ჩვენი მიზნებისათვის?

უნდა აღინიშნოს, რომ Keyword Planner-ი სრულფასოვნად მხოლოდ უცხოურ ტერმინებზე მუშაობს. Ასე, რომ ამ ეტაპზე ეს ხელსაწყო არ არის გამოსადეგი ქართული ქივორდების მოძიებისათვის.

ამ ინსტრუმენტით საკვანძო სიტყვების მოძიების რამდენიმე ხერხი არსებობს:

  • “Discover New Keywords” – ხელსაწყოში შეიყვანეთ რამოდენიმე მთავარი (სიდ) ქივორდი და მიიღებთ რელევანტური ფრაზების შემოთავაზებებს. Ეს ფრაზები/სიტყვები უნდა შეესაბამებოდეს თქვენ პროდუქტს ან სერვისს.
  • “Get Search Volume and Forecasts” – ეს ველი საშუალებას გაძლვეთ დაინახოთ შეყვანილი სიტყვების ძიების მოცულობა (Search Volume).
  • საძიებო სიტყვების მოძიება ვებსაიტის გამოყენებით – შეგიძლიათ Keywords Planner-ში მიუთითოთ თქვენი ვებსაიტის ბმული და გუგლი, კონტენტზე დაყრდნობით, ავტომატურად შემოგთავაზებთ რელევანტურ საკვანძო სიტყვებს.

Google ads-ი გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას საძიებო ტერმინების შესახებ, იქნება ეს ძიების მოცულობა თუ კონკურენცია. თუმცა აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ სამიზნე აუდიტორიის სრულყოფილად ამოსაცნობად, საჭიროა მისი გამოყენება საკვანძო სიტყვების კვლევის სხვა ინსტრუმენტებთან და სტრატეგიებთან თანხლებით.

ფასიანი ხელსაწყოების უფასოდ გამოცდა

საძიებო ფრაზების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ფასიანი SEO ხელსაწყოების შეძენა, როგორებიცაა Semrush, Ahrefs, Ubersuggest და მათ გიგანტურ ქივორდ-ბაზებზე დაყრდნობით სიტყვების მოძიება. თუმცა, ყველას არ აქვს ასეთ პლატფორმებში ყოველთვიურად $100-ზე მეტის გადახდის საშუალება. 

ამიტომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ფასიანი შეთავაზებების უფასო, ერთკვირიანი, ვერსია. ამით დიდ თანხებს დაზოგავთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, უფასო საცდელი პერიოდის ბოლოს გამოწერილი სერვისის გაუქმება, თორემ ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ ერთი თვის საფასური, რაც დამეთანხმებით არ არის ცოტა.

ხსენებული “Tool”-ები არამხოლოდ ქივორდების მოძიებისთვის არის გამოსადეგი. მათი საშუალებით ნახავთ საძიებო სიტყვების ბევრ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს (ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ), შეამოწმებთ საიტის ავტორიტეტულობას, გადახედავთ თქვენი კონკურენტების მონაცემებს და ა.შ.

Chat GPT

ჩატ ჯიპიტი

Chat GPT კიდევ ერთი ფანტასტიური ინსტრუმენტია საკვანძო ფრაზების მოსაძიებლად. Ამ ეტაპზე მას მხოლოდ უცხოურენოვანი ტერმინების მოკვლევა შეუძლია. Ასე, რომ თუ კი გესაჭიროებათ ინგლისურ, ესპანურ ან რომელიმე სხვა უცხო ენაზე სტყვების მოძიება ეს ხელსაწყო აუცილებლად გამოიყენეთ. 

Უბრალოდ ჩაწერეთ ჩატში თქვენი სასურველი “სიდ ქივორდი” და მიუთთეთ ბოტს მოგაწოდოთ ამ სიტყვის/ფრაზის მიმსგავსებული საძიებო ტერმინები. Ამის გარდა შეგიძლიათ თხოვოთ “გრძელკუდიანი” ან “მოკლეკუდიანი” ვარიაციების მოძებნა. 

Ამ მეთდის წარმატებით დანერგვა, მხოლოდ თქვენს კრეატიულობასა და ბოტის შეზღუდვებზეა დამოკიდებული.

ვიკიპედია

ვიკიპედია

ვიკიპედიაზე განთავსებულია უამრავი ინფორმაციული სახის სტატია ამა თუ იმ საკითხზე. ვებსაიტი მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ნიშასთან დაკავშირებული სტატია და ამოკრიბოთ რელევანტური ქივორდები. 

საძიებო სიტყვები ძირითადად ქვესათაურებშია გაწერილი, მაგრამ ისინი ტექსტშიც არის მიმოფანტული, ამიტომ, არ დაიზაროთ და დაკვირვებით წაიკითხეთ სტატია.

ფასიანი რესურსები

SEMrush

SEMrush გაძლევთ არა მხოლოდ საკვანძო სიტყვების კვლევის ხელსაწყოებს, არამედ SEO ინსტრუმენტების სრულ კომპლექტს. ის გთავაზობთ ინფორმაციას საძიებო სიტყვების სირთულეზე, CPC-ზე, მოცულობაზე, ტენდენციაზე, ძიების შედეგების რაოდენობაზე და სხვა.

Ahrefs

Ahrefs ასევე კარგი SEO ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც მოიძიებთ საკვანძო ფრაზებს, ჩაატარებთ კონკურენტების ანალიზს, გაიგებთ თუ რა მდგომარეობაშია ბექლინები, გამართავთ კონტენტს და ა.შ. მათი საძიებო სიტყვების “Tool”-ი გაძლევთ ათასობით საძიებო ტერმინის იდეას და ზუსტად გაჩვენებთ სირთულის დონეს. 

Moz Pro

Moz Pro არის კიდევ ერთი ყოვლისმომცველი SEO კომპლექტი, რომელიც მოიცავს საკვანძო სიტყვების კვლევის ხელსაწყოს. იგი აერთიანებს საძიებო სიტყვების შემოთავაზებებს, SERP ანალიზს და დეტალურ შეფასებას იმის შესახებ, თუ რამდენად რთული იქნება პოზიციების მოპოვება კონკრეტულ ტერმინებზე.

სწორი საკვანძო სიტყვების შერჩევა

სწორი საძიებო სიტყვების შერჩევაარსებობს ორი ტიპის საძიებო ფრაზა, „მოკლეკუდიანი“ და „გრძელკუდიანი“. მოკლეკუდიანი, როგორც სიტყვა გვეუბნება, მოკლეა და არაუმეტეს 2-3 სიტყვისაგან შედგება. ასეთი სიტყვები ზოგადი შინაარსისაა და მოიცავს გავრცელებულ „ქივორდებს“, რომელთა ძიება მაღალია, მაგალითად: SEO, სეო, მარკეტინგი, ალპაკა,  და ა.შ.

გრძელკუდიანი საკვანძო სიტყვები კი ბევრად უფრო კონკრეტული და მიზნობრივია. ასეთ ფრაზებს, მოკლეკუდიან ტერმინებთან შედარებით, გააჩნია დაბალი ძიება. ამის და მიუხედავად  მსგავს ტერმინებს ბევრად უფრო ხარისხიანი ტრაფიკი შემოჰყავს საიტზე. 

ამ ტიპის ვიზიტორები უფრო მეტად არიან მზად გადაიხადონ ფული პროდუქტში, ვიდრე ზოგადი სიტყვების მაძიებლები. გრძელკუდიანი საძიებო სიტყვების მაგალითებია: “სრული SEO ოპტიმიზაცია”; “საუკეთესო სეო სააგენტო საქართველოში”; “ალპაკას უფასო SEO აუდიტი” და ა.შ.

საიტზე საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენოთ ორივე ტიპის საძიებო სიტყვები. ქივორდის ტიპების გარდა ყურადღება უნდა გაამახვილოთ მათ რელევანტურობასა და ძიების მოცულობაზე. თუ თქვენს მიერ არჩეული ტერმინები შეუსაბამოა ვებსაიტთან, მიზნობრივი მომხმარებლები ვერ შეძლებენ თქვენი ვებგვერდის პოვნას. 

ხოლო რომელი მომხმარებელიც გადმოვა საიტზე, მალევე დაბრუნდება უკან, რის გამოც აიწევს გვერდის “ბაუნს რეითი”. ეს გუგლს გაუგზავნის არასასურველ სიგნალს და ვებგვერდს შესაძლოა ჩამოაკლდეს პოზიცია. ამიტომ საჭიროა არარელევანტური საძიებო სიტყვები გავმიჯნოთ რელევანტურისგან.

ამის გარდა, მნიშვნელოვანია შევამოწმოთ ქივორდების ძიების მოცულობა (Search Volume). მოცულობა იგივე “volume” აღნიშნავს თვის განმავლობაში საშუალოდ რამდენი ძიება აქვს ამა თუ იმ ტერმინს. რაც უფრო მაღალია ეს მონაცემი, მით უკეთესი. ვინაიდან მეტი ძიება მეტ პოტენციურ მომხმარებელს ნიშნავს. 

თუმცა ძიების მოცულობა პირდაპირ კავშირშია ქივორდის სირთულესთან (Keywod Difficulty). Რაც უფრო მაღალია search volume მით უფრო დიდი კონკურენციაა საკვანძო სიტყვაზე და შესაბამისად სირთულეც იმატებს. ამ მაჩვენებელს გამოხატავენ ერთიდან ასამდე სკალით. 

Რაც უფრო ახლოსაა keyword difficulty-ს რიცხვი ასთან მით უფრო რთულია ამ საძიებო სიტყვაზე გამოჩენა. ახალი ვებსაიტისთვის თითქმის შეუძლებელია მაღალსირთულიან ტერმინზე გამოჩენა, ამიტომ თავიდან ჯობია დაიწყოთ დაბალი სირთულის ფრაზებით და ავტორიტეტის ზრდასთან ერთად შეძლებთ შეეჭიდოთ უფრო მაღალი სირთულის ქივორდებსაც. 

მომხმარებლის განზრახვა

ძიების განზრახვამომხმარებლის განზრახვა (Search Intent), მარტივად რომ ვთქვათ, გვიჩვენებს თუ რა მიზეზით გუგლავს მაძიებელი ამა თუ იმ ფრაზას. Რისი ნახვა სურს მას სერპზე? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საკვანძო სიტყვებისათვის, ამიტომ საძიებო სიტყვის შერჩევისას ამაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

არსებობს სამი ძირითადი ტიპის განზრახვა.

    • ინფორმაციული: ამ შემთხვევაში ადამიანებს აინტერესებთ გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაგება და ინფორმაციის მოძიება. ისინი უბრალოდ დაინტერსებულები არიან კონკრეტული საკითხით და არ ეძებენ პროდუქტს/სერვისს. ასეთი სახის მაძიებლები ხშირ შემთხვევაში იყენებენ სიტყვებს, როგორებიცაა “რატომ”, “როგორ”, “როდის”, “რა” და ა.შ. 
    • ნავიგაციური: ნავიგაციური ტიპის მაძიებლებმა უკვე იციან გარკვეული ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის შესახებ და პირდაპირი გზით ცდილობენ მათ პოვნას საძიებო სისტემაში. ისინი ძიების დროს უმეტესად იყენებენ ბრენდის სახელს ან/და ვებსაიტის URL-ს (ბმულს).
    • ტრანზაქციული/კომერციული: ტრანზაქციული, ან კომერციული განზრახვა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებელი უკვე მზად არის შესაძენად ან რაიმე ქმედების განსახორციელებლად. ამ ტიპის მომხმარებლები ქივორდებში იყენებენ სიტყვებს, როგორებიცაა “ყიდვა”, “იაფად”, “ფასდაკლებით” და ა.შ.

ყველა საძიებო სიტყვას აქვს მინიჭებული სამიდან ერთ-ერთი ტიპის intent-ი. თქვენი მიზანი უნდა იყოს იმის დადგენა, თუ რა განზრახვის ქივორდის გამოყენება დაგჭირდებათ თქვენ სიტუაციაში. ამის გასარკვევად საჭიროა კარგად იცნობდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას. 

მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ვებსაიტი მომხმარებელს სთავაზობს შინაური ცხოველების გრუმინგს. თქვენთვის არასასურველი იქნება თუ საიტზე გადმოვლენ მომხმარებლები, რომლებსაც უბრალოდ საყვარელი ლეკვების სურათების დათვარიელება სურთ. თქვენ გჭირდებათ ვიზიტორები, რომლებსაც ესაჭიროებათ თავიანთი ცხოველის გაკრეჭა, ან დაბანა, რადგან ასეთ მაძიებლებს აქვთ თქვენი ბიზნესისთვის მომგებიანი განზრახვა. 

ასე, რომ საკვანძო სიტყვების მოძიებისას ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ.

კონკურენტების საძიებო სიტყვების ანალიზი

SEO კომპეტიტორების ანალიზი

SEO-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის კონკურენტების ანალიზი. კონკურენტთა ქივორდების ანალიზით შეძლებთ მათი SEO სტრატეგიის უკეთ დანახვას და აღმოაჩენთ ბევრ გამოსადეგ საძიებო სიტყვას. მაგრამ, როგორ უნდა დავადგინოთ რომელი ვებსაიტი არის კონკურენტული?

ამის გარკვევა საკმაოდ მარტივია. ესეთი ვებსაიტები თქვენს ნიშაში საქმიანობენ და მნიშვნელოვან სამიზნე ფრაზებზე იკავებენ მოწინავე პოზიციებს. უბრალოდ დაგუგლეთ რამდენიმე საკვანძო სიტყვა და ნახეთ თუ რომელი ვებგვერდები ჩნდებიან კარგ პოზიციებზე. 

კონკურენტების აღმოჩენის შემდგომ უნდა დაიწყოთ მათი ანალიზი. ამაში დაგეხმარებათ ზემოხსენებული ფასიანი პლატფორმები (SEMrush, Ahrefs, MOZ Pro). მიუთითებთ მათ დომენებს და საძიებო ფრაზებთან ერთად ნახავთ უამრავ ინფორმაციას მათ შესახებ. 

ამის გარდა თქვენ უნდა გადახვიდეთ კონკურენტების ვებსაიტებზე და დაათვალიეროთ მათი კონტენტი. დააკვირდით რა საკვანძო სიტყვებს უმიზნებენ თავიანთ ვებგვერდებზე. გადახედეთ მეტა აღწერებში და სათაურებში გაწერილ ქივორდებს. Მოინიშნეთ მათ მიერ გამოყენებული მთავარი საძიებო ტერმინები. 

ქივორდების ამოკრების შემდეგ აუცილებლად გაამახვილეთ  ყურადღება ნაპოვნი საძიებო სიტყვების რელევანტურობასა და სირთულეზე. 

საკვანძო სიტყვების მოძიების ეს მეთოდი ძალიან გამოსადეგია, თუმცა აუცილებელია კონკურენტებზე გრძელვადიანი მეთვალყურეობა. ყოველთვის უნდა გაეცნოთ მათ ვებგვერდზე არსებულ სიახლეებსა და ცვლილებებს. 

საკვანძო ტერმინების ორგანიზება და გამოყენება

თქვენ უკვე ამოკრიბეთ რელევანტური საძიებო სიტყვები და გადაარჩიეთ ისინი სირთულის, მოცულობისა და მომხმარებლის განზრახვის მიხედვით. ალბათ დაინახავთ, რომ თქვენს წინ არის ქივორდების ერთი დიდი სია, სადაც ბევრნაირი სიტყვა თუ ფრაზა არის ჩამოწერილი. ახლა უკვე დროა, რომ მოცემული საძიებო ტერმინები ლოგიკურ ჯგუფებად დავყოთ. ამ პროცესს ეწოდება ქივორდების “დაკლასტერება”.

ქივორდების დაკლასტერება შეგიძლიათ რაიმე საერთო მახასიათებელის ან სიტყვების მიხედვით. ან კიდევ შესაძლოა საიტზე არსებული კატეგორიების მიხედვით დაყოთ თქვენი საკვანძო სიტყვები. კატეგორიები დიდი ალბათობით მოიცავს თქვენ სერვისებს, ან პროდუქტებს. სასურველ კლასტერებზე ჩამოყალიბების შემდეგ შექმენით ახალი ცხრილები და დაასათაურეთ ისინი შესაბამისად.

საძიებო სიტყვების გამოყენება

გილოცავთ! თქვენ საძიებო სიტყვების მოძიების ყველაზე რთული პროცესი გადალახეთ და შექმენით ლოგიკურად ორგანიზებული ქივორდების სია. ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ საკვანძო ტერმინების თქვენს ვებსაიტზე დანერგვა. დაიმახსოვრეთ, რომ საძიებო სიტყვები შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყენოთ უცვლელი სახით.

სამიზნე საძიებო ფრაზის გამოყენების ბევრი გზა არსებობს:

  • მეტა სათაური – კარგი პრაქტიკაა საკვანძო სიტყვის მეტა სათაურში გაწერა. სათაური უნდა იყოს მოკლე და ინფორმაციული. უმჯობესი იქნება თუ საძიებო სიტყვა გამოყენებული იქნება სათაურის დასაწყისში.
  • Მეტა აღწერა – დაწერეთ მეტა აღწერა, რომელიც მკითხველს ქმედებისაკენ უბიძგებს და  Მოიცავით მიზნობრივი საკვანძო სიტყვა. 
  • Სათაურები (H1; H2; H3) – საძიებო ტერმინები უნდა გამოიყენოთ კონტენტის სათაურებშიც. Მთავარი ქივორდი უნდა ეწეროს H1 თეგში უცვლელი სახით. შეძლებისამებრ უნდა განათავსოთ ეს სიტყვა/ფრაზა წინადადების დასაწყისში.
  • URL – საკვანძო სიტყვის გამოყენება შესაძლებელია ბმულის სლაგშიც. სიტყვებს შორის გამოიყენეთ ტირეები (-). 
  • კონტენტი – საძიებო ფრაზები კონტენტში ბუნებრივად უნდა იყოს მიმოფანტული. ყურადღება არ გაამახვილოთ ქივორდების დიდი ოდენობით გამოყენებაზე, რადგან გუგლის ბოტი ხვდება, როცა არაბუნებრივი სიხშირით არის ესა თუ ის სიტყვა/წინადადება დაწერილი. თქვენი მიზანი უნდა იყოს მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა და საკვანძო სიტყვების ალაგ-ალაგ გამოყენება.
  • სურათების ალტ სათაური – ჩასვით რელევანტური საკვანძო ფრაზები სურათების ალტ აღწერებში. ალტ თეგები საძიებო სისტემებს და შეზღუდული მხედველობის მქონე პირებს ეხმარება სურათის შინაარსის გაგებაში.
  • Შიდა გადალინკვა – გამოიყენეთ შიდა გადალინკვები თქვენს ვებსაიტზე არსებული რელევანტური გვერდების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ენქორ ტექსტად  (დაჭერადი ტექსტი, რომელსაც გადავყავართ ბმულზე) შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ქივორდი.
  • სქემა მარქაფი – ვებგვერდზე დანერგეთ სქემა მარქაფი. ეს ეხმარება საძიებო სქემებს ვებგვერდის შინაარსის გაგებაში. საკვანძო ტერმინების გამოყენების საშუალება გექნებათ მარქაფის გარკვეულ ველში.

დაიმახსოვრეთ, რომ ქივორდების დანერგვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ხარისხიანი, რელევანტური და მომხმარებელზე მორგებული კონტენტის დაწერა. ყოველთვის ეცადეთ, რომ რაიმე ფასეული შექმნათ თქვენი აუდიტორიისათვის. 

გაეცით პასუხი მათ შეკითხვებს და ყურადღება მიაქციეთ მათ საჭიროებებს. ქივორდ-ოპტიმიზაციასა და პოზიტიურ მომხმარებლის გამოცდილებას შორის ბალანსის პოვნა არის გრძელვადიანი SEO წარმატების საწინდარი.

საკვანძო სიტყვებზე თვალყურის დევნება

საძიებო-სიტყვების-ანალიზისაძიებო სიტყვების მოძიების ბოლო ეტაპი მოიცავს თქვენს მიერ გამოყენებულ საკვანძო ფრაზებზე თვალყურის დევნებას. ამისათვის დაგჭირდებათ ვებსაიტზე სხვადასხვა მთვლელების ჩაშენება, რომლეთა საშუალებითაც ბევრ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე შეძლებთ თვალის მიდევნებას. 

  • Google Search Console – დააკავშირეთ თქვენი ვებსაიტი Google Search Console-თან (ძველი Google Webmaster Tools-ი). ის მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას Google-ის ძიების შედეგებში თქვენი ვებსაიტის ხილვადობის შესახებ. „Performance“ სექციაში შეგიძლიათ იხილოთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც აგროვებენ impression-ებს (გუგლზე გამოჩენებს), დაკლიკებებს და საშუალო პოზიციებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ საძიებო სიტყვების რეიტინგები, დაწკაპების სიხშირე და თვალყური ადევნოთ თქვენი ვებსაიტის არსებობას ძიების შედეგებში.
  • Google Analytics – ჩააშენეთ Google Analytics-ი თქვენს ვებსაიტზე, რათა მიიღოთ ინფორმაცია ორგანული საძიებო ტრაფიკისა და საკვანძო სიტყვების მუშაობის შესახებ. Google Analytics-ში გადადით “Acuisition” განყოფილებაში და აირჩიეთ “Organic Search”, რათა ნახოთ ის საძიებო ტერმინები, რომლებსაც შემოჰყავთ ვიზიტორები თქვენს საიტზე. ეს მოგაწვდით ისეთ ღირებულ მეტრიკებს, როგორებიცაა საკვანძო სიტყვების პოზიცია, დაკლიკების სიხშირე და მომხმარებლების ჩართულობა.
  • SEO ხელსაწყოები – გამოიყენეთ SEO პლატფორმები, როგორებიცაა Ahrefs, SEMrush ან Moz, რათა თვალყური ადევნოთ ქივორდებს და აკონტროლოთ თქვენი ვებსაიტის მუშაობა. ეს ხელსაწყოები გვთავაზობენ დეტალურ ინფორმაციას საკვანძო სიტყვების რეიტინგზე, ძიების მოცულობაზე, ხილვადობაზე და ა.შ. მათ ასევე შეუძლიათ შეტყობინებების გამოგზავნა, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება საძიებო სიტყვების პოზიციებში.

მთვლელებითა და ხელსაწყოებით საძიებო ტერმინებზე თვალის მიდევნების გარდა მნიშვნელოვანია მათი ტენდენციების მონიტორინგიც. დროთა განმავლობაში აკონტროლეთ უკვე გამოყენებული ქივოდების ძიების მოცულობები. დააკვირდით მნიშვნელოვან ცვლილებებს და სეზონურ ტრენდებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საკვანძო სიტყვებზე.

ამის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ინდუსტრიასთან დაკავშირებული, ახლად გამოჩენილი საძიებო ფრაზების ძიება. ასეთი ქივორდები მოგცემთ ახალი, რელევანტური კონტენტის შექმნის შესაძლებლობას. ახალი კონტენტი კი დაგეხმარებათ ვებსაიტზე ახალი ვიზიტორების შემოყვანაში.   

Რომ შევაჯამოთ, მუდამ მზად იყავით თქვენი ქივორდ სტრატეგიის ბაზართან ადაპტირებისათვის. ყოველთვის ეძიეთ მზარდი ტენდენციები და აქტუალური თემები. 

ახალი ტენდენციები საძიებო სიტყვების კვლევაში

საძიებო სიტყვების კვლევის უახლეს მოვლენებსა და ტენდენციებზე თვალის დევნება აუცილებელია კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად და თქვენი ქივორდ-სტრატეგიის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, საკვანძო სიტყვების ტენდენციები მუდმივად ვითარდება, ასე რომ, როგორ ვადევნოთ თვალი სიახლეებს? 

ქივორდ-ტენდენციებზე თვალის დევნება ერთი შეხედვით შეიძლება რთული გეგონოთ, თუმცა არსებობს, ამ პროცესის გამარტივების სხვადასხვა ხერხი.

SEO ინდუსტრიის ექსპერტები

პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდი არის იმ ინდუსტრიის ექსპერტების მოსმენა, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს და მითითებებს ავრცელებენ ბლოგებში, პოდკასტებში, საინფორმაციო ბიულეტენებში და სოც. მედიებში. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სანდო წყაროებად ითვლებიან Moz, Ahrefs, SEMrush, Backlinko, და ნილ პატელი.

 თუ გსურთ SEO-ს მოვლენებზე ინფორმაცია ქართული წყაროსაგან მიიღოთ გაეცანით ბლოგებს, რომლებსაც სსო სააგენტო ალპაკა აქვეყნებს. დასვით SEO-სთან დაკავშირებული შეკითხვები ბლოგის კომენტარებში. ამის გარდა მოიძიეთ სხვადასხვა ჯგუფები (ქართული თუ უცხოური) სადაც სპეციალისტები განიხილავენ SEO თემებს და ერთმანეთში ახდენენ იდეების მიმოცვლას.

საძიებო სისტემების განახლება

საძიებო სისტემები გამუდმებით აახლებენ თავიანთ ალგორითმებს და ფუნქციებს, რათა ყოველთვის იყვნენ რელევანტურები და მომხმარებლებზე მორგებულნი. ზოგჯერ ეს განახლებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ქივორდების პოზიციონირება და წარდგენა. Ბოლო განახლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება Google BERT, Core Web Vitals და E-A-T. 

ამ განახლებებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ გუგლის საძიებო სისტემის ოფიციალურ საინფორმაციო ვებსაიტს – “Google Search Central Blog”. ასევე, თვალყური ადევნეთ ბლოგებსა და სიახლეებს შემდეგ პლატფორმებზე: “Search Engine Journal” & “Search Engine Land”.

ხმოვანი ძიება და მობილურზე ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია მობილურზეხმოვანმა ძიებამ და მობილურზე ოპტიმიზაციამ დიდი გავლენა იქონია საძიებო სიტყვების მოძიების პროცესზე. მოდით განვიხილოთ ეს საკითხები ინდივიდუალურად და გავიგოთ, თუ როგორ იმოქმედეს ამ ფაქტორებმა ქივორდების კვლევასა და სტრატეგიაზე.

ხმოვანი ძიება

Ხმოვანი ძიება მოიცავს, სიტყვიერი ბრძანებების გამოყენებით ძებნას ისეთ მოწყობილობებზე, როგორებიცაა სმარტფონები, სმარტ სპიკერები და ვირტუალური ასისტენტები. ისეთი ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად, როგორებიცაა Siri, Google Assistant და Amazon Alexa, ხმოვანი ძიება სულ უფრო პოპულარული ხდება. გავეცნოთ, რამდენიმე ძირითად პუნქტს:

  1. გრძელკუდიანი სასაუბრო ქივორდები – ხმოვანი ძიების ტონი, წერით ძიებასთან შედარებით, უფრო ბუნებრივია. Მომხმარებლები სვამენ შეკითხვებს ან იყენებენ სრულ წინადადებებს, როდესაც სისტემას აძლევენ ხმოვან ბრძანებებს. ასე რომ, ამ მხრივ გამოსადეგია გრძელკუდიან სასაუბრო ტერმინებზე ოპტიმიზირება. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე თუ რა განზრახვა შეიძლება ჰქონდეს ხმოვან ძიებას.
  2. ლოკალური ოპტიმიზაცია – საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციისათვის ლოკალური SEO ძალზედ მნიშვნელოვანია. ხმოვან ძიებას ხშირად იყენებენ ლოკალური ძიებებისათვის, მაგალითად: “ბანკომატი”; “ბენზინგასამართი სადგური”; “სასტუმრო ახლოს” და ა.შ. ასე, რომ ადგილობრივი ბიზნესებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ადგილმდებარეობაზე ორიენტირებული ქივორდები. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ინფორმაცია როგორიცაა მისამართი, სამუშაო საათები, ფასები და ა.შ. იყოს მუდამ განახლებული.

მობილურზე ოპტიმიზაცია

მობილურზე Საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის ვებსატის მობაილ ვერსიაზე მორგების პროცესი. Მობაილ-ოპტიმიზირებული Საიტის ყველა ასპექტი უნდა ჯდებოდეს შესაბამის ჩარჩოებში და მომხმარებლისთვის ნავიგაცია უნდა იყოს მარტივი. ამის გარდა, მობილურზე ოპტიმიზაცია უამრავ პროცესს მოიცავს, მაგრამ მოდი განვიხილოთ უშუალოდ საკვანძო სიტყვებთან დაკავშირებული ასპექტები:

  1. მობილურზე ორიენტირებული ქივორდები – მობაილ-მაძიებლების ქცევები განსხვავდება დესკტოპზე მაძიებლების ქმედებებისგან. მობილურის მომხმარებლები ხშირად იყენებენ მოკლე საძიებო ტერმინებს, როდესაც გარეთ იმყოფებიან. გამოიყენეთ მობილურზე ორიენტირებული ქივორდები. იფიქრეთ მობილურის მომხმარებლის პერსპექტივიდან საკვანძო ფრაზების მოძიებისას.
  2. ლოკალური და on-the-go განზრახვა – მობილურის მომხმარებლებს ხშირად აქვთ on-the-go და ლოკალური intent-ი. ისინი დიდი სიხშირით ეძებენ ადგილობრივ ბიზნესებს, მიმართულებებს, ან უბრალოდ ცდილობენ თავიანთი საჭიროებები დაუყოვნებლივ დაიკმაყოფილონ. Საჭიროების შემთხვევაში თქვენი სტრატეგია უნდა მოარგოთ ამ ადგილობრივ და on-the-go intent-ის მქონე ტერმინებს, რათა მობაილ ტრაფიკი წამოვიდეს თქვენი ვებსაიტისკენ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, მობაილ ოპტიმიზაციამ და ხმოვანმა ძიებამ შეცვალა საკვანძო სიტყვების კვლევის პროცესი და სტრატეგია. ამ ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭიროა გრძელი ტიპის სასაუბრო ქივორდების დანერგვა. ასევე გამოგადგებათ ადგილობრივი, მობილურზე ორიენტირებული საძიებო სიტყვები. 

დამატებით, დარწმუნდით, რომ თქვენი ვებსაიტი არის მობილურზე ოპტიმიზირებული, იტვირთება ჩქარა და გააჩნია შესანიშნავი UX (User Experience) ყველა მოწყობილობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ თქვენი ქივორდ სტრატეგიის ადაპტაციას და გუგლის ცვალებად გარემოსთან ფეხის აყოლას.

უფასო საძიებო სიტყვების კვლევა თქვენი ვებსაიტისთვის

საბოლოო ჯამში, თქვენი მიზანია ვებსაიტის მომხმარებლის საჭიროებებზე დაყრდნობით გამართვა. თქვენი კონტენტი უნდა პასუხობდეს ვიზიტორების შეკითხვებს, ხოლო საკვანძო ტერმინები სასურველია თუ ბუნებრივადაა გამოყენებული. Რაც უფრო კმაყოფილს დატოვებთ მომხმარებელს, მით უფრო დაგაფასებთ საძიებო სისტემა.

იმედი მაქვს, რომ მოცემულმა ბლოგმა ამომწურავად გასცა პასუხი თქვენს შეკითხვებს. საკვანძო სიტყვების მოძიება არის წარმატებული SEO კამპანიის საფუძველი. აუცილებელია SEO სპეციალისტმა სიღრმისეულად იცოდეს ყველა დეტალი ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შესახებ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ SEO სააგენტო ალპაკასგან შეგიძლიათ მიიღოთ უფასო SEO აუდიტი, რაც მოიცავს თქვენი ვებსაიტის სრულ პირველად გადამოწმებას. ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ საძიებო სიტყვების კვლევას და მოგაწვდიან რელევანტური ქივორდების დიდ ბაზას. 

გაიგებთ თუ, რა სახის კონკურენცია არის ბაზარზე. ნახავთ, თუ როგორ მდგომარეობაში არის თქვენი საიტის ტექნიკური SEO, On Page SEO და ბექლინკები. ასე რომ, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი ვებსაიტის SEO-ს შესახებ!

ნიკოლოზ ფურცელაძე
ნიკოლოზ ფურცელაძე

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები