საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მოიცავს საიტის ტექნიკური ნაწილისა და კონტენტის ისე გამართვას, რომ კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე მოწინავე პოზიციები მოვიპოვოთ.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიზნესის ზრდისთვის
იმისათვის, რომ გუგლში მაღალ ადგილებზე გამოვჩნდეთ საჭიროა მას დავანახოთ, რომ გუგლის მომხმარებლებს რაღაც ღირებულსა და ხარისხიანს ვთავაზობთ. მოწინავე პოზიციის მოპოვება კი ნიშნავს, რომ ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია თავის მომხმარებელს რეკომენდაციას უწევს, რომ ინფორმაცია, სერვისი ან პროდუქტი სწორედ ჩვენგან მიიღონ. დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ რეკომენდაციის დამსახურება აქტიურ სამუშაოებს მოითხოვს.
გუგლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი მომხმარებლის გამოცდილება კარგი იყოს, როგორც საძიებო სისტემაში ძიების დროს, ისე კონკრეტულ ვებსაიტზე გადასვლის შემდეგ. ჩვენს ვებსაიტზე მომხმარებლის გამოცდილების შესაფასებლად გუგლის ბოტები არაერთ მეტრიკასა და ფაქტორს ითვალისწინებენ. შესაბამისად, SEO სპეციალისტების მოვალეობაა, რომ გუგლის ბოტის საიტზე შემოსვლისას და მათ მიერ ინტერნეტში ჩვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვების დროს ყველაფერი წესრიგში იყოს.

რას მოიცავს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებას, ესენია:
ტექნიკური seo

ტექნიკური SEO

On-Page SEO

Off-Page SEO

ვებსაიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

ტექნიკური SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მთელი პროცესის ფუნდამენტური ნაწილია. გაუმართავმა ტექნიკურმა SEO-მ შეიძლება სრულიად დაუკარგოს აზრი on-page და off-page ოპტიმიზაციას.

გაიხსენეთ, ბოლოს რამდენს ხანს მოგიცდიათ 3 წამზე მეტი, რომ ვებსაიტი ჩატვირთულიყო.  გუგლი დიდ ყურადღებას უთმობს ვებსაიტის ტექნიკური ნაწილის შეფასებას – მეტიც მას შემუშავებული აქვს მეტრიკების ერთობლიობა – Core Web Vitals, რომელიც ვებსაიტის ოპტიმიზაციის დონეს კონკრეტული ქულით აფასებს. 

გარდა ამისა, გუგლს შექმნილი აქვს არაერთი ხელსაწლო ვებსაიტის ოპტიმიზაციის დონის შესამოწმებლად. მოგეხსენებათ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვებსაიტზე შესული მომხმარებელის ინფორმაცია დაცული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კოდის მხრიდან გუგლის ბოტს წვდომა ჰქონდეს ჩვენს ვებსაიტზე, რათა მოახერხოს მისი დაინდექსება ანუ საძიებო სისტემაში გატანა და შემდომ მისი შეფასება. 

ტექნიკური საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის დეტალური განხილვით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ თუ ამ მიმართულებით დაინტერესებული ხართ და მეტის გაგება გსურთ, გირჩევთ წაიკითხოთ ბლოგი “რა არის ვებგვერდის ტექნიკური SEO?”, რომელშიც დეტალურად გაიგებთ თუ როგორი უნდა იყოს გუგლის სტანდარტების მიხედვით ტექნიკურად გამართული ვებსაიტი.

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ვებსაიტი ტექნიკურად გამართული არ არის, ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ საკითხის მოგვარება პროფესიონალებს ანდოთ. გეტყვით, რომ SEO სააგენტო ,,ალპაკაში” ტექნიკური SEO მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ვებსაიტზე ტექნიკური პრობლემების გამოკვლევა
  • პრობლემების გადაჭრა საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით
  • დეველოპერებთან აქტიური კომუნიკაცია
  • ტექნიკური ნაწილის უწყვეტი მონიტორინგი

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

On-page SEO და კონტენტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის

ვებსაიტის on-page ნაწილი ანუ კონტენტი, თქვენი ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ის თუ როგორ პასუხობს თქვენი ვებსაიტი მომხმარებლის ძიების მოთხოვნას, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ზრუნავთ თქვენ თქვენს მომხმარებელზე.

On-page SEO ოპტიმიზაცია რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს:

პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ საკვანძო სიტყვები, რომელზეც მუშაობა ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი იქნება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საძიებო სიტყვების ძიების განზრახვა – ყიდვისკენ არის მიმართული თუ ინფორმაციის მიღებისკენ? 

უნდა ვეცადოთ, რომ პრიორიტეტული საძიებო სიტყვების შერჩევის დროს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის ანალიზით არ შემოვიფარგლოთ და მხოლოდ ის საძიებო სიტყვები არ ავარჩიოთ, რომელსაც მაღალი ძიება და ,,დარანქვის” დაბალი სირთულე აქვს. 

 

გარდა ამისა, თუ კონკრეტულ საძიებო სიტყვაზე მუშაობას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ თუ რა ტიპის კონტენტი უნდა განთავსდეს ვებსაიტზე.

საძიებო სიტყვების მოძიების შემდეგ იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი – უშუალოდ კონტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას მიიპყრობს და იმდენად დააინტერესებს მას, რომ დიდ დროს გაატარებინებს ვებსაიტზე. აქვე გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ შიდა გადალინკვებით მომხმარებელს მისთვის საინტერესო თემის მსგავს, რელევანტურ თემებზე გადასვლას გაუმარტივებთ.

On-Page SEO კიდევ მრავალ საქმიანობას მოიცავს, რომელთა ერთიანობაც საძიებო სისტემებისთვის სიგნალს წარმოადგენს, რომ კონკრეტული გვერდი შესაბამის საძიებო სიტყვაზე გამოჩენას იმსახურებს. თუ გაინტერესებთ დამატებით რა საქმიანობას მოიცავს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ეს ნაწილი, გირჩევთ წაიკითხოთ ბლოგი: “On-Page ოპტიმიზაციის 6 ტექნიკა

Off-Page საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და ონლაინ პიარი

ალბათ დამეთანხმებით, რომ გუგლის ალგორითმს რომ ვქმნიდეთ, საუკეთესო გვერდის შესარჩევად მხოლოდ ტექნიკური გამართულობისა და საძიებო სიტყვების გამოყენების დონით არ განვსაზღვრავდით, თუ რომელი ვებსაიტია საუკეთესო. ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი ინდიკატორია დაგვჭირდბოდა, მაგალითად რეპუტაცია ციფრულ სამყაროში.

 

ტექნიკური seo

ონლაინ პიარი

Off-Page SEO

მაგრამ როგორ უნდა გაიგოს ბოტმა თუ რომელ გვერდს როგორი რეპუტაცია აქვს ციფრულ სამყაროში?

ხომ გსმენიათ – მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ – ციფრული რეპუტაციის განსაზღვრის დროსაც ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს. ეგრეთ წოდებული crawling-ის ეტაპზე, როდესაც ახალი გვერდების მოსაძიებლად ბოტი ინტერნეტში დაძვრება, ის მოძრაობს ლინკების საშუალებით. როდესაც ბოტს ვებსაიტზე ახალი ბმული შეხვდება ბოტი იმ ლინკზეც გადადის და ამოწმებს (თუ კოდის მხრიდან ამის უფლება აქვს). ხოლო თუ თქვენს ვებსაიტზე სხვა ავტორიტეტული გვერდებიდან მოდის ლინკი ეს იმის ინდიკატორია, რომ თქვენი ვებსაიტი ციფრულ სამყაროში მაღალი ავტორიტეტის მქონეა.

დღესდღეობით, ვებსაიტის ციფრული ავტორიტეტის განსასაზღვრად გუგლი იყენებს რამდენიმე ფაქტორს. მაგალითად, ერთ-ერთი გახლავთ ბექლინკების ანალიზი. ბექლინკი არის ერთი ვებსაიტიდან სხვა ვებსაიტზე გასული ლინკი. დიდი მნიშველობა აქვს თუ საიდან მოდის, რა ტიპის ლინკია და როგორი ფორმით არის ჩასმული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობა მოქმედებს SEO-ზე. თუ გუგლი აღიქვამს, რომ კონკრეტული კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ციფრული მარკეტინგს ყველა მიმართულებას, ეს თავისთავად აისახება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაზეც.

დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად კარგად გაფასებენ Google Business Profile-ზე. თუ თქვენი კომპანია ნეგატიურ შეფასებებთან ასოცირდება, კონტენტის ხარისხის მიუხედავად, ეს იმოქმედებს საძიებო სისტემაში თქვენს პოზიციაზე.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ლოკალურ დონეზე

ლოკალური ანუ  ადგილობრივი SEO არის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი უფრო თვალსაჩინო გახდეს ადგილობრივი ძიების შედეგებში Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში. არსებითად, ადგილობრივი SEO ემსახურება თქვენი ონლაინ ხილვადობის გაზრდას ისეთ საძიებო სიტყვებზე, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტულ ლოკაციაზე.

ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მოიცავს Google Business Profile-ის (Google My business) მოწესრიგებას, ლოკალური საძიებო სიტყვების პოვნას, რელევანტური კონტენტის შექმნასა და სხვა საქმიანობების ერთობლიობას, რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის მსყიდველუნარიანი ვიზიტორების რაოდენობას ჩვენს ვებსაიტზე.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ცდილობს გაზარდოს თავისი ონლაინ ხილვადობა და მოიზიდოს მეტი ორგანული ტრაფიკი. ძირითადი ტექნიკის გაგებითა და დანერგვით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტის რეიტინგი საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე. გახსოვდეთ, SEO არ არის ერთჯერადი ამოცანა, არამედ მიმდინარე პროცესი, რომელიც მოითხოვს რეგულარულ განახლებებსა და სტრატეგიის კორექტირებას საძიებო სისტემების ალგორითმის ცვლილებების პარალელურად. 

დროისა და რესურსების ინვესტირება SEO ოპტიმიზაციაში არა მხოლოდ დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მიხვიდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიამდე, არამედ დროთა განმავლობაში შეიქმნათ ავტორიტეტი თქვენს ინდუსტრიაში.