4100%-ით მეტი ორგანული ვიზიტორი დღიურად – ნოვა

ოქტომბერი 17, 2023

42-ჯერ გაზრდილი დღიური ორგანული ტრაფიკი, ათასობით მნიშვნელოვან პროდუქტზე გუგლში გამოჩენა და ონლაინ სამყაროში სრული დომინაცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რომელიც “ნოვამ” ჩვენი SEO მომსახურების შედეგად მიიღო.

“ნოვას” წარმატების ისტორია დასტურია იმისა, თუ რამხელა ძალა აქვს ზედმიწევნით დაგეგმილ და შესრულებულ SEO ოპტიმიზაციას და რომ ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია ციფრულ სამყაროში წარმატებას მიაღწიოს.

სარჩევი

“ნოვას” ამბიციური მიზნები

როდესაც “ნოვამ” ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო, მათი ამოცანები მკაფიო იყო. მათ სურდათ ორგანული ტრაფიკის მკვეთრი გაუმჯობესება, მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებზე მოწინავე პოზიციების დაკავება და რა თქმა უნდა გაყიდვების მატება.

“ალპაკას” SEO აუდიტი და “ნოვას” ციფრული პოტენციალის განსაზღვრა

პირველ რიგში, გავაკეთეთ ვებსაიტის SEO აუდიტი, რათა გაგვერკვია რა მდგომარეობაში იყო ვებსაიტი. ტექნიკური SEO, On page/Off page SEO შემოწმებისა და აქტიური მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ძირითადი ხარვეზები:

  • პროდუქტის არასწორი კატეგორიზაცია
  • დუბლირებული გვერდები
  • ტექსტები არ იყო SEO ოპტიმიზირებული, რის გამოც საძიებო სისტემა “ნოვას” ქონთენთს ვერ აღიქვამდა
  • მოუწესრიგებელი შიდა გადალინკვის სტრუქტურა
  • მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებზე “ნოვას” არ ჰქონდა პოზიციები
  • დომენის დაბალი ავტორიტეტი

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

SEO სტრატეგია – წარმატების გზის შემუშავება

შემუშავდა სიღრმისეული SEO სტრატეგია. განვსაზღვრეთ ძირითადი ტაქტიკა, თუ როგორ გამოგვესწორებინა ზემოთ ნახსენები პრობლემები და დაგვეწყო ვებგვერდების ოპტიმიზაცია, საძიებო სიტყვების კვლევა, ბექლინკების მოპოვება, კონტენტის შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობა.

დეველოპერებისთვის მომზადდა ცალკე სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ ვრცელი რეპორტის სახით გადაეგზავნა.

რა გაუმჯობესდა: მთავარი ფაქტორები, რომლებმაც გარდაქმნა ციფრული ეკო-სისტემა

  • შეიქმნა საძიებო სიტყვების ვრცელი ბაზა
  • მოგვარდა მნიშვნელოვანი ტექნიკური SEO პრობლემები
  • აღმოიფხვრა პროდუქტის კატეგორიზაციის პრობლემები
  • გაიწერა SEO ოპტიმიზირებული მეტა სათაურები და აღწერები
  • კატეგორიებისთვის დაიწერა რელევანტური ტექსტები
  • გამოიყო სტრატეგიული გვერდები და მათ ირგვლივ შეიქმნა კონტენტის ეკოსისტემა
  • განთავსდა SEO ოპტიმიზირებული სტატიები/ბლოგები
  • მოწესრიგდა ვებსაიტის შიდა გადალინკვის სტრუქტურა
  • ონლაინ PR – მივიღეთ ბექლინკები სხვადასხვა მნიშვნელოვანი წყაროდან

როგორ მივედით 42x-ჯერ გაზრდილ ორგანულ ტრაფიკამდე

ხარვეზების გამოსწორებამ და სწორად წარმართულმა SEO ოპტიმიზაციამ მოგვცა თვალსაჩინო შედეგები.

Google-ში გამოვჩნდით ათასობით საძიებო სიტყვაზე

SEO მომსახურების დაწყებიდან დღემდე ნოვა ათასობით საძიებო სიტყვაზე გამოჩნდა. რაც მთავარია, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ სიტყვებზე მოწინავე პოზიციები დაიკავა.

ნოვას საძიებო სიტყვები

ყოველთვიურად მზარდი ორგანული ტრაფიკი

სამუშაოების დაწყების დღიდან დღემდე, ნოვას ყოველდღიური ორგანული ტრაფიკი გაიზარდა 42-ჯერ, რამაც დადებითი გავლენა იქონია გაყიდვებზე, მათ შორის ფიზიკურ გაყიდვებზე.

გაზრდილი ორგანული ტრაფიკი

ონლაინ პოპულარობა ციფრულ სივრცეში და მზარდი ბექლინკ პროფილი

ვებსაიტის ციფრული რეპუტაციის გასაზრდელად დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, რომელთა დახმარებითაც არაერთმა ონლაინ პლატფორმამ დაიწყო “ნოვაზე”, როგორც წარმატებულ ბრენდზე საუბარი. შესაბამისად მივიღეთ ხარისხიანი “ბექლინკ პროფილი”, რამაც საბოლოოდ გავლენა მოახდინა დომენის ავტორიტეტის ზრდასა და პოზიციების ათვისებაზე.

ბექლინკ სტრატეგია

 

ბექლინკების მოსაპოვებლად ასევე გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდი: Guest-blogging, “ალპაკას” ბექლინკ რესურსები და ა.შ. 

“ნოვას” ბრენდზე მორგებული უნიკალური კონტენტი

რეალურად, ქართულ გუგლში სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით ორიგინალი კონტენტის ნაკლებობა იყო. “ალპაკას” გუნდმა “ნოვას” მრავალფეროვანი პროდუქტისთვის დაწერა უნიკალური ტექსტები, სადაც ვრცლად მიმოხილულია პროდუქტი, წარმოჩენილია მათი უპირატესობები და მომხმარებელი არაერთ ღირებულ რჩევას იღებს.

კონტენტი სრულიად მოერგო ნოვას ბრენდს და შესაბამისობაში მოვიდა კომპანიის tone of voice-თან. ამ ეტაპზე, “ნოვას” ვებ გვერდზე 50-მდე ვრცელი სტატიაა განთავსებული. 

ბლოგების აქტიურად წარმოება აუცილებელია როგორც საძიებო სისტემებში პოზიციების მოსაპოვებლად, ასევე მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

SEO შედეგები

ინოვაციური მეთოდები, რომლებიც პირველად “ნოვაზე” გამოვიყენეთ 

ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდი, რომელიც “ნოვას” ვებსაიტზე  გამოვიყენეთ და წარმატებული გამოდგა კატეგორიის ტექსტების გაწერაა. ”ნოვას” კატალოგში არსებული ყველა პროდუქტი გავაერთიანეთ შესაბამის კატეგორიაში. კონტენტის გუნდმა სხვადასხვა კატეგორიისთვის დაწერა უნიკალური ტექსტი, სადაც მოკლედ ვსაუბრობთ პროდუქტის მახასიათებლებზე.

კატეგორიის ტექსტის გაწერამ თვალსაჩინო შედეგი მოგვცა – გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება და სხვა პროექტებშიც აქტიურად დავიწყეთ ამ მეთოდის იმპლემენტირება.

მეტი ვიდრე SEO მომსახურება

საძიებო სიტყვების კვლევისას აღმოვაჩინეთ პროდუქტები, რომლებსაც ძალიან ხშირად ეძებდნენ მომხმარებლები, თუმცა “ნოვას” ეს პროდუქცია არ ჰქონდა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ დამკვეთს და ამით ბიზნესმა ძალიან კარგი შანსი მიიღო აეთვისებინა ახალი მიმართულებები.

ბრენდის ცნობადობის გაზრდა, რომელიც როგორც მთლიანად მარკეტინგული აქტივობების, ასევე SEO-ს შედეგიცაა. მაგალითად, ადრე თუ მომხმარებელი გუგლში უბრალოდ “ეზოს ავეჯს” ეძებდა, ახლა “ეზოს ავეჯი ნოვა” მსგავსად დაიწყეს ძიება, რადგან “ნოვა” დიდი ხანია რაც იქცა სანდო ბრენდად.

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

და ბოლოს

“ნოვა” უკვე თითქმის 2 წელია, ფაქტობრივად, ვებსაიტის შექმნის დღიდან ჩვენთან თანამშრომლობს. მათ გაითვალისწინეს რეკომენდაციები და გაიაზრეს, რომ SEO გრძელვადიანი პროცესია, რომლის პირველადი შედეგის მიღებას როგორც მინიმუმ, 6 თვე სჭირდება.

ეს ერთობლივი წარმატების ისტორია სცილდება მხოლოდ SEO-ს. ამ პროცესში წარმოიშვა ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და რაც მთავარია, “ნოვა” იქცა სანდო, საყოველთაოდ ცნობილ ბრენდად. 

როდესაც ვიხსენებთ ამ მოგზაურობას, აშკარაა, რომ სწორი სტრატეგიითა და აქტიური მუშაობით, ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია SEO მომსახურებიდან მიიღოს სარგებელი. 

საბოლოოდ, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, ერთმანეთთან თანამშრომლობით მოვახერხეთ, რომ “ნოვა” დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული E-Commerce ვებსაიტია. ეს ყველაფერი კი ალპაკას უფასო SEO აუდიტით დაიწყო.

ბექა შათირიშვილი
ბექა შათირიშვილი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები