WordPress საიტის აწყობა, ოპტიმალური გამოსავალი ბიზნესისთვის

ნოემბერი 1, 2022

გაქვთ ბიზნესი და არ იცით, რატომ უნდა შექმნათ ვებგვერდი, რომელიც ეფექტურად გაყიდის პროდუქტს? მაშინ, ეს სტატია გაგიძღვებათ ციფრულ სამყაროში.

ვებგვერდის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის გაციფრულების პროცესში. ის არ წარმოადგენს მხოლოდ სავიზიტო ბარათს, რომელსაც პოტენციურ პარტნიორს გადასცემთ და დიდი ალბათობით დეტალურად არც კი დახედავს.

მაშინ რაში გჭირდებათ ვებგვერდი? რეალურად, ბიზნესებისთვის (განსაკუთრებით, ელექტრონული კომერცია) ის არის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო. ალპაკას გამოცდილებით, ვებგვერდები (განსაკუთრებით, ელექტრონული კომერცია) მომხმარებლების დიდ ნაწილს, სწორედ, ვებსაიტის საშუალებით აგენერირებენ. ადამიანები საძიებო სისტემებიდან, სოციალური ქსელებიდან და სხვა ციფრული წყაროებიდან სტუმრობენ ვებგვერდს, ეძებენ სასურველ პროდუქტს ან მომსახურებას და უკვეთავენ ონლაინ. შედეგად, კომპანიის შემოსავლები იზრდება.

სარჩევი

ბუნებრივია, ყველა ვიზიტორი მომხმარებლად ვერ იქცევა, თუმცა მის გონებაში კომპანიის სახელი მაინც დარჩება. ამით კი, ბრენდის ცნობადობა გაიზრდება.

ამას გარდა, მომხმარებლები აპრიორი ელოდებიან, რომ ნებისმიერ სოლიდურ და სანდო კომპანიას აქვს ოფიციალური ვებსაიტი. თუ ბიზნესი მის გარეშე ოპერირებს ნამდვილად ცუდ ტონად ჩაითვლება.

საიტი გაძლევთ საშუალებას მუდმივად დარჩეთ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, 24/7-ზე. რას ნიშნავს ეს? – არ დაკარაგავთ პოტენციურ მომხმარებლებს, მაშინაც კი როდესაც გძინავთ.

ბოლო პერიოდის სტატისტიკის თანახმად, ორგანიზაციების 27%-ს არ აქვს ვებგვერდი. თუ მათ შორის ხართ სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა. თქვენ უარს ამბობთ გაზრდილ გაყიდვებზე, ბრენდის ცნობადობაზე, კონკურენტულ უპირატესობასა და კიდევ უამრავ შესაძლებლობაზე.

ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ, ვებგვერდი არის აუცილებელი ციფრული ატრიბუტი, რომელსაც ყველა თანამედროვე კომერციული ორგანიზაცია (მცირე, საშუალო და დიდი) უნდა აკამყოფილებდეს.

საიტის დამზადება

ციფრულ ბაზარზე საიტების უმრავლესობას ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზი აქვს. უმეტესობა მათგანის გამოსწორება კი, სამწუხაროდ, რთულია. რიგ შემთხვევებში განხორციელებული ცვლილებები დამატებით პრობლემებს აჩენს, რომლებიც მუდმივ თავის ტკივილად იქცევა, როგორც SEO  სპეციალისტების, ისე დეველოპერებისთვის. ცხადია, ეს ყველაფერი SEO პროცესსა და კონვერტაციებზე უარყოფითად აისახება.

და მაინც, როგორ დავამზადოთ გამართული ვებგვერდი?

მსოფლიო საიტების 40%-ზე მეტი ვორდპრესს ირჩევს. მასზეა აწყობილია ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: Microsoft, Disney, BBC, Sony, Spotify, The new York Times და სხვა. ყოველდღიურად დაახლოებით 500 ახალი ვებგვერდი იქმნება მისი დახმარებით, ეს რიცხვი კი მუდმივად იზრდება.

ბუნებრივია, ვებგვერდი შეგიძლიათ ხელითაც ააწყოთ, მაგრამ შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს გადააწყდეთ. ვებგვერდს მართვის შეზღუდული შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს და სამომავლო ტექნიკური მხარდაჭერაც გართულდეს. რიგ შემთხვევებში, რთულდება ერთი დეველოპერის მიერ დაწერილი კოდის სხვა დეველოპერის მიერ ცვლილება. ხელით შექმნილ, ე.წ “Custom CMS”-ს შესაძლოა იდეალური ვიზუალი ჰქონდეს, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებდეს SEO კრიტერიუმებს.

გსურთ შექმნათ ვებგვერდი, რომელიც გაყიდის პროდუქტს? – მაშინ ვორდპრესი იდეალური გამოსავალია.

რა არის ვორდპრესი – WordPress?

ეს არის კონტენტის მართვის სისტემა (CMS), რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ააწყონ ვებგვერდი კოდის გარეშე ნულიდან. WP (WordPress) საკმაოდ პოპულარული CMS-ია. ამ სისტემაზე აწყობილი ციფრული პლატფორმების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს და დღესდღეობით, ბაზრის 50%-ზე მეტი უჭირავს. თუ ადრე WordPress საიტის აწყობა იშვიათი უნარი გახლდათ, ახლა უამრავი ადამიანი ეუფლება ამ პროფესიას. მასში ე.წ. ფლაგინების (plugins) დახმარებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფუნქცია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაამატოთ. ფლაგინების სიმრავლე კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ძრავს. აღსანიშნავია, რომ თქვენი საჭიროებისთვის ათასობით ფუნქციონალი მოიძებნება, რომლებზეც ვორდპრესს დეველოპერებმა წინასწარ იზრუნეს.

რა არის ფლაგინი?

ეს არის წინასწარ შექმნილი ფუნქციონალი, რომელიც თქვენი ვებგვერდის კოდში თავსდება. მისი დახმარებით დეველოპერები (ან არაპროფესიონალები) ახალ ფუნქციებს ამატებენ ვებსაიტზე, რომლებიც მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას აუმჯობესებენ.

გამართული სტრუქტურისა და შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე საიტის შექმნის პროცესს WordPress-ის ძრავი წარმოუდგენლად გაგიმარტივებთ.

WordPress საიტის აწყობა – უპირატესობები

ამ მზა CMS-ის ყველა უპირატესობის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამჯერად, განვიხილოთ ის საკვანძო საკითხები, რომლებიც ვორდპრესს ბაზრის ლიდერად აქცევს.  მისი დახმარებით შექმნით ციფრულ აქტივს, რომელიც შემოსავლებს მინიმალური ჩარევით დაგიგენერირებთ.

ვორდპრესზე საიტის აწყობა არ მოითხოვს დეველოპერულ უნარებს

საჭირო არ არის რთული და „საშიში“ კოდების წერა შეგეძლოთ. უბრალოდ უნდა გესმოდეთ, თუ როგორ მუშაობს ვორდპრესის ძრავი (ლოგიკა). მასში ხელმისაწვდომია უამრავი გამზადებული შაბლონი (Template), რომლებიც შეგიძლიათ საკუთარ გემოვნებას მარტივად მოარგოთ.

Page builder-ებზე იმპლენეტირებულია drag & drop ფუნქციონალი, მარტივი ინტერფეისი და მზა widget-ები აქვს. შეიძლება ითქვას, მხოლოდ უნდა გადაწყვიტოთ სად რა ელემენტი განთავსდეს, კოდის მხარეს არ ეხებით.

უფრო მეტიც, გამზადებული შაბლონები თქვენგან მხოლოდ ტექსტის ცვლილებას მოითხოვენ. ვებსაიტის მართვის ასეთი კომფორტი ნამდვილად აღსანიშნავი უპირატესობაა.

SEO ოპტიმიზაცია გაცილებით უფრო მარტივი და ეფექტურია

SEO ოპტიმიზაცია გაცილებით ეფექტურია ვორდპრესის დახმარებით

საძიებო სისტემების მოთხოვნების გათვალისწინება ვებგვერდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. რა აზრი აქვს გქონდეთ ლამაზი ვებგვერდი, მაგრამ არავინ იცოდეს მის შესახებ. სწორედ, SEO აქცევს ვებგვერდს შემოსავლიან ციფრულ აქტივად. ოპტიმიზაციის საშუალებით მეტი ადამიანი ადევნებს თვალყურს თქვენს საქმიანობას.

SEO ოპტიმიზაციისთვის მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზებია გადასაჭრელი. აი, აქ შემოდის ვორდპრესი ასპარეზზე. მასზე შემქნილ ვებგვერდებს საშუალოდ უფრო ნაკლები ხარვეზი აქვთ, ვიდრე ხელით აწყობილ საიტებს.

ვორდპრესზე გაცილებით მარტივია მეტა ინფორმაციების, სქემების, ფოტოების, H თეგებისა და ვებგვერდის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის ოპტიმიზაცია. ეს კი SEO სპეციალისტს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად შეასრულოს სამუშაოები.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ვორდპრესის საშუალებით ვებგვერდის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია საგრძნობლად მარტივია.

უსაფრთხოება & მუდმივი განახლებები

ვორდპრესს საიტის უსაფრთხოება

ვებგვერდისთვის უსაფრთხოება “პროგრამა მინიმუმს” წარმოადგენს. გრძელვადიანი ციფრული წარმატებისთვის მონაცემების დაცულობა აუცილებელია. ვორდპრეს დეველოპერები კოდის განახლებული ვერსიებით მუდმივად აუმჯობესებენ უსაფრთხოების სისტემას. ამ გზით ასწორებენ ტექნიკურ ხარვეზებს და ამცირებენ კიბერ შეტევის შესაძლებლობას.

ვორდპრესის გამოყენება უფასოა

აღსანიშნავია, რომ სისტემის გამოყენება უფასოა, რაც ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობს. ფულის გადახდა შესაძლოა მოგიწიოთ თუ ფასიანი შაბლონები გინდათ, მაგრამ ხელმისაწვდომია უფასო ვერსიებიც.

გაითვალისწინეთ, რომ თუ არ ფლობთ ვორდპრესს სამომხმარებლო დონეზე მაინც, უმჯობესია ეს საქმე სპეციალისტს მიანდოთ. თუ გსურთ, თავიდანვე აირიდოთ ტექნიკური ხარვეზები და არ დაგჭირდეთ ვებგვერდის გადაწყობა, ამისათვის უმჯობესია  ვებგვერდის შექმნაში SEO სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს. მომხიბვლელ დიზაინთან ერთად მიიღებთ საუკეთესო პრაქტიკებით ოპტიმიზირებულ ვებგვერდს. ამ გზით კი დაზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსებს.

ბრენდის გაციფრულება გსურთ? სააგენტო ალაპაკა დაგეხმარებათ შექმნათ ბიზნესის ამოცანებზე მორგებული ვებსაიტი. რატომ უნდა დაუთმოთ კონურენტებს ციფრული სამყარო?

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

სტატიის ავტორი

2 Responses

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები